ტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 114:
არდილესმა ამ სანქციების ფონზე გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა და სეზონის დაწყებამდე „ტოტენჰემმა“ [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიო ჩემპიონატის]] მონაწილე ორი ფეხბურთელი - გერმანელი თავდამსხმელი [[იურგენ კლინსმანი]] და რუმინელი გარემარბი [[ილიე დუმიტრესკუ]] გადაიბირა, გუნდში ასევე თამაშობდნენ ცნობილი ფეხბურთელები: [[ტედი შერინგემი]], [[დარენ ანდერტონი]] და [[ნიკ ბარმბი]]. მიუხედავად ამისა გუნდმა 1994-95 წლების სეზონიც წარუმატებლად დაიწყო და 1994 წლის 1 ნოემბერს არდილესი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ დროისთვის „ტოტენჰემი“ იმყოფებოდა მე-17 ადგილზე 6 ქულით(დაუსჯელობის შემთხვევაში იქნებოდა მე-11 ადგილზე 12 ქულით).
 
ახალ მწვრთნელად დაინიშნა [[გარი ფრენსისი]], რომელმაც გუნდი კრიზისიდან გამოიყვანა და სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულებინა. ასოციაციის თასზე „ტოტენჰემმა“ ნახევარფინალამდე გააღწია, შემდეგ კი [[ევერტონი (საფეხბურთო კლუბი)|„ევერტონთან“]] 4-1 განადგურდა. [[იურგენ კლინსმანი|კლისმანი]] გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი, მან ყველა ტურნირზე ჯამში 29 გოლი გაიტანა. „დეზების“ ევროტურნირზე ვერგასვლის გამო კლინმანმა გუნდი დატოვა და [[ბაიერნი (საფეხბურთო კლუბი)|მიუნხენის „ბაიერნში“]] გადაბარგდა. ფრენსისმა „ტოტენჰემში“ მუშაობის განმავლობაში რამდენიმე მნიშიველოვანი ფეხბურთელი დაიმატა: [[რულ ფოქსი]], [[კრის ამსტრონგი]], [[ლეს ფერდინანდი]] და [[დევიდ ჟინოლა]]. თუმცა მისი მწვრთნელობის პერიოდში კლუბს მნიშვნლოვანიმნიშვნელოვანი ჯილდო არ მოუპოვებია. საბოლოოდ, 1997 წელს „ლივერპულთან“ 4-0 წაგებული მატჩის შემდეგ ფრენსისმა თანამდებობა დატოვა. (ამ მარცხმა „ტოტენჰემი“ მე-16 პოზიციამდე დააქვეითთა). ფრენსისის ნაცვლად გუნდში მოვიდა [[კრისტიან გროსი]], შვეიცარიის ჩემპიონ [[გრასჰოპერი (საფეხბურთო კლუბი)|„გრასჰოპერის“]] მწვრთნელი. იმავე სეზონში ნახევარწლიანი არენდით „დეზებს“ დაუბრუნდა [[იურგენ კლინსმანი]]. იმ სეზონში გუნდმა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ერთი ჯილდო - ლიგის თასი მოიპოვა.
 
=== 1999 წლიდან დღემდე ===