მინდვრის შპატები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 39:
'''მინდვრის შპატი''' — [[ქანთმაშენი მინერალები|ქანთმაშენ მინერალთა]] ყველაზე მეტად გავრცელებული ჯგუფი. შეადგენს [[დედამიწის ქერქი]]სა და მთვარის ქანების 50%-ზე მეტს, შედის [[მეტეორიტი|მეტეორიტების]] შედგენილობაშიც. მათ შორის ძირითადად K, Na, Ca ალუმინსილიკატებია და წარმოადგენს Na AlSi<sub>3</sub>O<sub>8</sub> — КAlSi<sub>3</sub>O<sub>8</sub> — Са Al<sub>2</sub>Si<sub>2</sub>O<sub>8</sub>, სამმაგი სისტემის მყარი ხსნარების სერიას, რომელშიც გამოიყოფა ორი რიგი: ტუტე ანუ კალიუმნატრიუმისა (მაგ., [[ანორთოკლაზი]], [[მიკროკლინი]], [[ორთოკლაზი]]) და [[პლაგიოკლაზები]]. მინდვრის შპატების სტრუქტურის საფუძველია [(Si, Ai) O4]-ის ტეტრაედრებისაგან აგებული სამგანზომილებიანი კარკასი, რომლის დიდ სიცარიელეებში თავსდება [[კატიონები]]. ხშირად მცირე რაოდენობით შეიცავს Ba, Sr, Pb, Fe, Li, Rb, Cs და სხვა ელემენტთა მინარევებსაც.
 
ქიმიურად სუფთა მინდვრის შპატები უფერულია, ფერს (მოწითალო, მომწვანო, ნაცრისფერი, შავი და სხვ.) აძლევს მინარევები. გვხვდება კარგად განვითარებული პრიზმული კრისტალების სახით. აქვს სრულყოფილი ტკეჩადობა ორი მიმართულებით. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6-6.,5. სიმკვრივე 2500-2800 კგ/მ³.
 
მინდვრის შპატები წარმოადგენს [[მაგმური ქანები]]ს პეტროგრაფიული კლასიფიკაციის საფუძველს. დიდი გამოყენება აქვს კერამიკის, ფაიფურისა და მინის წარმოებაში. მინდვრისშპატიანი ქანი — [[ლაბრადორიტი]] ძვირფასი შესამოსი მასალაა. მინდვრის შპატების ზოგიერთი სახესხვაობა ([[ამაზონიტი]], [[მთვარის ქვა]]) სანახელავო ქვაა.