პლატონ იოსელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: საქართელ → საქართველ using AWB
No edit summary
ხაზი 43:
1850 წელს თბილისში დაბრუნებულმა პლატონ იოსელიანმა თავისი მოგზაურობა საბერძნეთში გაზეთში დაწერა. მალე მან დაიწყო საქართველოში მოგზაურობა, მოიარა ეკლესია მონასტრები, ბიბლიოთეკები, თავადიშვილთა ოჯახები და მოიკითხა იქ შემორჩენილი ხელნაწერები.
{{ციტატა|ამ დროებში და წინეთაც ამან ბევრი შესანიშნავი მასალები იპოვნა, სხვათა შორის მეტად იშვიათად საშოვნელი წიგნი „სავანე გმირთა“, რომელიც ერთ მწიგნობარ ბერს დაუწერია XVII საუკუნეში ქებათა და დიდებათ იმ ქართველ გმირების, რომელნიც კი ოდესმე ომებში დახოცილან და საქართველოსთვის თავი დაუდვიათ. ეს წიგნი ისტორიულის ცნობების გარდა ხელოვნების მხრითაც ძვირფასია ჩვენს მწერლობაში, მაგრამ იგი დღეს ჩვენში სახსენებელათაც არ არის, დაიკარგა. ამან მოიპოვა ეს წიგნი 1836 წელს.}}
1857 წელს მიიღო საქართველოში მთავარმართებლის „ოსობი პორუჩენიის ჩინოვნიკობა“. მალე გაზეთ „კავკაზსი ვესტნიკის“ გამოცემას თავი დაანება და გაზეთ „კავკაზში“ დაიწყო წერა, სადაც გამოაქვეყნა „მოგზაურობა თბილისიდან მცხეთამდე“, „ალევის ტაძრის აღწერა“, „პოკრონოს ტაძრის აღწერა“. 1859 წელს „კავკაზის კალენდარში“ დაბეჭდა მამადავითის აღწერა, კაბენის მონასტრის აღწერა. ქართულ სასულიერო მახარებელში იერუსალიმს დოსითეოს პატრიარქის მოგზაურობა საქართველოში. აქვე დაბეჭდა რამდენიმე ქრთულიქართული წარწერისა რომლებიც მოიპოვა იერუსალიმში და სხვა ქალაქებში ქართულ ტაძრებზე. ამავე დროს დაიბეჭდა დაღესტანის აღწერაც, რომელშიც დარესტანში მეფისდროინდელ მქადაგებლებს განიხილავს. ამას მოჰყვა „ჩოლოყაანთ გვარის აღწერა“, სადაც ბევრი ისტორიული ცნობებია თავმოყრილი ზოგადად კახეთზე და მის მმართველებზე. 1860 წელს დაწერა დუშეთის აღწერა. 1866 წელს დაწერა „თბილისის აღწერა“. „გიორგი მეფის ცხოვრება“ პლატონ იოსელიანის ნაწერებში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რომელიც აგებულია ძველ წყაროებზე დაყრნობით.
 
1860-1875 წლებში გამოსცა ქართველოლოგიური პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრავალი ათეული ნაშრომი. მსოფლმხედველობით იოსელიანი იდეალისტი იყო. მისი აზრით, ისტორიის პროცესს წარმართავდა უზენაესი განგება. კაცობრიობის ისტორიას იოსელიანი 3 დიდ პერიოდად ყოფდა: გვაროვნული ანუ პირველყოფილ-თემურ, ფეოდალურ და კაპიტალისტურ წყობილებებად. 1850 წელს მისი წინასიტყვაობით გამოვიდა [[გიორგი ერისთავი (დრამატურგი)|გიორგი ერისთავი]]ს „გაყრა“. იოსელიანი ანტონ I-ის ლიტერატურული სკოლისა და ენობრივი პოზიციის მიმდევარი იყო, რაც გამოვლინდა მის თხზულებაში „პირუჱლ-დაწყებითი კანონნი ქართულისა ღრამატიკისა“ (1840). [[მამებისა და შვილების ბრძოლა|„მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის]] დროს იოსელიანი „მამათა“ ბანაკს ემხრობოდა. ძველი თაობის წინააღმდეგ მიმართულ „გამოცანებში“ (1871) [[ილია ჭავჭავაძე]]მ სხვა მოღვაწეთა შორის იოსელიანიც გაკენწლა. სიცოცხლის ბოლომდე სასტიკი წინააღმდეგი იყო ქართულიდან ხმარებაში არარსებული ასოების ამოღების და ტანამედროვე ქართულით წერა-კითხვისა.