პანამა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: პრიორიტეტული → უპირატესი using AWB
No edit summary
ხაზი 335:
პანამა, რომელიც ნაწილობრივ დავალებულია თავისი ისტორიული დამოკიდებულებით კომერციაზე, ეთნიკურად მრავალპეროვანი ქვეყანაა. აქ მნიშვნელოვანი რაოდენობაა აფრო-ანტილიური და ჩინური მოსახლეობისა. პირველი ჩინელები გადმოსახლდნენ მე-19 საუკუნეში სამხრეთ ჩინეთიდან და ისინი პანამის რკინიგზის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. ამას იმიგარციის რამდენიმე ტალღა მოჰყვა და ჩამოსახლებულთა რაოდენობამ 50 000-ს მიაღწია. 1970 იანი წლებიდან დაწყებული, კიდევ 80 000 იმიგრანტი ჩავიდა პანამაში ჩინეთის სხვადასხვა ნაწილიდან. ესპანური დომინანტური და სახელმწიფო ენაა. მოსახლეობის 93% საუბრობს ესპანურად, როგორც მათ მშობლიუ ენაზე, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა ასევე ორივე ენაზე- ინგლისურად და ესპანურად საუბრობს, ან ასევე საკუთარ ენაზე, როგორრიცაა „ნგაბერე“. პანამაში მრავალ ენაზე საუბრობენ რომლებიც 7 მხოლოდ ადგილობრივი ენებია.ინგლისურად ლაპარაკობენ ბიზნეს სფეროებში და სამთავრობო სექტორში.
 
როგორც თითქმის ყველა საზოგადოებაში მსოფლიოში, პანამაშიც დგას რასობრივი უთანასწორობის საკითხი. თუმცა პანამა აცხადებს, რომ არის რასობრივად თანასწორი ქვეყანა, დისკრიმინაცია მაინც არსებობს. კვლევებში აღმოჩენილ იქნა, რომ ეკონომიკურად ძლევამოსილი ხალხი სპეციფიური რასაა, რომელიც სოციალურ იერარქიაში ყველზეყველაზე მაღლა დგას. საინტერესო რასობრივი ურთიერთობები შეიმჩნევა პანამის არქიპელაგის რეგიონში. მოსახლეობა დაახლოებით 18 000 ადამიანს შეადგენს და მისი შემადგენლობა ძირითადად აფრო-ანტილიური აბორიგენული მოსახლეობაა, ასევე ჩინელები, ლათინოები და ევროპელები.
 
რეგიონის რასობრივი სეგრეგაციის ისტორია მნიშვნელოვანია, რადგან აქ იშვიათი შემთხვევა ხდებოდა როდესაც მუქი კანის ფერი თეთრ ფერზე უპირატესი იყო. ისტორია 1800-იან წლებში დაიწყო როდესაც 30 000 აფრო-ანტილიელი ჩამოსახლდა პანამაში ან პანამის არხის მშენებლობაზე სამუშაოდ, ან ბანანის პლანტაციებზე,. აღსანიშნავია, რომ ეს იმიგრანტები ინგლისურად საუბრობდნენ. ცენრალური ამერიკის უმრავლეს ქვეყნებთან შედარებით, როგორიცაა ჰონდურასი და ნიკარაგუა, შავკანიანები და აბორიგენი მოსახლეობა ერთიან ოჯახებს ქმნიდნენ, ხოლო აბორიგენი ნგობეს ტომები არავის ეჯვარებოდნენ. აფრო-ანტილიელები უპირატესობას გრძნობდნენ,როდესაც ეკონომიკურ სიძლიერეს მიაღწიეს. უკეთ რომ ავხსნათ, 1920-იან წლებში პანამის პლანტაციებში სოკო გავრცელდა და მოსავლის დიდი რაოდენობა გააფუჭა.პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ, აშშ-ს მოსახლეობის უმრავლესობა უკან, შტატებში დაბრუნდა. შედეგად, აფრო-ანტილიელთა უმრავლესობამ  კლერკებისა და ზედამხედველობის მიტოვებული პოსტები მიიღეს სამიშაოდ. დამატებით, რადგან აფრო-ანტილიელები ინგლისურად საუბრობდნენ, ისინი ადვილად ამყარებდნენ ურთიერთობას ჩრდილოეთ ამერიკასთან (გუერონ-მონტერო 213)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პანამა“-დან