ბიეთის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 66:
ტაძარი ნაგებია თლილი ქვით (გარე ზომებია 11,8X17,7 მ.). დღეს ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეულია. ჩამოშლილია გუმბათი, ადგილზე გადახურვის არცერთი ტაღი და კამარა არარაა შემორჩენილი. აფსიდის ზედა ნაწილიც მორღვეულია. ტაძრის ინტერიერი სავსეა ჩამოშლილი გუმბათისა და გადახურვის ქვებით. ადგილზე გადარჩენილია მხოლოდ საკურთხევლის კონქი და პასტოფორიუმები.
 
ტაძარში ორი შესასვლელია, დასავლეთიდან და სამხრეთიდან (სამხრეთის კარის წინ კარიბჭე იყო მოწყობილი, დღეს მისი მხოოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. დასავლეთის შესასვლელის გვერდებზე კრონშტეინებია, მაგრამ კარიბჭის კვალი არ შეიმჩნევა). ტაძრის გეგმაზე მკვეთრად გამოიყოფა აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი. ნახევარწრიული აფსიდი დაგრძელებულია ღრმა ბემით, რომელიც ცენტრისკენ განიერდება. გუმბათქვეშა სივრცეს ზომაზე დიდი ფართობი უკავია. გუმბათი ბემის მხრებსა და თავისუფლად მდგარ ჯვრული კვეთის ორ სვეტს ეყრდნობა (სვეტის ჯვრულ მკლავებს შორის დამატებით მასიური ლილვებია აყოლებული). შესამჩნევია, რომ ტაძრის არქიტექტურაში გუმბათის წამყვანი როლი გადაჭარბებიტაც არის წინ წამოწეული.
ტაძარში ორი შესასვლელია, დასავლეთიდან და სამხრეთიდან.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიეთის_ტაძარი“-დან