მელქისედეკ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
მელქისედეკი რამდენიმეჯერ ეწვია [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლს]], [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] იმპერატორების კარს და როგორც ისტორიკოსები ვარაუდობდნენ, ამ ვიზიტების დროს მოხდა აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისათვის კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის დამტკიცება.
 
შემონახულია წმინდა მელქისედეკის მიერ შედგენილი ანდერძი – „აღწერილი მცხეთის საყდრისადმი“, სადაც ჩამოთვლილია იმ ნივთების, ეკლესია-მონასტრებისა და სოფლების სრული სია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა შეწირაშესწირა მცხეთის სვეტიცხოველს. სწორედ ამ ანდერძშია მოხსენიებული პირველად საქართველოს მამამთავარი კათოლიკოს-პატრიარქად და ამავე საბუთიდან ირკვევა, რომ მელქისედეკ I-მა სვეტიცხოველში გაიჩინა დასაკრძალი ადგილი – „სამხრეთით სადიაკვნოსა, წმიდათა მოწამეთა სამარტუილოსა შიგან შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი და ამა საკურთხეველსა ზედა დავაყენე ჟამის მწირველად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის გაზრდილი ჩემი იოვანე“ ([[იოვანე V (კათოლიკოს-პატრიარქი)|კათოლიკოს-პატრიარქი იოვანე V (ოქროპირი)]] გ. [[1049]]).
 
შემონახულია მელქისედეკ I-ის მიერ დაახლოებით [[1031]]/33 შედგენილი ანდერძი – „დაწერილი“ (XII ს. პირი), რომელიც საუკეთესო წყაროა XI საუკუნის საქართველოს ეკონომიკის, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ისტორიის შესასწავლად. მელქისედეკ I იყო [[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის]] პირველი საჭეთმპყრობელი, რომელიც ატარებდა ტიტულს „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მელქისედეკ_I“-დან