ხამურაბის კანონები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17:
კანონები დანომრილია 1-დან 282-მდე (ნომრები 13 და 66-99 დაკარგულია) და დაწერილია ძველბაბილონური შრიფტით 2.5 მეტრიან სტელებზე. ისინი აღმოაჩინეს 1901 წლის დეკემბერში სუსაში, ელამი, ამჟამად ხუზესტანი, ირანი, და სავარაუდოდ ძვ. წ. მე-12 საუკუნის ელამის მეფე შუტრუკ-ნაჰუნტეს წეილებად ჩათვალეს. ამჟამად ისინი ლუვრის მუზეუმშია გამოფენილი, პარიზში.
 
ხამურაბის კანონები იწყება "პროლოგით"„პროლოგით“, რომელშიც ძირითადად ბაბილონის და ხამურაბის განდიდებაა, შემდეგ თვითონ კანონები, და ბოლოს „ეპილოგი“, სადაც კანონთა დამრრვევთა მიმართ წყევლაა. თვითონ კანონები შემდეგ ნაწილებად იყოფა: 1. მარლთმსაჯულების ძირითადი პრინციპები. 2. მეფის, ტაძრების და თავისუფალი ხალხის ქონების დაცვა. 3. სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ნორმები. 4. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები. 5. სავაჭრო და კომერციული ოპერაციები. 6. საოჯახი სამართალი. 7. ფიზიკური დასახიჩრება. 8. მოძრავ ქონებასთან და მის დაქირავებასთან დაკავშირებული ოპერაციები. პროლოგი და ეპილოგი არქაული ლიტერატურული ენითაა დაწერილი, ხოლო თვით კანონები — მშრალი საქმიანი ენით.
 
ამ კოდექსს ხშირად იურიდიული კონცეფციის პირველ ნიმუშად მოიხსენიებენ და ის იმდენად მარტივია, რომ თვით მეფესაც კი არ ძალუძს მისი შეცვლა. ხამურაბის ბრძანებით კოდექსი ქვაზე გამოკვეთეს, რათა ისინი უცვლელი დარჩენილიყო.