კატასტროფა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Post-and-Grant-Avenue-Look.jpg|მინი|270პქ|[[სან-ფრანცისკო]]ში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ. [[1906|1906 წელი]].]]
'''კატასტროფა''' ({{lang-grc|καταστροφή}} — გადატრიალება, ჩამოგდება, სიკვდილი) — ბუნებრივი ან ტექტოგენური საგანგებო მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი მოვლენები, რომელსაც თან სდევს ადამიანთა მსხვერპლი ან რაიმე გამოუსწორებელი შედეგი ამა თუ იმ ობიექტის ისტორიაში. ტერმინი კატასტროფა [[მეცნიერება]]ში დაამკვიდრა ფრანგმა მათემატიკოსმა [[რენე ტომი|რენე ტომმა]]. განისაზღვრება როგორც ტრაგიკული მოვლენა, რომელიც [[მიწისძვრა|მიწისძვრის]], [[წყალდიდობა|წყალდიდობის]], [[ავარია|კატასტროფული ავარიის]], [[ხანძარი|ხანძრისა]] და [[აფეთქება|აფეთქების]] შემდეგ გამომდინარეობს. ეს ცნება ასე განისაზღვრება: ობიექტის ხარისხობრივი ცვლილება ამ ობიექტზე მოქმედი პარამეტრების თანაბარი, თანდათანობითი ცვლილებებისას. [[ჟორჟ კიუვიე]]მ განავითარა „[[კატასტროფების თეორია]]“ — ცოცხალი ორგანიზმების ფორმების ცვალებადობის ახსნა გლობალური კატასტროფებით და ახალი ღვთაებრივი შემოქმედებითი აქტებით.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=10781 კატასტროფა - ენციკლოპედიური ლექსიკონი]</ref> არსებობს გაგება [[ეკოლოგიური კატასტროფა]], რომელიც გულისხმობს 1) ბუნებრივ ანომალიას; 2) ატომური ელექტროსადგურის, ტანკერის და სხვ.სხვა ავარიას; 3) სასიცოცხლო გარემოში ანთროპოგენურ საზიანო ჩარევას.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=12&t=13961 ეკოლოგიური კატასტროფა - ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები]</ref> ფართოდ არის ცნობილი მაგალითად [[ჩერნობილის კატასტროფა]].
 
==რესურსები ინტერნეტში==