ბერილიუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎სარაკეტო საწვავი: clean up, replaced: ერთერთი → ერთ-ერთი using AWB
No edit summary
ხაზი 15:
სტაბილურია '''<sup>9</sup>Be'''. '''<sup>9</sup>Be'''-ს გარდა ბუნებაში გვხვდება რადიოაქტიური შემდეგი იზოტოპები: '''<sup>7</sup>Be''' და '''<sup>10</sup>Be'''.
 
დედამიწის ქერქში ბერილიუმის შემცველობაა მიახლოებით 3,8 გ/ტ, ის მატულობს ულტრა ფუძედან (0,2 გ/ტ) მჟავე (5 გ/ტ) და ტუტე (70 გ/ტ) ქანებამდე. მაგმატიკურ ქანებში ბერილიუმის ძირითადი მასა დაკავშირებულია პლაგიოკლაზებით, სადაც ბერილიუმს ცვლის სილიციუმი. ყველაზე დიდი კონცენტრაციით ხასიათდება მისი მუქი ფერის მინერალები (ათეულ, იშვიათად ასობით გ/ტ). თუკი ბერილიუმი ტუტე ქანებში თითქმის იბნევა, მჟავე ქანების ფორმირებისას კი ის შეიძლება გროვდებოდეს პოსტმაგმატიკურ პროდუქტებში — პეგმატიტებში და პნევმატოლიტო-ჰიდროთერმულ სხეულებში. მჟავე პეგმატიტებში ბერილიუმის საკმაო რაოდენობის დაგროვება დაკავშირებულია ალბიტიზაციის და მუსკოვიტიზაციის პროცესთან. პეგმატიტებში ბერილიუმი წარმოქმნის თავის მინერალებს, მაგრამ მისი ნაწლინაწილი (მიახლ. 10 %) იზომორფულ ფორმაშია ქანწარმომქმნელ და მეორად მინერალებში (მიკროკლინი, ალბიტი, კვარცი და ა.შ.). ტუტე პეგმატიტებში ბერილიუმი იმყოფება ცოტა რაოდენობით იშვიათი მინერალების შემადგენლობაში: ევდიდიმიტი, ჩქალოვიტი, ანალციმი და ლეიკოფანი, სადაც შედის ანიონურ ჯგუფში. პოსტმაგმატიკური ხსნარებს გამოაქვთ ბერილიუმი [[მაგმა|მაგმიდან]], ფტორშემცველი ემანაციის სახით და კომპლექსურ ნაერთებში ვოლფრამთან, კალასთან, მოლიბდენთან, ლითიუმთან ასოციაციაში.
 
ბერილიუმის შემცველობა ზღვის წყალში ძალიან მცირეა — 6{{e|−7}} მგ/ლ.<ref>J.P. Riley and Skirrow G. Chemical Oceanography V. I, 1965</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბერილიუმი“-დან