აბდულა-ბეგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''აბდულა-ბეგი''', ''არჩილი'', ქართლის მეფის [[იესე (ალიყული-ხანი)|იესეს]] (ალიყული-ხანის) ძე, სამეფო ტახტის პრეტენდენტი. [[1737]] წელს აბდულა-ბეგი ირანელებმა ქართლის გამგებლად (ნაიბად) დანიშნეს, მაგრამ იმავე წელს უკან გაიწვიეს. 40-იანი წლების დამდეგს ნომინალურად ისევ ქართლის გამგებლად ითვლებოდა, ფაქტობრივად კი თბილისში მჯდომი ირანელი ხანის მრჩეველი იყო. [[1744]] წელს, ქართლში [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-ისა]] და კახეთში [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] გამეფების შემდეგ საუფლისწულოდ გადასცეს ქვემო ქართლი. [[1747]] წელს თეიმურაზ II ირანს გაემგზავრა და ქართლის მმართველობა ერეკლე II-ს დაავალა, ხოლო აბდულა-ბეგი დამხმარედ დაუტოვა. აბდულა-ბეგმა გამეფება მოინდომა, გამაგრდა თავის რეზიდენციაში - სამშვილდის ციხეში, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელი მოთარეშენი, მიიმხრო თბილისის ციხეში მყოფი [[ყიზილბაშები]] და ერეკლე II-ს შეებრძოლა. ბრძოლა მთელ წელიწადს გაგრძელდა და [[1748]] წელს ერეკლეს გამარჯვებით დამთავრდა.
 
==ოჯახი==
აბდულა ბეგს ცოლად ჰყავდა ქეთევან ბატონიშვილი, [[ერეკლე I]]-ის ასული. ამ ქორწინებიდან მათ ჰყავდათ 5 ვაჟი და 1 ქალიშვილი:
* აღას ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1765), 1745 წელს, ცოლად შეირთო მარიამ ორბელიანი
* დავით ბაგრატიონი (გარდაიცვალა 1767)
* [[არსენ თბილელი|იესე ბაგრატიონი]] (გარდაიცვალა 1812)
* როსტომ მირზა (1736–1755)
* ასან მირზა (გარდაიცვალა 1736)
* მარიამ ბეგუმი, დაქორწინდა [[აზატ-ხანი|აზად ხან ავღანზე]], შემდეგ კი რევაზ ანდრონიკაშვილზე.
 
== წყარო ==
* ''ორბელიანი პ.,'' ამბავი ქართლისანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბდულა-ბეგი“-დან