პალეოზოური ჯგუფი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: 63 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q75507)
No edit summary
'''პალეოზოური ჯგუფი (ერა)''' ([[ბერძნ.]] παλαιο (palaio), და [[ბერძნ.]] ζωη (zoe) - სიცოცხლე), [[დედამიწის ქერქი]]ს ფენათა სტრატიგრაფიული სკალის ერთ-ერთი ჯგუფი (გეოლოგიური წელთაღრიცხვის შესაბამისი ერა). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით პალეოზოური ერა დაიწყო 570 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა 340-350 მლნ. წელიწადს. პალეოზოური ჯგუფი (ერა) გამოყო ა. სეჯუიკმა [[1837]] წელს. პალეოზოური ჯგუფი (ერა)ში ექვსი [[სისტემა (გეოლოგია)|სისტემა (პერიოდი)]] გამოიყოფა: [[კამბრიული სისტემა|კამბრიული სისტემა (პერიოდი)]], [[ორდოვიციული სისტემა|ორდოვიციული სისტემა (პერიოდი)]], [[სილურული სისტემა|სილურული სისტემა (პერიოდი)]], [[დევონური სისტემა|დევონური სისტემა (პერიოდი)]], [[კარბონული სისტემა|კარბონული სისტემა (პერიოდი)]] და [[პერმული სისტემა|პერმული სისტემა (პერიოდი)]].
 
პალეოზოური ერის დასაწყისისსათვის უკვე არსებობდა კამბრიულისწინა მძლავრ დანაოჭებათა შედეგად ჩამოყალიბებული ბაქნური და გეოსინკლინური არეები. ჩრდილოეთი ნახევარსფეროში უმთავრესი ბაქნები იყო: აღმოსვლეთიაღმოსავლეთი ევროპა, ციმბირი, ჩინეთ-კორეა, სამხრეთი ჩინეთი და ჩრდილოეთი ამერიკისა. სამხრეთ ნახევარსფეროში პალეოზოური ერის დასაწყისიდანვე უნდა არსებულიყო უზარმაზარი კონტინენტი [[გონდვანა]]. ბაქნები დროდადრო იფარებოდა ეპიკონტინენტური ზღვებით, სადაც წარმოიქმნებოდა თხელი ნალექები. გეოსინკლინებში კი ილექებოდა დიდი სისქის ვულკანოგენური, კაჟიანი, აგრეთვე ტერიგენული ნალექები. პალეოზოური ერაში გამოვლინდა დანაოჭების ორი მძლავრი ეპოქა: [[კალედონიური დანაოჭება]] და [[ჰერცინული დანაოჭება]].
 
პალეოზოური ერის დასაწყისიდანვე აღინიშნება დიდი ცვლილებები ორგანულ სამყაროში - გაჩნდა და სწრაფად განსახლდა მრავალრიცხოვანი მაგარჩონჩხიანი ფორმები (ჰიოლითები, გასტროპოდები, ბრაქიოპოდები, არქეოციათები). პალეოზოური ერა ტრილობიტების, ოთხქიმიანი მარჯნების, გრაპტოლითებისა და სხვა გაფურჩქვნის ხანაა. პალეოზოურ ერაში ჩნდება ხერხემლიანები - თევზები, მოგვიანებით კი - უძველესი ამფიბიები. მრავალფეროვანია აგრეთვე პალეოზოური ერის ფლორაც (განსაკუთრებით კარბონულ პერიოდში).