ვარძია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 65:
 
===ეკლესიები===
ვარძიაში 15 კლდოვანი ეკლესიაა შემორჩენილი. ვარძია არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა ([[1184]]-[[1186]]), სადაც [[ქრისტე]]ს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია [[გიორგი III, საქართველოს მეფე|გიორგი III-ისა]] და [[თამარ მეფე|თამარ]] მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი [[რატი სურამელი]]. კედლის მხატვრობა შემორჩენილია ასევე ანანურის ეკლესიაში, რომლის მხატვრობა [[XV საუკუნე]]ს განეკუთვნება.
 
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მხატვრობა 1184-1186 წლებით თარიღდება. ამ მრავალმხრივ საყურადღებო მხატვრობაში სამეფო პორტრეტები განსაკუთრებულადაა გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ ჩვენამდე მოღწეულ თამარ მეფის პორტრეტებს შორის ვარძიისა ყველაზე ადრეულია. აქ იგი გვირგვინით, მაგრამ გათხოვილი ქალის ტავსაბურავის გარეშეა და თან ხელთ ნაგებობა უპყრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვარძიის მანასტრის მშენებლობა და მასზე ზრუნვა გათხოვებამდე დაუწყია.
 
ვარძიის მთავარი ტაძარი არც თუ დიდი ზომის შედარებით დაბალი და განიერი პროპორციისაა. იგი ერთი შეხედვით უფრო საერო დარბაზს უფრო ჰგავს, ვიდრე ეკლესიას. არქიტქექტურულ ტავისებურებებთან ერთად, ამ მსგავსებას განაპირობებს ისიც, რომ ტაძარში შემსვლელს ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, შესასვლელი კარის მოპირდაპირეს, შედარებით უკეთ განათებულ ადგილას მოტავსებული მეფეებისა და მათი მთავარი მოხელის, რატი სურამელის დიდი ზმის პორტრეტები „ეგებება“, რომელთა ხვედრითი წილიც მთელ ანსამბლში საკმაოდ მნიშვნელოვანია.
 
===წყალმომარაგება===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარძია“-დან