წმინდა ნინო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
კახეთში სარწმუნოების ქადაგების შემდეგ წმ. ნინო დასნეულდა და გამოემართა მცხეთისკენ და როდესაც მოაღწია [[კუხეთი]]ს (კხოეთი) დაბა [[ბოდი|ბოდინს]], იქიდან ვეღარ შეძლო სიარული. ქალაქ [[უჯარმა|უჯარმიდან]] (უჟარმა) მოვიდნენ მეფის [[მირიან III|მირიანის]] ძე [[რევი]], მისი ცოლი [[სალომე უჯარმელი|სალომე]] და ასული და თავზე ადგნენ მზრუნველებად.
 
მცხეთიდან მეფემ და მისმა ცოლმა, [[ნანა დედოფალი|ნანამ]] მიავლინეს [[იოანე მთავარეპისკოპოსი]] წმინდანის სანახავად და [[მცხეთა]]ში წასაყვანად, მაგრამ მან არ ინება. სამაგიეროდ, წმ. ნინომ სთხოვა მთავარეპისკოპოსს, რომ მის შემდეგ [[იაკობი (მცხეთის არქიეპისკოპოსი)|იაკობ მღვდელს]] დაეკავებინა მისი ადგილი. იმავ დროს გადასცა მას [[მოციქულთასწორი ელენე|ელენე დედოფლის]] მიერ ნინოსადმი მოწერილი წერილი, სადაც მას დედოფალს, [[მოციქული|მოციქულს]] და [[მახარებელი|მახარებელს]] უწოდებდა, ასევე ელენე დედოფლის მიერ გამოგზავნილი [[ცხოველმყოფელი ჯვარი|ძელი ცხოვრებისას]] ნაწილი. შეწირაშესწირა ჟამი [[იოანე მთავარეპისკოპოსი|იოანე მთავარეპისკოპოსმა]] და აზიარა წმ. ნინო ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
 
როდესაც შეიტყვეს წმინდა ნინოს სასიკვდილე სენის შესახებ, [[ბოდი|ბოდში]] შეიკრიბნენ ქვეყნის მეფენი, მთავრები ცოლებითურთ და მხედარი ერისკაცები. გარშემომყოფი დედოფლები და მთავრები ცრემლით ევედრებოდნენ, რათა წმინდანს მოეყოლა თავისი ამბავი – სად აღიზარდა, საიდან მოვიდა და როგორ მოაღწია ქართლამდე. მაშინ მოიტანეს საწერ–კალამი [[სალომე უჯარმელი|სალომე უჯარმელმა]] და [[პეროჟავრი სივნიელი|პეროჟავრი სივნიელმა]] და დაიწყო ნინომ თხრობა და ისინი იწერდნენ.