ხამურაბის კანონები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
ხამურაბის კანონები [[მესოპოტამია|მესოპოტამიის]] ისტორიაში არაა პირველი კანონმდებლობა. კანონების ჩვენამდე მოღწეული პირველი კოდექსი [[შუმერი|შუმერ]] მეფეს [[შულგი]]ს ეკუთვნის. შემდეგი ჩვენამდე მოღწეული კანონმდებლობა [[ისინის სამეფო]]ს მეფეს [[ლიპიტ-იშტარი|ლიპიტ-იშტარს]] მიეკუთვნება. ხოლო ხამურაბის კანონების უშუალო წინამორბედია [[ეშნამუ]]ს კანონები, რომლებიც [[ძვ. წ. 1790]] წლით თარიღდება.
 
ამრიგად, აშკარაა მესოპოტამიის იურისპუდენციის ტრადიციის განვითარება. იმ დროს არ არსებობდა დღევანდელი ცნება "nullum„nullum crimen sine lege - დანაშაული არ არსებობს კანონის გარეშე"გარეშე“. ამიტომ მესოპოტამიელი იურისტები არ ცდილობდნენ კანონებში ყველანაერი შემთხვევები აესახათ. მესოპოტამიური იურისპუდენციის განვითარების კულმინაცია კი სწორედ ხამურაბის კანონები იყო. მესოპოტამიიდან ჩვენ არ გვაქვს სამართალმცოდნეობაზე არანაირი თეორიული ნაწარმოები, მიუხედავად ამისა ჩანს, რომ ხამურაბის კანონები არის კანონების შეგროვების, სისტემატიზაციის და განზოგადების ნაყოფი. ისეთი შემთხვევა როგორიცაა მაგალითად განზრახ მკვლელობა, საერთოდ არაა ნახსენები. ასეთ საქმეებზე განაჩენი ჩვეულების საფუძველზე გამოჰქონდათ. ძველ ბაბილონში არსებობდა თანამედროვე პრინციპიც "ერთ„ერთ საქმეზე ორჯერ გადაწყვეტილება არ გამოიტანება"გამოიტანება“.
 
ბაბილონური სამართალი, ისევე როგორც სხვა ძველი სამართლები, არ იყოფოდა კრიმინალურ, საოჯახო, სამოქალაქო და სხვა დარგებად. ხამურაბის კანონებში კარგადაა განსაზღვრული დანაშაულებისათვის სასჯელები. ფართოდ გამოიყენებოდა სიკვდილით დასჯაც. ძირითადად კი ხელმძღვანელობდნენ "ტალიონის„ტალიონის პრინციპით"პრინციპით“, ანუ სარკისებრი პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასჯელი დანაშაულის საფასური იყო.
 
ხამურაბის კანონები ძველი მესოპოტამიის მთელი ისტორიის განმავლობაში ითვლებოდა ეტალონად, მას სწავლობდნენ შემდეგი თაობების იურისტები და იგი საფუძვლად ედო შემდეგ შექმნილ კანონებს. ჩვენამდე ხამურაბის კანონების ტექსტის 40-მა ეგზემპლარმა მოაღწია.
 
== შექმნის ისტორია ==
ხამურაბის (ჰამრაბი; მმართველობდა ძვ.წ. 1796 - 1750 წწ.) რწმენით ის ღმერთების მიერ იყო არჩეული მისი ხალხისთვის კანონების დასაწერად. კანონების კოდექსის თავფურცელში ის აღნიშნავს "ანუმ„ანუმ და ბელმა სახელით მომიხმეს მე, ჰამურაბი, ღვთისმოშიში, ამაღლებული უფლისწული, რათა ქვეყნისთვის მომეტანა ჭეშმარიტების მმართველობა"მმართველობა“.
 
კანონები დანომრილია 1-დან 282-მდე (ნომრები 13 და 66-99 დაკარგულია) და დაწერილია ძველბაბილონური შრიფტით 2.5 მეტრიან სტელებზე. ისინი აღმოაჩინეს 1901 წლის დეკემბერში სუსაში, ელამი, ამჟამად ხუზესტანი, ირანი, და სავარაუდოდ ძვ. წ. მე-12 საუკუნის ელამის მეფე შუტრუკ-ნაჰუნტეს წეილებად ჩათვალეს. ამჟამად ისინი ლუვრის მუზეუმშია გამოფენილი, პარიზში.
 
ხამურაბის კანონები იწყება "პროლოგით", რომელშიც ძირითადად ბაბილონის და ხამურაბის განდიდებაა, შემდეგ თვითონ კანონები, და ბოლოს "ეპილოგი"„ეპილოგი“, სადაც კანონთა დამრრვევთა მიმართ წყევლაა. თვითონ კანონები შემდეგ ნაწილებად იყოფა: 1. მარლთმსაჯულების ძირითადი პრინციპები. 2. მეფის, ტაძრების და თავისუფალი ხალხის ქონების დაცვა. 3. სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ნორმები. 4. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები. 5. სავაჭრო და კომერციული ოპერაციები. 6. საოჯახი სამართალი. 7. ფიზიკური დასახიჩრება. 8. მოძრავ ქონებასთან და მის დაქირავებასთან დაკავშირებული ოპერაციები. პროლოგი და ეპილოგი არქაული ლიტერატურული ენითაა დაწერილი, ხოლო თვით კანონები — მშრალი საქმიანი ენით.
 
ამ კოდექსს ხშირად იურიდიული კონცეფციის პირველ ნიმუშად მოიხსენიებენ და ის იმდენად მარტივია, რომ თვით მეფესაც კი არ ძალუძს მისი შეცვლა. ხამურაბის ბრძანებით კოდექსი ქვაზე გამოკვეთეს, რათა ისინი უცვლელი დარჩენილიყო.