Muse: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 42:
'''Muse''' ({{lang-ka|[[მუზა]]}}) — [[ინგლისი|ინგლისური]] [[როკ-მუსიკა|როკ]] ჯგუფი [[დევონი]]ს საგრაფოს ქალაქ [[ტინმუთი]]დან. ჩამოყალიბდა [[1994]] წელს. მისი წევრები არიან [[მეთიუ ბელამი]] ([[წამყვანი ვოკალი|ვოკალი]], [[გიტარა]], კლავიშებიანები), [[კრის უოლსტენჰოლმი]] ([[ბას-გიტარა]], კლავიშებიანები, [[ბეკ-ვოკალი|ვოკალი]]), და [[დომინიკ ჰოვარდი]] ([[დასარტყმელი საკრავები]] და პერკუსია).
 
ჯგუფმა სადებიუტო ალბომი ''[[Showbiz (ალბომი)|Showbiz]]'' 1999 წელს გამოსცა. იგი გამოირჩეოდა ბელამის [[ფალსეტოფალცეტო]] ვოკალით და მელანქოლიური ალტერნატიული როკით. მეორე ალბომი, ''[[Origin of Symmetry]]'' (2001) უფრო აფართოებს მათ ჟღერადობას - მასში შეიმჩნევა მეტი ინსტრუმენტული დამუშავება და რომანტიკული კლასიკის გავლენა. ჯგუფმა მოიპოვა ენერგიული სასცენო გამოსვლების მქონე კოლექტივის სახელიც. ''[[Absolution (ალბომი)|Absolution]]''-ში (2003) კლასიკური მუსიკის გავლენა კვლავ გაიზარდა. რამდენიმე სიმღერაში (მაგ. „[[Butterflies and Hurricanes]]“ გამოიყენებოდა [[ორკესტრი]]ც). ეს დისკი იქცა Muse-ის პირველ ალბომად მთელი რიგი დისკებიდან, რომლებიც შემდგომში ხვდებოდნენ ბრიტანეთის ჩარტის პირველ პოზიციაზე.
 
''[[Black Holes and Revelations]]'' (2006) გამოირჩევა ელექტრონულ მუსიკაზე და პოპზე გადასვლით, რაც უფრო შთაგონებული იყო 1980-იანების შემსრულებლების, მაგალითად, [[Depeche Mode]]-ის შემოქმედებით - ეს კარგად შეიმჩნევა „[[Supermassive Black Hole (სიმღერა)|Supermassive Black Hole]]“-ში. ამ ალბომის Muse-მა საერთაშორისო წარმატებასაც მიაღწია. ''[[The Resistance (ალბომი)|The Resistance]]'' (2009) და ''[[The 2nd Law]]'' (2012) უფრო მთავრობების მხრიდან ადამიანებზე ზემოქმედების და პროტესტის თემებს განიხილავენ. Muse ამ პერიოდში იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასტადიონო ჯგუფად. მათი მეშვიდე ალბომი, ''[[Drones (Muse-ის ალბომი)|Drones]]'' (2015), [[კონცეპტუალური ალბომი|კონცეპტუალურია]] და ეხება დრონული იარაღის გამოყენებას. ამ ალბომით Muse მძიმე ჟღერადობას დაუბრუნდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Muse“-დან