ბიეთის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 66:
ტაძარი ნაგებია თლილი ქვით (გარე ზომებია 11,8X17,7 მ.). დღეს ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეულია. ჩამოშლილია გუმბათი, ადგილზე გადახურვის არცერთი ტაღი და კამარა არარაა შემორჩენილი. აფსიდის ზედა ნაწილიც მორღვეულია. ტაძრის ინტერიერი სავსეა ჩამოშლილი გუმბათისა და გადახურვის ქვებით. ადგილზე გადარჩენილია მხოლოდ საკურთხევლის კონქი და პასტოფორიუმები.
 
ტაძარში ორი შესასვლელია, დასავლეთიდან და სამხრეთიდან (სამხრეთის კარის წინ კარიბჭე იყო მოწყობილი, დღეს მისი მხოოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. დასავლეთის შესასვლელის გვერდებზე კრონშტეინებია, მაგრამ კარიბჭის კვალი არ შეიმჩნევა). ტაძრის გეგმაზე მკვეთრად გამოიყოფა აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი. ნახევარწრიული აფსიდი დაგრძელებულია ღრმა ბემით, რომელიც ცენტრისკენ განიერდება. გუმბათქვეშა სივრცეს ზომაზე დიდი ფართობი უკავია. გუმბათი ბემის მხრებსა და თავისუფლად მდგარ ჯვრული კვეთის ორ სვეტს ეყრდნობა (სვეტის ჯვრულ მკლავებს შორის დამატებით მასიური ლილვებია აყოლებული). შესამჩნევია, რომ ტაძრის არქიტექტურაში გუმბათის წამყვანი როლი გადაჭარბებიტაც არის წინ წამოწეული. ის, გვერდითი მკლავების ხარჯზე, მთელი ტაძრის სივრცეზე გაბატონდა. გვერდითი მკლავების მნიშვნელობა მინიმუმამდეა შემცირებული (მკლავის სიგანე 1 მეტრს ოდნავ აჭარბებს). სამკვეთლოში და სადიაკვნეში შესასვლელები დარბაზიდანაა, სამკვეთლოს დამატებით მეორე კარი, უშუალოდ საკურთხევლიდან, ბემაშიცაა გაჭრილი. ორივე სათავსო აღმოსავლეთის აფსიდიტ მთავრდება.
 
ტაძრის გუმბათზე მსჯელობა მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს გადაღებული ფოტოებით არის შესაძლებელი. თორმეტწახნაგიანი, უჩვეულოდ განიერი გუმბათის ყელი, ბატონობს მტელ ტაძარზე. მისი სიგანე სიმაღლეს აჭარბებს. თორმეტწახნაგა გუმბათზე ექვსი ნამდვილი და ამდენივე ცრუ სარკმელია. სარკმელტა თავზე ორნამენტით შემკული გირჩებია განლაგებული. სარკმლები შეწყვილლილვებიანი სადა საპირიტაა. უჩვეულოა, მაგრამ გუმბათს გარედან გუმბათქვეშა კვადრატი არ ჰქონდა. გუმბათის ყელს თავზე ორლილვიანი სარტყელი უვლიდა გარს, რომელსაც თორმეტწახნაგა კონუსური სახურავი არულებდა.
 
ფასადებიდან სხვებზ ეუკეთ აღმოსავლეთის ფასადია გადარჩენილი, რომლის ცენტრალური ნაწილი მთლიანად საკურთხევლის უჩვეულოდ მაღალი პროპორციების სწორკუთხა სარკმელს და სარკმლის დეკორაციულ საპირესთან დაკავშირებულ ასევე ორნამენტით შემკულ დიდ დეკორატიულ ჯვარს ეკავა (სავარაუდოდ ჯვრის ფრონტონის წვერს წვდებოდა. ამავე ფასადზეპასტოფორიუმების სიმეტრიულად განლაგებული ტაღოვანი სარკმლებია, დეკორატიული საპირით. დასავლეთი ფასადი, ქართული ხუროთმოძღვრებისათვის ჩვეული გადაწყვეტითაა შესრულებული — შესასვლელი კარი, სიმეტრიულად განლაგებული სამი სარკმელი და სავარაუდოდ დეკორატიული ჯვარი.
 
დეკორატიულ ჯვარზე და სარკმელთა საპირეებზე განთავსებული ორნამენტის რეპერტუარი და შესრულების ხასიათი XIII-XIV საუკუნეებისათვის ჩვეულია.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიეთის_ტაძარი“-დან