არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
'''მორიგე ჯარი''', ''მორიგე ლაშქარი''
მორიგე ჯარში უნდა ემსახურა ყველა წოდების სრულწლოვან მამაკაცს წელიწადში ერთი თვე თავისი ხარჯითა და იარაღით. მოლაშქრე გლეხი სასურსათო გადასახადისაგან თავისუფლდებოდა. ხელმოკლე გლეხი ბატონს სურსათითა და იარაღით უნდა უზრუნველყო. თავდაპირველად მორიგე ჯარში 5 ათასი მეომარი იყო. მორიგე ჯარი იყოფოდა ცალკე ერთეულებად, რომელთა მეთაურს მეფე ნიშნავდა. საერთო ხელმძღვანელი იყო [[ლევან ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე)|ლევან ბატონიშვილი]] ([[ერეკლე II]]-ის ძე). მორიგე ჯარი მეფის ხელისუფლების განმტკიცებისა და გარეშე მტრებისაგან ქვეყნის თავდასაცავად იყო შექმნილი და სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესის საქმეს ემსახურებოდა. მორიგე ჯარის შექმნის შედეგად ლეკთა შემოსევები შემცირდა, მოსახლეობა სამალავიდან გამოვიდა და მშვიდობიან შრომას შეუდგა, სოფლები მოშენდა, მაგრამ მორიგე ჯარის არსებობა ხელსაყრელი არ იყო [[თავადი|თავადებისათვის]]., ვინაიდან გლეხი ჯამაგირზე მყოფი სამხედრო მოხელის საშუალებით უშუალოდ მეფეს დაექვემდებარა და იგი ბატონისაგან ხსნას მეფის ხელისუფლების გაძლიერებაში ეძებდა. მორიგე ჯარი ბრძანებით არ გაუქმებიათ, მაგრამ თავადებმა მოახერხეს მისი შესუსტება და ბოლოს სრული დაშლა. მორიგე ჯარმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფობის შენარჩუნების საქმეში.
|