ხოსრო I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 33:
 
ხოსროს მეფობა მამამისის ([[488]]–[[531]] წწ.) მმართველობის გაგრძელება იყო. მის დროს ცენტრალური ხელისუფლება საგრძნობლად განმტკიცდა,
იმპერია დაიყო 4 პროვინციად, კუსტებად, რომლებსაც შაჰის მიერ დანიშნული ერთგული მოხელეები, მარზპანები მართავდნენ. ის პირადად ნიშნავდა მოსამართლეებსა და ქურუმებსაც. ხოსროს დროს შეიქმნა კარგად ორგანიზებული მიწისა და სულადობრივი გადასახადების სისტემა, რომლის მიხედვითაც ნატურალური გადასახადი ფულით ჩანაცვლდა. მოხდა არმიის რეორგანიზაცია, სახელმწიფოს ჯარის მეომრებს ჯამაგირსაც კი უხდიდნენ. ხოსრო I-მა სოფლებში დაარსადააარსა სამხედრო რაზმები, ე.წ „''დეჰყანები'',“ რომლებიც არმიის დამხმარე ძალას აყალიბებდნენ საზღვრებზე. ხოსროს ბრძანებით ქალაქ გუნდეშაბურში დაარსდა [[მედიცინა|მედიცინისია]] და [[ფილოსოფია|ფილოსოფიის]] სკოლა. მის დროს [[ირანი|ირანში]] [[ინდოეთი]]დან გავრცელდა [[ჭადრაკი]]. გადმოცემით, ამავე პეიოდში დაიწყეს სპარსეთში [[ნარდი]]ს თამაშიც.
 
ხოსრომ მოახერხა [[იემენი]]ს დაპყრობა, რომელიც იმ დროს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზების გასაყარი იყო. [[554]] წელს კი საბოლოოდ დაამარცხა ამბოხებული ევფალიტები. ანუშირვანმა გაახშირა საომარი მოქმედებები [[ბიზანტია]]სთან. [[540]] წელს [[ანტიოქია]] აიღო, მაგრამ მათთან წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში საბოლოოდ დამარცხდა. [[532]] და [[562]] წლებში [[იუსტინიანე I]]-თან დადო ე.წ. „საუკუნო ზავები.“ ([[საუკუნო ზავი (532)|532 წლის საუკუნო ზავი]] და [[დარას ზავი]]) ორ იმპერიას შორის დაპირისპირება ყველაზე მეტად, [[ლაზიკა|ლაზიკის]] ტერიტორიაზე გამძაფრდა, [[ეგრისის დიდი ომი|ეგრისის დიდი ომის]] დროს, რომლის შედეგადაც ბიზანტიელებმა მოახერხეს [[ლაზიკა|ლაზიკიდან]] სპარსელების განდევნა, რასაც [[572]] წელს მოჰყვა ირანიდან [[სომხეთი]]სა და [[ქართლი]]ს გამოყოფა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხოსრო_I“-დან