სევილია ატლეტიკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
 
== ისტორია ==
დაარსდა 1958 წელს. მალევე დაიწყო ასპარეზობა [[ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი (ტერსერა)|ტერსერა დივიზიონში]], 1961 და 1962 წლებში შეძლო ამ ჩემპიონატის მოგება, ხოლო 1962-63 წლების სეზონი [[ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი|სეგუნდა დივიზიონში]] გაატარა. რეგიონალურ ლიგაში გატარებული 3 წლის შემდეგ, ადრეულ 1970-იან წლებში, კლუბი დაბრუნდა მესამე დივიზიონში 1976 წელს.
 
1977 წელს, შეიქმნა ახალი მესამე დივიზიონი - სეგუნდა დივიზიონი ბ, კლუბმა დიდი დრო გაატარა ამ და დონით მე-4 ჩემპიონატში. 1998-99 წლების სეზონის მე-2 ადგილის დასრულების შემდეგ, მონაწილეობა მიიღო აღსაზევებელ პლეი-ოფში, სადაც დამარცხდა. მანამდე, 1991 წელს კლუბმა სახელი შეიცვალა და დაერქვა „სევილია ბ“. 2000-იანი წლების დასაწყისში კლუბმა ზედიზედ 3 სეზონში გავიდა მოწინავეთა შორის ცხრილში, მაგრამ პლეი-ოფში დამარცხდა. საბოლოოდ, 2006-07 წლების სეზონში, მას შემდეგ, რაც დაიაკავა 1-ლი ადგილი, 2 მატჩის ჯამში დაამარცხა „ბურგოსი“, ანგარიშით 1-0 და 40 წლიანი პაუზის შემდეგ აღზევდა სეგუნდა დივიზიონში. 2006 წელს კლუბს ისევ ძველი სახელი, „სევილია ატლეტიკო“ დაერქვა.
 
სეგუნდა დივიზიონში გატარებული 2 წლის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი მანუელ ხიმენესი ძირითადი გუნდის, „სევილიის“ მწვრთნელი გახდა, რასაც „სევილია ატლეტიკოს“ მესამე დივიზიონში დაქვეითება მოყვა.
 
კლუბმა 2015-16 წლების სეზონში, მესამე დივიზიონის ჯგუფ 4-ში დაიკავა მე-3 ადგილი და აღსაზევებელ პლეი-ოფში დაამარცხა [[ლიეიდა (საფეხბურთო კლუბი)|„ლიეიდა“]], პენალტების სერიაში ანგარიშით 5-4 და 7 წლიანი პაუზის შემდეგ აღზევდა მეორე დივიზიონში.
 
== მიღწევები ==