პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 42:
== ლაშქრობის დაწყება ==
[[ფაილი:Arrivée des croisés à Constantinople.jpg|მინი|მარცხნივ|ჯვაროსნების კონსტანტინოპოლში შესვალა, [[ჟან ფუკე]]]]
ოთხი მთავარი არმია ჯვაროსნების გეგმის მიხედვით დაიძრა [[კონსტანტინოპოლი]]სკენ აგვისტოს შუა რიცხვებში. პირველი, ვინც ბიზანტიის დედაქალაქის კედლებს მიადგა [[გოტფრიდ ბუიონელიბულიონელი]]ს ჯარისკაცები იყვნენ, შემდეგ გამოჩნდნენ [[რაიმუნდ IV ტულუზელი]]სა და [[ბოემონდ I|ბოემუნდ ტარანტელის]] არმიელები. იმპერატორი ალექსი იდეალური მზადყოფნით შეხვდა ევროპელებს, ამიტომაც ინციდენტების რიცხვი მინიმალური იყო. 1097 წლის აპრილისათვის უკლებლივ ყველა ჯვაროსნის ადგილსამყოფელი ბიზანტიის დედაქალაქი იყო. მათ საერთო რაოდენობაზე სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს. ყველაზე სარწმუნო წყაროს მიხედვით ჯვაროსანთა რიცხვი 35 000 მეომარს შეადგენდა. მათგან 5 000 კავალერისტი იყო. ყველაზე მეტი ჯარისკაცი რაიმონდ ტულუზელმა ჩაიყვანა - 8 500 კაცი, აქედან 1 200 კავალერისტი.
ჯვაროსნები დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ სათავეში [[ალექსი I კომნენოსი|ალექსი I]] ჩაუდგებოდა, თუმცა იმპერატორმა ფორმალური ლიდერობა ითავა, ისიც მანამ, სანამ ჯვაროსნები ბიზანტიის საზღვრებს გასცდებოდნენ. ის შეხვდა სარდლებს და გაუზიარა თურქებთან ბრძოლის გამოცდილება. აგრეთვე დახმარება აღუთქვა საკვების მიწოდების საკითხში. მან სრულად გაუხსნა საზღვრები ჯვაროსნებს და დაჰპირდა, რომ უკან დაბრუნებისას მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ.