შუა საუკუნეები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ 95.104.2.143-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია |
|||
ხაზი 5:
ტერმინი „შუა საუკუნეები“ სათავეს იღებს ადრეულ ახალ დროში ([[XVIII საუკუნე]]მდე), როდესაც [[ჰუმანიზმი|ჰუმანისტმა]] მეცნიერებმა ისტორიულ ეპოქას ანტიკურობის დასასრულიდან მის აღორძინებამდე „შუა“, ასევე „ბნელი საუკუნეები“ უწოდეს. ჰუმანისტები მსოფლიო ისტორიას სამ ნაწილად ყოფდნენ: ძველი, შუა და ახალი ისტორია. მსოფლიო ისტორიის „სამწევროვანი“ დაყოფა ისტორიკოსთა უმრავლესობამ გაიაზრა, მაგრამ ისინი ერთსულოვანნი არ იყვნენ ამ პერიოდიზაციის კონკრეტულ მიჯნების განსაზღვრისას. ერთნი ფიქრობდნენ, რომ ძველი ისტორია მთავრდება და შუა საუკუნეები იწყება ქრისტიანობის ლეგალიზაციით, [[მილანის ედიქტი]]თ ([[313]] წელი); ზოგიერთი მათგანი ძველ ისტორიას ამთავრებდა [[ალარიხ I|ალარიხის]] მიერ რომის აღებით ([[410]] წელი). მაგრამ ისტორიკოსთა უმრავლესობა ძველი ისტორიის დასასრულად და შუა საუკუნეების დასაწყისად [[დასავლეთ რომის იმპერია|დასავლეთ რომის იმპერიის]] დაცემა ([[476]] წელი), შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად კი [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] მიწურულსა და [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] დასაწყისს მიიჩნევს. ამ ორ ეპოქის წყალგამყოფად ძირითადად სამი თარიღი სახელდება: თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღება ([[1453]] წელი), [[დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები]] ([[1492]] წლიდან) და [[რეფორმაცია|რეფორმაცის]] დასაწყისი გერმანიაში ([[1517]] წელი). სამივე თარიღი მეტად მნიშვნელოვანია.
შუა საუკუნეების შიდა პერიოდიზაციაც სამ ძირითად ეტაპად იყოფა, რომლებიც ერთმანეთისაგან სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების ხასიათით განსხვავდებიან. პირველი, ადრეული შუა საუკუნეების პერიოდი იწყება [[V საუკუნე|V საუკუნის]] დასასრულით და [[1000]] წლამდე გრძელდება. ეს არის ხახლთა გადასახლების,
== შუა საუკუნეები საქართველოში ==
|