პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გამოსწორდა გაუმართავი ენით დაწერილი
No edit summary
ხაზი 32:
== მიზეზები ==
[[ფაილი:Age of Caliphs.png|მინი|left|350პქ|მდგომარეობა [[შუა აღმოსავლეთი|შუა აღმოსავლეთში]]]]
1095 წელს [[ბიზანტია|ბიზანტიის]] იმპერატორმა [[ალექსი I (ტრაპიზონი)კომნენოსი|ალექსი I]]-მა რომის პაპს თხოვნით მიმართა. იმპერატორი ამბობდა, რომ [[თურქ-სელჩუკები|თურქ-სელჩუკთა იმპერია]] ძალიან გაძლიერდა. მუსლიმები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ქრისტიანული სამყაროსათვის. მათი ბოლო დაპყრობილი ქალაქი [[ნიკეა]] იყო, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობდა [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლთან]], ბიზანტიის დედაქალაქთან. [[თურქები]] ასევე ერთპიროვნულად აკონტროლებდნენ, [[ანატოლია]]ს (თანამედროვე [[თურქეთი]]ს ტერიტორია). ალექსი I მუსლიმების წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. იმპერატორის დესპანი ზემოთ აღნიშნული თხოვნით რომის პაპ ურბან II - თან 1095 წლის მარტში ჩავიდა. რომის პაპი ხედავდა [[ევროპა]]ში შექმნილ მდგომარეობას. იმ დროისათვის იქ უმარავი ღარიბი რაინდი იყო. მათმა ნაწილმა თავის გადასარჩენად ძარცვასაც მიჰყო ხელი. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი გლეხობა. ახალი ლაშქრობა ბიზანტიის დასახმარებლად და მუსლიმების წინააღმდეგ მათთვის იდეალური იქნებოდა, რადგან იმ დროისათვის ომები ძლიერი არმიისათვის და მისი ჯარისკაცებისათვის თითქმის ერთადერთი შანსი იყო ქონების დაგროვებისა. აგრეთვე, პერსპექტივაში ისახებოდა პაპის ძალაუფლების და [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] შემოსავლების საგრძნობი ზრდა.
 
== მზადება ლაშქრობისათვის ==
ხაზი 38:
პაპმა [[ურბან II]]-ემ ლაშქრობის დასაწყებად დიდებულების მიმხრობა დაიწყო. მის გადამწყვეტ ნაბიჯად [[1095]] წლის ნოემბერში სამშობლოში - [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ჩასვლა და პატარა ქალაქ [[კლერმონი|კლერმონში]] საეკლესიო კრების მოწვევა მიიჩნევა. მართლაც, კლერმონში უამრავმა რელიგიურმა პირმა მოიყარა თავი. [[კლერმონის საბჭო|ამ შეკრებაზე]] პაპმა ურბან II-მ ისტორიული სიტყვა წარმოთქვა. მან ისაუბრა [[ევროპა|ევროპის]] იმ დროინდელ მძიმე მდგომარეობაზე და დაასკვნა, რომ საჭირო იყო დამყარებულიყო ღვთაებრივი მშვიდობა, თუმცა არა ისეთი, როგორიც უკვე ჰქონდათ. პაპი შეეხო [[ბერძნები|ბერძენთა]] საკითხს, რომლებიც დახმარებას ითხოვნდნენ [[მუსლიმი|მუსლიმების]] წინააღმდეგ, აგრეთვე შეეხო აღმოსავლელი ქრისტიანების დაჩაგვრის ფაქტებს და მთავარზე გადავიდა: საჭირო იყო სრულიად ახალი ომის დაწყება, სადაც ჯარისკაცი იქნებოდა პილიგრიმი (მომლოცველი), ბრძოლის მიზანი - ქრისტეს საფლავი, შედეგი - გარდაცვლილთათვის ზეციური სამოთხე, ცოცხლად გადარჩენილთათვის კი მიწიერი [[იერუსალიმი]]. ასევე აღნიშნა, რომ ქრისტეს საფლავის გათავისუფლება არ იქნებოდა ერთადერთი შედეგი ჯვაროსნული ლაშქრობისა. ამ ომის შემდგომ მთლიანად [[ანატოლია]]ს, ანუ [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სამხრეთ ნაწილს არა მუსლიმები, არამედ ერთმორწმუნე [[ქრისტიანობა|ქრისტიანები]] გააკონტროლებდნენ. კლერმონის კრების ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად პაპის გამოსვლის დასასრულს, დარბაზში შეძახილები გაისმა: "ღმერთი არს ჩვენთან!"
 
