ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილ-იუჟინი''' ([[რუს.]] Южин, Александр Иванович (ნამდვილი გვარი: Сумбатов)) (დ. 4 სექტემბერი/[[16 სექტემბერი]], [[1857]], სოფ. [[კუკუევკა]], ახლანდელი [[ტულის ოლქი]] - გ. [[17 სექტემბერი]], [[1927]], [[ჟუან-დე-პენი]], [[ნიცა|ნიცის]] მახლობლად, დაკრძალულია [[მოსკოვი|მოსკოვში]], [[ნოვოდევიჩის სასაფლაო]]ზე), [[რუსები|რუსი]] დრამატურგი, მსახიობი. წარმოშობით [[ქართველები|ქართველი]]. რსფსრ სახალხო არტისტი (1922). 1863-1877 წლებში ცხოვრობდა [[საქართველო]]ში.
==ბიოგრაფია==
დაამთავრა თბილისის ვაჟთა I გიმნაზია. 1877-1881 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მისი პირველი პიესებია "ცხოვრების უფლებები" (1877, დაკარგულია), "მეხამრიდი" (1879;1885 [[ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო]]სთან ერთად გადააკეტა პიესად "შავარდნები და ყორნები"). ავტორია ოცამდე პიესისა, რომელთა ძირითადი ნაწილი სოციალურ პრობლემატიკას ეძღვნება ("საუკუნის ქალიშვილი", 1860; "სახელგანთქმული კაცის მეუღლე", 1884; "ჯაჭვები", 1886; "მზის ჩასვლა", 1889 და სხვა). სუმბათაშვილ-იუჟინის პიესებში რომანტიკული პათოსი ერწყმის ჭეშმარიტ რეალიზმს. სუმბათაშვილ-იუჟინმა მძაფრად გაალრიტიკა თავადაზნაურული და ბურჟუაზიული საზოგადოების მანკიერებანი ("ჯენტლმენი", 1897; "ირინეს თემი", 1901; "ბადე", 1903; "ბელადები", 1907). ავტორია ისტორიული დრამებისა ("მეფე იოანე IV", 1884; "ძველი წრთობა", 1895 და სხვა). მისი ესთეტიკური შეხედულებანი განსაკუთრებით გამოვლინდა პიესაში "რაფაელი" (1927).
 
საქართველოს უძღვნა სუმბათაშვილ-იუჟინმა ისტორიული დრამა "ღალატი" 1903, რომელიც ერთგვარი ნოსტალგიაა ჩვენს გმირულ წარსულზე, მისი პიესები ქართულ ენაზე ითარგმნებოდა 1889 წლიდან (მთარგმნელები [[აკაკი წერეთელი]], [[ვალერიან გუნია]], [[კოტე მესხი]], [[ნიკოლოზ ავალიშვილი]]). პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1876 წელს თბილისში სოლცევის ფსევდონიმით, 1878-1879 წლებში გამოვიდა პეტერბურგის თეატრებში.
 
==ლიტერატურა==