ოსასუნა (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 43:
 
== ისტორია ==
დაარსდა 1920 წელს. [[ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი|სეგუნდა დივიზიონს]] შეუერთდა 1932 წელს, 3 სეზონის შემდეგ კი [[ესპანეთის პრიმერა დივიზიონი|პრიმერა დივიზიონში]] აღზევდა.
 
[[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|უეფა-ს თასზე]] პირველად მონაწილეობა მიიღო 1985-86 წლების სეზონში, მას შემდეგ, რაც ჩემპიონატში დაიკავა მე-6 ადგილი (1984-85). უეფა-ს თასის 1990-91 წლების გათამაშებაში შეძლო მე-3 ეტაპამდე გასვლა. პრიმერა დივიზიონში 6 წლიანი ასპარეზობის შემდეგ, 1993-94 წლების სეზონში დაიკავა ბოლო ადგილი ჩემპიონატში და დაქვეითდა დონით მეორე ჩემპპიონატში. 2004-05 წლების სეზონში შეძლო [[ესპანეთის საფეხბურთო თასი|ესპანეთის თასის]] ფინალში გასვლა, დამატებით დროში დამარცხდა [[რეალ ბეტისი (საფეხბურთო კლუბი)|“ბეტისთან]].<ref>[http://www.rsssf.com/tabless/spancup05.html Spain Cup Tournaments 2004/05]; at [[Rec.Sport.Soccer Statistics Foundation|RSSSF]]</ref>
 
2005 წლის 27 ნოემბერს, „ოსასუნამ“ ჩაატარა მე-1000 მატჩი პრიმერა დივიზიონში. 2005-06 წლების სეზონში კლუბმა დაიკავა მე-4 ადგილი ჩემპიონატში და დააფიქსირა საუკეთესო შედეგი ისტორიაში. ეს შედეგი დრამატული იყო იმით, რომ ჩემპიონატის დასრულების ბოლო დღემდე, „ოსასუნას“ და [[სევილია (საფეხბურთო კლუბი)|„სევილიას“]] ჰქონდათ თანაბარი ქულები. საბოლოოდ მე-4 ადგილოსანის ბედი ურთიერთშეხვედრების სტატისტიკამ გადაწყვიტა, რომელშიც უპირატესობა „ოსასუნასკენ“ იყო. კლუბმა მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში ასპარეზობის უფლება, სადაც ვერ შეძლო ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა გერანულ [[ჰამბურგი (საფეხბურთო კლუბი)|„ჰამბურგთან“]]. ეს იყო „ოსასუნას“ მე-5 გამოსვლა უეფა-ს ტურნირზე.
 
[[File:Deporosasuna2.JPG|300px|thumb|„ოსასუნა“ [[დეპორტივო ლა-კორუნია (საფეხბურთო კლუბი)|„დეპორტივოს“]] წინააღმდეგ, 2012 წ.]]
 
2006-07 წლების უეფა-ს თასის გათამაშებაში, კლუბი განთესილი იყო ჯგუფი D-ში, სადაც მისი მეტოქეები იყვნენ: [[პარმა (საფეხბურთო კლუბი)|„პარმა“]], [[ლენსკ (საფეხბურთო კლუბი)|„ლენსი“]], [[ოდენსე (საფეხბურთო კლუბი)|„ოდენსე]] და [[ჰერენვენი (საფეხბურთო კლუბი)|„ჰერენვენი“]]. ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავების შემდეგ, 1/32 ეტაპზე „ოსასუნა“ [[ბორდო (საფეხბურთო კლუბი)|„ბორდოს“]] დაუპირისპირდა, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე წაგების გამო დაქვეითდა ევროპის ლიგაზე. 2 მატჩის ჯამში ესპანურმა კლუბმა 1-0 იმარჯვა, პირველი მატჩი საფრანგეთში 0-0 დასრულდა, ხოლო პამპლონაში გამართულ მატჩში, დამატებით დროში, ირანელი [[ჯავად ნეკუნამი|ჯავად ნეკუნამის]] გატანილი გოლით „ოსასუნამ“ მოიგო.
 
შემდეგ ეტაპზე მოწინააღმდეგე [[რეინჯერსი (საფეხბურთო კლუბი)|„რეინჯერსი“]] იყო. შოტლანდიაში მატჩი 1-1 დასრულდა, ხოლო შინ „ოსასუნამ“ 1-0 გაიმარჯვა. 1/4 ეტაპზე მეტოქე გერმანული [[ბაიერ 04 (საფეხბურთო კლუბი|ლევერკუზენის „ბაიერი“]] იყო, რომელსაც ესპანურმა კლუბმა ორივე მატჩი მოუგო (ჯერ გასვლაზე 0-3, შემდეგ შინ 1-0). ნახევარფინალში „ოსასუნას“ მეტოქედ უეფა-ს თასის 2005-06 წლების სეზონის გამარჯვებული, ასევე ესპანური კლუბი „სევილია“ ერგო. შინ 1-0 გამარჯვების შემდეგ, გასვლაზე 0-2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
 
მომავალ 2 სეზონში „ოსასუნა“ ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძოდა. 2008-09 წლების სეზონში, კლუბმა დაქვეითება ბოლო ტურში აიცილა, სადაც [[რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|„რეალ მადრიდის“]] (ჩემპიონობისთვის ბრძოლა „რეალს“ დასრულებული ჰქონდა) დამარცხება შეძლო. მატჩში ანგარიში „რეალმა“ გახსნა, თუმცა მატჩი საბოლოოდ 2-1 დასრულდა. გადამწყვეტი გოლი „რეალ მადრიდის“ აკადემიის აღზრდილმა, [[ხუანფრან ტორესი|ხუანფრანმა]] გაიტანა.<ref>[http://soccernet.espn.go.com/report/_/id/252762?cc=5739 Osasuna 2–1 Real Madrid]; [[ESPN Soccernet]], 31 May 2009</ref><ref name=მატჩი>[http://int.soccerway.com/matches/2009/05/31/spain/primera-division/club-atletico-osasuna/real-madrid-club-de-futbol/660000/ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ოსასუნა 2:1 რეალ მადრიდი]</ref>
 
ამ სეზონის შემდეგ „ოსასუნა“ წარმატებულად ასპარეზობდა, მაგრამ 2013-14 წლების სეზონში დაიკავა მე-18 ადგილი და დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში.
მთავარი მწვრთნელის შეცვლის შედეგად კლუბმა გამოასწორა მდგომარეობა. 2015-16 წლების სეზონის ბოლო ტურში მოუგო „ოვიედოს“ (0-5), დაიკავა მე-6 ადგილი და აღსაზევებელ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. პლეი-ოფის ნახევარფინალში შეძლო [[ხიმნასტიკი ტარაგონა (საფეხბურთო კლუბი)|ტარაგონას „ხინმასტიკის“]] დამარცხება, ხოლო ფინალში მოუგო [[ჟირონა (საფეხბურთო კლუბი)|„ჟირონას“]]. შედეგად „ოსასუნა“ დაბრუნდა პრიმერა დივიზიონში, მაგრამ მომავალ სეზონში ისევ დონით მეორე ჩემპიონატში დაქვეითდა.
 
მომავალ სეზონში, სეგუნდა დივიზიონში დაიკავა მე-6 ადგილი და გაიმარჯვა პრიმერა დივიზიონში აღსაზევებელ პლეი-ოფში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==