წმინდა ნინო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:St-nino.jpg|thumb|250პქ|წმინდა ნინო]]
 
'''წმინდა ნინო''' — [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] მქადაგებელი და გამავრცელებელი [[საქართველო|საქართველოში]] [[323]] [[წელი|წლის]] [[20 ივლისი|20 ივლისიდან]], [[მოციქულთასწორი]]. [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის წმინდანი. მისი ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება [[1 ივნისი|1 ივნისს]] (ძველი სტილით [[308 წელი|308 წლის]] [[19 ივნისი]]) – [[ჯავახეთი|ჯავახეთში]] შემოსვლის თარიღი და [[27 იანვარი|27 იანვარს]] (ძველი სტილით [[338 წელი|338 წლის]] [[14 იანვარი]]) – გარდაცვალების დღე. [[ქართველი]] ერის გაქრისტიანება [[324]] [[წელი|წელს]] დასრულებულა [[ვახუშტი ბაგრატიონი|ვახუშტი ბაგრატიონის]] გადმოცემითმიხედვით.
 
==„წმინდა ნინოს ცხოვრება“==
==== რედაქციები====
 
წმ.წმინდა ნინოს „ცხოვრება“ ჩვენამდე სხვადასხვა [[ნინოს ცხოვრების რედაქციები|რედაქციებით]] არის მოღწეული. ძირითადი რედაქციებია შატბერდული (X ს.),<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979</ref> ჭელიშური (XIV ს.)<ref>ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963</ref> და სინური (X ს.).<ref>Le nouveau manuscrit Georgien Sinaitique N SIN 50, Edition en fac-simile, Introduction par Z. Aleksidze, Traduite du Georgien par J.-P. Mahe, Louvanii, In Aedibus Peeters, 2001</ref><ref>მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, ზ. ალექსიძის გამოცემა, თბ., 2007</ref> გარდა ამისა, ნინოს ცხოვრების განსხვავებული რედაქცია არის ჩართული საისტორიო თხზულებაში – „[[ცხოვრება ქართუელთა მეფეთა]]“ („[[ქართლის ცხოვრება]]“), სადაც თხრობა, განსხვავებით „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“–ს რედაქციებისაგან, მესამე პირში მიმდინარეობს.
 
XII საუკუნის დასაწყისში [[არსენ ბერი|არსენ ბერმა]] (შესაძლოა ეს იყოს [[არსენ იყალთოელი]]) შექმნა წმ,წმინდა ნინოს „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია, ხოლო XIII საუკუნეში ანონიმი ავტორის მიერ შეიქმნა მისი პერიფრაზირებული ვერსია.<ref>ლოლაშვილი ი., მეტაფრასული „ნინოს ცხოვრების“ ავტორის ვინაობისათვის, «მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია», 1974, №4</ref>
 
ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, ამ რედაქციათაგან უპირატესობა „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“–ს სამ (შატბერდული, ჭელიშური, სინური) რედაქციას და „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრებისეულ]]“ რედაქციას ენიჭება, ხოლო [[არსენ ბერი]]ს და ანონიმის რედაქციებს, უფრო მეტად, ლიტერატურათმცოდენეობითი მნიშვნელობა აქვთ.
10,763

რედაქტირება