აკრის ალყა (1189-1191): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 27:
 
== ალყა ==
ამასობაში [[1189]] წელს სალადინმა [[გი დე ლუზინიანი]] გაათავისუფლა. იგი ჯვაროსანთა პორტ [[ტვიროსი|ტვიროსს]] მიადგა, თუმცა იქ არ შეუშვეს. ამის შემდეგ გი [[აკო|აკრისკენ]] გაემართა და ალყაში მოაქცია ის. გი დე ლუზინანის მიერ ალყაში მოქცეული აკრის დასახმარებლად სალადინი მოვიდა და მოალყე ჯვაროსნები ალყაში მოაქცია. შემოდგომაზე მეტმა ევროპელმა ჯვაროსანმა მოაღწია. გის საშუალება მიეცა მეორე ბლოკადა შემოერტყა აკრისთვის. ჩამოვიდა ამბავი, რომ [[ფრიდრიხ I ბარბაროსა]] მოიწევდა აკრისკენ. ამან ქისტიან ჯარისკაცები მორალი გაუზარდა და აიძულა სალადინი მეტი ჯარისკაცი მოებილიზებინა, რათა ქალაქის ორი ბლოკადა დაემარცხებინა. მომდევნო თხუთმეტი თვე ძირითადი მოქმედებების გარეშე გავიდა. [[30 ოქტომბერი|30 ოქტომბერს]], 50 მუსლიმთა გალერა შეიჭრა ქრისტიანთა ბლოკადაში და მიაწოდა ქალაქს საკვები და იარაღი. 17 დეკემბერს მოხერხდა პორტისკენ მიმავალი გზის გათავისუფლება. [[1190]] წლის მარტში ჯვაროსანთა მეთაური კონრადი წავიდა [[ტვიროსი|ტვიროსში]] და ჩამოიტანა საკვები და იარაღი, რაც დაეხმარათ [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] ფლოტის წინააღმდეგ. ასევე ჩამოიტანა მასალა საალყო მანქანებისთვის, ამის მიუხედავად ეს მანქანები დაიკარგა [[6 მაისი|6 მაისს]], როცა ჯვაროსნებმა სცადეს თავდასხმა ქალაქზე.
 
[[20 მაისი|20 მაისს]] სალადინმა, რომელიც აგრძელებდა არმიის გაძლიერებას,დაიწყო შეტევა ქრისტიანთა ბანაკზე რომლებიც გასული რვა დღე იგერიებდნენ მის შეტევებს. 25 ივლისს, მათი მეთაურების წინააღმდეგობის მიუხედავად ჯვაროსნები თავს დაესხნენ სალადინის მარჯვენა ფლანგს და დამარცხდნენ. დამატებითი ძალები საფრანგეთიდან ჩამოვიდა ზაფხულის ბოლოს, ჰენრი II შამპანის, თეობალდ II ბლოისის, სტეფან I სანსერის, რაულ I კლერმონის, ჯონ ფონტიგის და ალან სან-ვალერის ლორდების მეთაურობით. ფრიდრიხ VI შვაბიის ლორდი ჩამოვიდა ოქტომბრის დასაწყისში მამამისის დარჩენილ არმიმიასთან ერთად. ცოტა ხანში მოვიდა ინგლისელთა არმიაც, რომელსაც მეთაურობდა ბალდუინ ექსეტერი, კენტერბე-რიელი ეპისკოპოსი. ოქტომბერში ჩამოვიდა ასევე გრაფი ბარი და [[ქრისტიანობა|ქრისტიანებმა]] შეძლეს ალყის გარღვევა და მიაწოდეს საკვები ბანაკს აკრასთან. ცხოვრება ქალაქში და ქრისტიანთა ბანაკში სწრაფად გართულდა, მას შემდეგ რაც სალადინმა მოახერხა მათი შეკავება. სურსათი გახდა შეზღუდული, წყალი კი დაბინძურდა ცხოველთა და ადამიანთა ცხედრებით. ეპიდემიები მალე გავრცელდა.გი დე ლუზინიანის მეუღლე სიბილა და მისი ორი ქალიშვილი გარდაიცვალა. გიმ დაკარგა პრეტენზია [[იერუსალიმის სამეფო|იერუსალიმის ტახტზე.]]     
ხაზი 37:
ავსტრიის ჰერცოგი [[ლეოპოლდ V ავსტრიელი|ლეოპოლდ V]] გაზაფხულზე ჩამოვიდა და ხელში ჩაიგდო ხელში ჯვაროსანთა არმია.ასევე ჩამოვიდა სალადინისთვის გამანადგურებელი ინფორმაცია.მან ვერ გამოიყენა შანსი გაენადგურებინა ქრისტიანები,ახლა კი მეფე [[რიჩარდ I|რიჩარდ ლომგული]] და [[ფილიპ II ოგიუსტი|ფილიპ ავგუსტი]] გზაში იყვნენ წმინდა მიწისკენ და ორივეს ახლავს ძლიერი არმია.სალადინს გამარჯვების შანსი ხელიდან გამოეცალა.
 
მეფე ფილიპი ჩამოვიდა [[20 აპრილი|20 აპრილს]],1191,და მეფე რიჩარდი [[8 ივნისი|8 ივნისს]],მას შემდეგ რაც დაიპყრო [[კვიპროსი]].რიჩარდი მოვიდა 100 გემით(8000 მეზღვაურით),ხოლო ფილიპი გენუის ფლოტით.ფილიპმა რიჩარდის ჩამოსვლამდე ააწყო საალყო მანქანები.რიჩარდი ცდილობდა სალადინთან შეხვედრას და დაზავებას,თუმცა შეხვედრა არ შემდგარა.საალყე მანქანებმა გააჩინა ხვრელები აკრის კედლებში,გარნიზონი კარგად იცავდა მათ. 3 ივლისს კიდევ ჩამოინგრა კედელი, თუმცა მოახერხეს ქრისტიანთა შეჩერება.4 ივლისს ქალაქმა დანებება შესთავაზა, თუმცა რიჩარდმა პირობები არ მიიღო. ამჯერად სალადინმა თავი შეიკავა შეტევისგან. 7ივლისს ქალაქმა გაგზავნა ელჩი სალადინთან და დახმარება მოსთხოვა წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქს ჯვაროსნებს გადასცემდნენ. [[11 ივლისი|11 ივლისს]] იყო ბოლო ბრძოლა მათ შორის. [[12 ივლისი|12 ივლისს]] ქალაქმა კიდევ შესთავაზა დანებება, ამჯერად მათი წინადადება მისაღები იყო ჯვაროსნებისთვის. [[სალადინი]] არ იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში. ჯვაროსნები დათანხმდნენ და შევიდნენ ქალაქში. მუსლიმთა გარნიზონი დაატყვევეს. ლეოპოლდი და ფილიპი რიჩარდთნ დაპირისპირების გამო წავიდნენ ევროპაში. ქრიტიანთა ჯარების მეთაურობა რიჩრდსრიჩარდს ერგო.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკრის_ალყა_(1189-1191)“-დან