მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==ბიოგრაფია==
ეპისკოპოსი პავლე, ერისკაცობაში პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე, დაიბადა [[1888]] წლის 1 მაისს იმერეთის სოფელ ხრეითში ([[შორაპნის მაზრა]]). ქუთაისის საქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, [[1906]] წელს, გაემგზავრა ათონზე, სადაც [[1907]] წლის [[18 აგვისტოსაგვისტო]]ს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პავლე. [[1910]] წელს დაბრუნდა საქართველოში[[საქართველო]]ში, სადაც გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ ხელი დაასხა მღვდელმონაზვნად შიომღვიმის მონასტერში. [[1918]] წლის 26 იანვარს წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თბილისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. ახალგაზრდა მღვდელმონაზონმა პავლემ საბუთები შეიტანა უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. [[1921]] წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარები თბილისში შემოვიდნენ, საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ბოლშევიკებმა დაიწყეს ეკლესია-მონასტრების ნგრევა, საეკლესიო სიწმიდეების შეურაცხყოფა. მღვდელმონაზონმა პავლემ მიატოვა უნივერსიტეტი და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წინამძღვრის მოადგილედ დაბრუნდა. იგი ამხნევებდა მრევლს და ცდილობდა მათში სამშობლოსა და სარწმუნოების კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ არქიმანდრიტ პავლეს და ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე) დაავალა ქუთაისში გაჰყოლოდნენ განძს და დაებინავებინათ იგი ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის საეპარქიო სახლის სარდაფში. არქიმანდრიტი პავლე [[1924]] წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად გასამართლებულ იქნა. ბრალდების შინაარსი ასეთი იყო - რატომ არ აცნობა მან საბჭოთა ხელისუფლებას განძეულის ადგილსამყოფელის შესახებ. სასამართლომ მას პირობითი სასჯელი შეუფარდა.
[[1924]] წლის 18 აპრილს შეიკრიბა დაპატიმრებს გადარჩენილი საკათალიკოსო საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველი, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე. ესწრებოდნენ ეპისკოპოსები: დავითი (კაჭახიძე), ნესტორი (ყუბანეიშვილი), სიმეონი (ჭელიძე), მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა). მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება არქიმანდრიტი პავლეს ეპისკოპოსად გამორჩევის შესახებ. მას ჩაბარდა წილკნის ეპარქია. ეპისკოპოსი პავლე არაერთხელ დაასახელეს უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მოვალეობის შემსრულებლად, მაგრამ ხშირი ავადმყოფობის გამო მას არ შეეძლო ამ მოვალეობის შესრულება.
[[1928]] წლის 26 მარტს საკათოლიკოსო სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოსის პავლეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად გამწესების შესახებ. სოხუმის ნოტიო ჰავამ უარყოფითად იმოქმედა მასზე.
მართალია, ეპისკოპოსი პავლე დაბრუნდა სვეტიცხოველში, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. [[1929]] წლის თებერვალში იგი სამკურნალოდ ალექსანდრეს საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც [[1929]] წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა. [[1929]] წლის 10 ნოემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორე ჳჳჳIII-მ წესი აუგო განსვენებულ ეპისკოპოს პავლეს, რომელიც დაიკრძალა სვეტიცხოვლის ეზოში.
 
==ლიტერატურა==