გურიის რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 81:
== აჯანყება ==
 
1905 წლის ივლისში [[ფარცხმა|ფარცხმელმა]] ესე ცინცაძემ გურიაში საჯავახოდან ერმილე დოლიძის ეტლით [[იოსებ სტალინი]] ჩამოიყვანა, რომელიც მონაწილეობას იღებდა კრებებსა და დისკუსიებში. მიტინგებზე მიმდინარეობდა პაექრობა და კამათი [[მენშევიკი|მენშევიკებსა]] და [[ბოლშევიკი|ბოლშევიკებს]] შორის. ასეთი მიტინგები გაიმართა შუაფრაცხმაში, სადაც 3000 ადამიანი შეიკრიაშეიკრიბა, იანეულში, სადაც 1000 ადამიანი შეიკრიბა, ამ კრებას [[ნიკო მარი]] ესწრებოდა, რომელიც რევოლუციონერთა ორგანიზებულობით მოხიბლული იყო, [[ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)|ხიდისთავში]], სადაც ასეთი გამოსვლის აღსანიშნავად მოგვიანებით აღმართეს ობელისკი. 1905 წლის 5 აგვისტოს შედგა დიდი კრება [[ვაკიჯვარი|ვაკიჯვარში]], რომელსაც 6 ათასი კაცი დაესწრო. აგრეთვე დიდი მიტინგი გაიმართა ჩოხატაურში, რომელზეც 7-8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 15 აგვისტოს გაიმართა მიტინგები [[დვაბზუ]]სა და [[ბახვი|ბახვში]]. გურიის გლეხობის მოძრაობას მაღალი შეფასება მისცა [[ლენინი|ლენინმა]] მას შემდეგ რაც [[რსდმპ]]-ს მესამე ყრილობაზე [[მიხა ცხაკაია]]მ წარადგინა გურიის ამბები.
 
მეფის მთავრობის ჯარი იძულებული გახდა, დაეტოვებინა გურიის ტერიტორია [[ივლისი|ივლისში]]. [[რსდმპ]]-ს გურიის კომიტეტმა ჩამოაყალიბა სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი აჯანყების ხელმძღვანელობის მიზნით. 1905 წლის ოქტომბერში რევოლუციონერები თავს დაესხნენ ბათუმიდან მიმავალ მატარებელს სუფსისა და ჯუმათის სადგურებს შორის და გაიტაცეს 30 რევოლვერი. 12 ოქტომბერს მათ სადგურ [[ნატანები (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ნატანებსა]] და [[სუფსა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)|სუფსას]] შორის აყარეს ლიანდაგი და მოაწყვეს შეიარაღებული თავდასხმა, რომლის შედეგად მოიპოვეს 8 შაშხანა. გლეხობას იარაღით უზრუნველყოფის საკითხში ეხმარებოდა [[ნესტორ კალანდარიშვილი]].