თბილისის საამირო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13:
===დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღება===
 
[[საქართველო XII-XIII საუკუნეებში|მე-12 საუკუნიდან]] [[დავით IV აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] დაიწყო ბრძოლა თურქ-სელჩუკების გასაძევებლად [[სამხრეთი კავკასია|ამიერკავკასიიდან]],თბილისზე გალაშქრებაც სწორედ ამ ბრძოლის ნაწილი იყო.[[1122|1122 წელს]] მეფემ შეძლო თბილისის აღება. ვინაიდან ქალაქი უბრძოლველად არ ჩააბარეს, მეფემ იგი იერიშით აიღო და სასტიკად გაუსწორდა ქალაქის მფლობელებს,ხოლო მაჰმადიან მოსახლეობას სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოუწყო.მიუხედავად ამისა დავითს მალევე დაუცხრა გულისწყრომა და თბილისელებს მრავალგვარი შეღავათი უწყალობა: გაათავისუფლა ისინი იმ წლის გადასახადისაგან და მაჰმადიანთა თხოვნისამებრ, ბრძანა, მათ უბანში არავის დაეკლა ღორი. მეფემ მაჰმადიანებს თავისუფლად ლოცვისა და ლოცვისთვის მოწოდების უფლება მიანიჭა . დავითმა აუკრძალა ქართველებს, სომხებსა და ებრაელებს მაჰმადიანთათვის განკუთვნილ აბანოში შესვლა. მეფემ მაჰმადიანებს საგადასახადო შეღავათებიც მიანიჭა: ქართველები იხდიდნენ წელიწადში ხუთ დინარს, ებრაელები - ოთხს, ხოლო მაჰმადიანები - სამ დინარს.მეფემ თბილისელ მაჰმადიანებს, ებრაელებს, სომხებს ქალაქში უვნებლად ცხოვრებისა და მათი სარწმუნოების ხელშეუხებლობის პირობა მისცა, რათა მათ თავისუფლად განეგრძოთ მშვიდობიანი სავაჭრო საქმიანობა.საქართველოს დედაქალაქი [[ქუთაისი|ქუთაისიდან]] თბილისში გადმოიტანეს.ქალაქი მალევე იქცა ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად.ყოველივე ამით თბილისის საამირომ თავის დაახლოებით 500400 წლიანი არსებობა შეწყვიტა.
 
== თბილისის ამირები ==