ნაურუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 120:
კუნძულ ნაურუს დასახლება მოხდა [[მიკრონეზიელები]]სა და [[პოლინეზიელები]]ს მიერ დაახლოებით 3000 წლის წინ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, პირველი გადასახლებულები მივიდნენ ნაურუზე [[ბისმარკის არქიპელაგი]]დან და წარმოადგენდნენ ოკეანეთის წინა ეთნოსს, ჯერ კიდევ მათ დაყოფამდე [[მელანეზიელები|მელანეზიელებად]], მიკრონეზიელებად და პოლინეზიელებად. ტრადიციულად კუნძულელები ითვალისწინებდნენ თავიანთ წარმოშობას მდედრობითი ხაზით. ევროპელების მისვლამდე ნაურუს კუნძულის მოსახლეობა შედგებოდა 12 ტომისაგან, რამაც თავისი გამოხატულება ჰპოვა თორმეტქიმიან ვარსკვლავში თანამედროვე ნაურუს რესპუბლიკის დროშაზე და გერბზე. ევროპელთაგან პირველმა 1798 წლის 8 ნოემბერს ნაურუ აღმოაჩინა [[ახალი ზელანდია|ახალი ზელანდიიდან]] [[ჩინეთი]]სკენ მცურავმა [[კაპიტანი|კაპიტანმა]] [[ჯონ ფირნი|ჯონ ფირნმა]], რომელმაც კუნძულს სახელად დაარქვა «სასიამოვნო» ({{lang-en|Pleasant Island}})<ref name="McDaniel">[http://www.ucpress.edu/books/pages/8453.html ნაურუს ისტორია. 2000] {{ref-en}}</ref><ref>[http://www.education.gov.nr/ ნაურუს განათლების დეპარტამენტის საიტი. 2007] {{ref-en}}</ref>, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა 90 წელი. იმ დროს ნაურუზე შეიმჩნეოდა საშუალოდ რთული სტრატიფიცირებული სოციალური სისტემების ჩამოყალიბება. ძირითადი სასოფლო სამეურნეო კულტურები იყო ქოქოსის პალმა და პანდანუსი. ნაურუელები იჭერდნენ თევზს [[რიფი|რიფზე]], კანოედან და სპეციალურად ნასწავლი ფრინველებით — ფრეგატებით ({{lang-la|Fregata minor}}). ასევე მათ შეძლეს ბუადის ტბაზე თევზ {{lang-la|Chanos chanos}}-ის [[აკლიმატიზაცია]], რითაც მათ შეძლეს თავიანთი თავის უზრუნველყოფა დამატებითი საკვები წყაროთი. თევზჭერას აწარმოებდნენ მხოლოდ მამაკაცები.
 
XIX საუკუნეში კუნძულზე დაიწყეს დასახლება პირველმა ევროპელებმა. ესენი იყვნენ გამოქცეული კატორღელები, კუნძულთან მოახლოებული ვეშაპმჭერი გემებიდან დეზერტირები, ხოლო შემდგომში ცალკეული ვაჭრები. უცხოტომელებმა (ევროპელები) კუნძულზე შეიტანეს [[სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები|ვენერიული დაავადებები]], ისინი ალევინებდნენ ნაურუელებს სპირტიან სასმელებს, ხელს უწყობდნენ ტომობრივი ომების გაჩაღებას, როლებიცრომლებიც უფრო სისხლისმღვრელი გახდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისას.<ref name="McDaniel"/>
 
1888 წლის 16 აპრილს კუნძული ნაურუ [[ანექსია|ანექსირებული]] იქნა [[გერმანია|გერმანიის]] მიერ<ref name="McDaniel"/> და შევიდა [[პროტექტორატი|პროტექტორატ]] [[მარშალის კუნძულები]]ს შემადგენლობაში [[ჯაულიტის კომპანია|ჯაულიტის კომპანიის]] მმართველობის ქვეშ.<ref>[[:commons:Image:Übersicht Der Deutschen Besitzungen im Stillen Ozean-Nauru.png|გერმანიის სამფლობელოების რუკა ოკეანეთში. 1920]] {{ref-en}}</ref> კუნძულის მოსახლეობას დაეკისრა გადასახადები. მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე ხანი კუნძული აგრძელებდა თავის განცალკევებულ ცხოვრებას. მდგომარეობა შეიცვალა იმის შემდეგ, რაც აქ აღმოაჩინეს ფოსფატების მსხვილი საბადოები. 1906 წელს ავსტრალიურმა კომპანიამ «პასიფიკ ფოსფეიტ კომპანიმ» მიიღო თანხმობა მის დამუშავებაზე. ამან მნიშვნელოვნად შეცვალა ნაურუს მომავალი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაურუ“-დან