მან მალე აიყოლია საფრანგეთის სახელმწიფო ლიდერები. რაც შეეხება მეომრებს, ხალხს, რომელსაც უნდა ებრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, მათი რიცხვი თავიდან ძალიან მცირე იყო. [[რაინდები]] თითქოს თავს იკავებდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისგან, თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე სახელოვანი რაინდი შეუერთდა ჯვაროსნებს, მათმა რიცხვმა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ზრდა. საბოლოოდ ექვსი დიდი არმია შეიკრიბა. ორი არმია განლაგებული იყო საფრანგეთის ჩრდილოეთში. ერთს მეთაურობდა [[ჰერცოგირობერტ II ნორმანდიელი]], [[ინგლისი]]ს მეფის [[უილიამ II (ინგლისი)|უილიამ II]]-ის ძმა, ხოლო მეორეს [[გოტფრიდ ბულიონელი]]. [[იტალია]]ში და [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] კი – [[ტარანტელიბოემონდ I]]-ს მეთაურობით. სწორედ [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] დედაქალაქში უნდა მომხდარიყო ჯვაროსანთა შეკრება და შემდეგ უნდა განხორციელებულიყო შეტევა [[თურქეთი|თურქთა]] ქალაქებზე. ლაშქრობის მეთაური, ანუ მთავარსარდალი კი ბიზანტიის იმპერატორი [[ალექსი I კომნენოსი]] უნდა ყოფილიყო. პაპმა ლაშქრობის დაწყების დღედ [[15 აგვისტო]] გამოაცხადა, თუმცა ამ თარიღამდე ერთი თვით ადრე მცირე რაოდენობის "წარჩინებულთა" არმიამ თავისი გზით დაიწყო სვლა. მათი ლიდერი ქარიზმატული რაინდი პიტერი იყო. ის იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ჯვაროსნად ითვლებოდა. თავის არმიაში მან უდიდესი ენთუზიაზმი ჩანერგა და იერუსალიმისკენ დაიძრა მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდა სად მდებარეობდა ეს ქალაქი. თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლამდე მან ადგილობრივ ქრისტიანებთანაც მოასწრო დაპირისპირება. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი საკვები იყო, თუმცა საქმე არ გართულებულა. რამდენიმე დღის შემდეგ "წარჩინებულთა" არმია [[თურქ-სელჩუკები|თურქ-სელჩუკთა]] უზარმაზარი და გამოცდილი ჯარის პირისპირ დადგა. აგვისტოს ბოლოსთვის პიტერის არმიის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებული იყო. თავად პიტერი და 50 რჩეული რაინდი თურქულ ქალაქ [[ცივეტოტის ბრძოლა|ცივეტოტთან]] დამარცხდნენ მუსლიმი მშვილდოსნების მიერ.
 
== ლაშქრობის დაწყება ==
[[ფაილი:Arrivée des croisés à Constantinople.jpg|მინი|მარცხნივ|ჯვაროსნების კონსტანტინოპოლში შესვალა, [[ჟან ფუკე]]]]
ოთხი მთავარი არმია ჯვაროსნების გეგმის მიხედვით დაიძრა [[კონსტანტინოპოლი]]სკენ აგვისტოს შუა რიცხვებში. პირველი, ვინც ბიზანტიის დედაქალაქის კედლებს მიადგა [[გოტფრიდი]]ს ჯარისკაცები იყვნენ, შემდეგ გამოჩნდნენ [[რაიმონდრაიმუნდ IV ტულუზელი]]სა და [[ბოემუნდბოემონდ I|ბოემუნდ ტარანტელის]] არმიელები. იმპერატორი ალექსი იდეალური მზადყოფნით შეხვდა ევროპელებს, ამიტომაც ინციდენტების რიცხვი მინიმალური იყო. 1097 წლის აპრილისათვის უკლებლივ ყველა ჯვაროსნის ადგილსამყოფელი ბიზანტიის დედაქალაქი იყო. მათ საერთო რაოდენობაზე სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს. ყველაზე სარწმუნო წყაროს მიხედვით ჯვაროსანთა რიცხვი 35 000 მეომარს შეადგენდა. მათგან 5 000 კავალერისტი იყო. ყველაზე მეტი ჯარისკაცი რაიმონდ ტულუზელმა ჩაიყვანა - 8 500 კაცი, აქედან 1 200 კავალერისტი.
ჯვაროსნები დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ სათავეში [[ალექსი I კომნენოსი|ალექსი I]] ჩაუდგებოდა, თუმცა იმპერატორმა ფორმალური ლიდერობა ითავა, ისიც მანამ, სანამ ჯვაროსნები ბიზანტიის საზღვრებს გასცდებოდნენ. ის შეხვდა სარდლებს და გაუზიარა თურქებთან ბრძოლის გამოცდილება. აგრეთვე დახმარება აღუთქვა საკვების მიწოდების საკითხში. მან სრულად გაუხსნა საზღვრები ჯვაროსნებს და დაჰპირდა, რომ უკან დაბრუნებისას მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ.
 
=== ნიკეას ალყა ===
ხაზი 60:
საბოლოოდ, 1099 წლის [[15 ივლისი|15 ივლისს]] ხის კოშკების და სხვა ხერხების დახმარებით აღთქმული მიწა ქრისტიანების ხელში გადავიდა. ჯვაროსანთა მორწმუნე ნაწილი იერუსალიმში პილიგრიმის ტანისამოსით შევიდა. თუმცა ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ. ქრისტიანმა მეომრებმა ქალაქში ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს, დახოცეს 10 000 ადამიანი. მიწა [[სისხლი]]თ იყო გაჟღენთილი. ერთ-ერთი თვითმხილველი წერს:
 
„იმ{{ციტატა|იმ შემთხვევაში თუ შენ იქ იქნებოდი ნახავდი, რომ ჩვენ, ჯარისკაცებს ფეხები მუხლამდე შეღებილი გვქონდა წითლად, დახოცილთა სისხლით. მე ეს ძალიან არ მინდოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო.}}
 
რამდენიმე დღეში ხოცვა-ჟლეტა შეწყდა, რადგან უბრალოდ აღარავინ იყო მოსაკლავი. დაიწყო ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.