თბილისის საამირო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
[[1032|1032 წელს]] კლდეკარისა და ქართლის ერისთავებმა [[ლიპარიტ IV|ლიპარიტ ბაღვაშმა]] და ივანე აბაზას ძემ [[ჯაფარ III იბნ-ალი|თბილისის ამირა ჯაფარი]] ქალაქიდან გამოიტყუეს და შეიპყრეს.როგორც ჩანს,ამირა ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა მოვლენების ამდაგვარ განვითარებას,რადგანაც ქართველ ერისთავებთან შეხვედრაზე ყველანაირი ეჭვის გარეშე გამოვიდა,მითუმეტეს მან და [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV-მ]] სულ ცოტა ხნის წინ ერთობლივი ძალებით გაილაშქრეს [[განჯის საამირო|განჯაზე]].[[მატიანე ქართლისა|,,მატიანე ქართლისას“]] ავტორის თქმით,ჯაფარის ბედი საკმაოდ მძიმედ წარიმართა.მან ტყვეობაში სავარაუდოდ ხუთი წელი გაატარა.რთული სათქმელია,თუ რატომ ვერ მოახერხეს ქართველებმა უპატრონოდ დარჩენილი ქალაქის აღების ორგანიზება.[[ივანე ჯავახიშვილი]] მიუთითებდა,რომ ბირთვისის ციხის აღების შემდეგ მეფემ შეიბრალა ამირა და კვლავ დაამტკიცა იგი თბილისის მმართველად,ვ.კოპალიანის მოსაზრებით კი ბაგრატი ლიპარიტისა და ივანეს მოწინააღმდეგე ფეოდალების ზეგავლენის ქვეშ მოექცა,რომელებიც ქალაქის აღებაში ბაღვაშის გაძლიერების საფრთხეს ხედავდნენ,ამიტომავ თბილისის შემოერთებაზე უარი თქვა.ასეა თუ ისე,თბილისის საამირო კვლავ დამოუკიდებელ ერთეულად რჩებოდა,თუმცა ჯაფარის გათავისუფლებიდან უკვე ერთი წლის შემდეგ კვლავ ლიპარიტის თაოსნობით ქართველებმა ისევ სცადეს თბილისის აღება.ისტორიკოსები თვლიან,რომ ლიპარიტმა დაარწმუნა მეფე თბილისის შემოერთების აუცილებლობაში და ხელმეორე გალაშქრებისაკენ მოუწოდა.თბილისში შესულმა ჯარმა გადაკეტა ყველანაირი გზა,რათა ქალაქი გარე სამყაროსაგან მოეწყვიტა. თბილისის გარშემო საალყო რკალი შეიკრა.მოსახლეობა საშინელმა შიმშილმა მოიცვა.[[თბილელი ბერები]] ქალაქის მეფისათვის გადაცემას აპირებდნენ,ამირა კი საერთოდ ჩუმად გაქცევაზე ფიქრობდა,თუმცა მოულოდნელად ორწლიანი ალყის შემდეგ ბაგრატმა ჯაფარს ზავი შესთავაზა,ქართულმა ჯარებმა კი თბილისი სასწრაფოდ დატოვეს.ეს საკითხიც ისტორიკოსთა დავის მიზეზად იქცა.ივანე ჯავახიშვილი <nowiki>[[იბნ ალ-ასირი|იბნ-ალ-ასირის]]</nowiki> შემონახულ ცნობაზე დაფუძვნებით მეფის ამ აჩქარებულ გადაწყვეტილებას სულჩუკთა სომხეთსა და აზერბაიჯანში შესვლას უკავშირებს,მ.ლორთქიფანიძე კი თბილისის შემოერთების მცდელობის წარუმატებელობაში კვლავ ლიპარიტის მოწინააღმდეგე თავადებს ადანაშაულებს,თუმცა არც ის გამორიცხავს მეფეზე სელჩუკთა ლაშქრობების ზემოქმედებას.
 
===დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღება===
 
[[საქართველო XII-XIII საუკუნეებში|მე-12 საუკუნიდან]] [[დავით IV აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] დაიწყო ბრძოლა თურქ-სელჩუკების გასაძევებლად [[სამხრეთი კავკასია|ამიერკავკასიიდან]],თბილისზე გალაშქრებაც სწორედ ამ ბრძოლის ნაწილი იყო.[[1122|1122 წელს]] მეფემ შეძლო თბილისის აღება. ვინაიდან ქალაქი უბრძოლველად არ ჩააბარეს, მეფემ იგი იერიშით აიღო და სასტიკად გაუსწორდა ქალაქის მფლობელებს,ხოლო მაჰმადიან მოსახლეობას სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოუწყო.მიუხედავად ამისა დავითს მალევე დაუცხრა გულისწყრომა და თბილისელებს მრავალგვარი შეღავათი უწყალობა: გაათავისუფლა ისინი იმ წლის გადასახადისაგან და მაჰმადიანთა თხოვნისამებრ, ბრძანა, მათ უბანში არავის დაეკლა ღორი. მეფემ მაჰმადიანებს თავისუფლად ლოცვისა და ლოცვისთვის მოწოდების უფლება მიანიჭა . დავითმა აუკრძალა ქართველებს, სომხებსა და ებრაელებს მაჰმადიანთათვის განკუთვნილ აბანოში შესვლა. მეფემ მაჰმადიანებს საგადასახადო შეღავათებიც მიანიჭა: ქართველები იხდიდნენ წელიწადში ხუთ დინარს, ებრაელები - ოთხს, ხოლო მაჰმადიანები - სამ დინარს.მეფემ თბილისელ მაჰმადიანებს, ებრაელებს, სომხებს ქალაქში უვნებლად ცხოვრებისა და მათი სარწმუნოების ხელშეუხებლობის პირობა მისცა, რათა მათ თავისუფლად განეგრძოთ მშვიდობიანი სავაჭრო საქმიანობა.საქართველოს დედაქალაქი [[ქუთაისი|ქუთაისიდან]] თბილისში გადმოიტანეს.ქალაქი მალევე იქცა ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად.ყოველივე ამით თბილისის საამირომ თავის დაახლოებით 500 წლიანი არსებობა შეწყვიტა.
 
== თბილისის ამირები ==