ხეთების სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.104.58.46-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 58:
ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისისათვის დიდი წინსვლა მოხდა ცენტრალური ანატოლიის სამეურნეო, სავაჭრო და ტექნიკურ ცხოვრებაში, რამაც სათანადო ცვლილებები გამოიწვია საზოგადოებრივ ურთიერთობათა სფეროშიც.
 
ადგილობრივ მოსახლეობაში უკვე მომხდარ იყო ქონებრივი და სოციალური დიფერენციაცია. კაპადოკიის და საერთოდ, აღმოსავლეთ მცირე აზიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული იყო „ქალაქ-სახელმწიფოს“ ტიპის ათამდე პოლიტიკური გაერთიანება. ქალაქ-სახელმწიფოს სათავეში ედგა „რუბაუმ“ – მეფე, ანდა ზოგჯერ „რუბათუმ“ – დედოფალი. სამეფო კარზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ „დიდებულები“ (რაბიუთუმ). ესენი იყვნენ სახელმწიფო (სამეფო) თანამდებობის პირები, რომელთა რიცხვი რამდენმერამდენიმე ათეულს აღწევდა. მათ შორის აღსანიშნავია „კიბის მოძღვარი“ (რაბი სიმმილთიმ), რომელიც ქალაქ-სახელმწიფოში უზენაესი მოსამართლის (მეფის) მოადგილის ფუნქციებს განაგებდა. ზოგჯერ იგი სამეფო ტახტზეც ადიოდა.
 
ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისიდანვე მცირე აზიის ცალკეულ ქალაქ-სახელმწიფოთა შორის დიდი ბრძოლა იყო გამართული ჰეგემონობისათვის. პირველ ხანებში იგი [[ბურსახანდა]]ს (ბურუშხათუმის) სასარგებლოდ მიმდინარეობდა. მისი მმართველი ანატოლიის დანარჩენ „მთავრებს“ შორის „დიდ მეფედ“ ითვლებოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხეთების_სამეფო“-დან