48 573
რედაქტირება
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ (რობოტი: ორმაგი გადამისამართების გასწორება → შუახმელეთის ობიექტების სია) |
No edit summary |
||
'''ერთი ბეჭედი''' — [[ჯ.რ.რ. ტოლკინი]]ს [[ლეგენდარიუმი|ლეგენდარიუმში]] ერთადერთი ძალაუფლების ბეჭედი, რომელსაც დანარჩენი ცხრამეტი ბეჭდის მართვა შეეძლო. მბრძანებელი ბეჭედი (მას სხვა მრავალი სახელიც ჰქონდა: მთავარი ბეჭედი, ძალაუფლების ბეჭედი, უზენაესი ბეჭედი და ა.შ.) [[საურონი|საურონმა]] [[არდის ქრონოლოგია#მეორე ეპოქა|მეორე ეპოქის]] 1000 წლამდე გამოჭედა<ref name="shadow">{{ME-ref|fotr|"The Shadow of the Past"}}</ref> და მისი საშუალებით დანარჩენი ბეჭდების დამორჩილება სცადა<ref>{{ME-ref|silm|"Of the Rings of Power and the Third Age", p. 287–288}}</ref>, მაგრამ, დამარცხდა და მთელი 2900 წელი აღარ გამოჩენილა. საბოლოოდ ბეჭედი [[ფროდო ბეგინსი]]ს ხელში მოხვდა, რომელმაც იგი მიიტანა [[ოროდრუინი|ოროდრუინთან]], სადაც ის გამოიჭედა და გაანადგურა (უფრო სწორად, იგი [[გოლუმი|გოლუმმა]] უნებურად გაანადგურა, როდესაც ფროდოს ბეჭედი წაართვა და გახარებულმა უაზროდ ხტუნვა დაიწყო, ფეხი დაუსხლტა და ვულკანის ყელში ჩავარდა).
ბეჭედს საკუთარი ნება ჰქონდა, მის ერთადერთ სურვილს წარმოადგენდა საკუთარ მბრძანებელთან, [[საურონი|საურონთან]], დაბრუნება. ბეჭედი საურონის სასიცოცხლო ძალებს შეიცავდა, ასე რომ, თავის მფლობელს ნელ-ნელა თავისი გავლენის ქვეშ აქცევდა. იმის გამო, რომ იგი თავის მფლობელს უჩინრად აქცევდა (საურონის გარდა), ხშირი ტარების შედეგად მფლობელიც [[ნაზგულები|ნაზგულივით]] უხილავი ხდებოდა. ბეჭედს გავლენა ჰქონდა სხვა ძალაუფლების ბეჭდებზე, მათ შორის, ელფურებზეც (მიუხედავად იმისა, რომ მათ შექმნაში საურონი არ მონაწილეობდა). ამიტომაც, მისი განადგურების შემდეგ, ყველა გადარჩენილმა ბეჭედმა თავისი ძალა დაკარგა.
ბეჭედზე [[ბნელი ენა|ბნელ ენა]]ზე შესრულებული იყო წარწერა, ოთხი სტრიქონი ელფური ლექსიდან:
[[Image:One Ring inscription.svg|500px|center]]
:: Ash nazg durbatulûk,
:: Ash nazg gimbatul,
:: Ash nazg thrakatulûk,
:: Agh burzum-ishi krimpatul.
რომელიც ასე ითარგმნება:
:: ერთი ბეჭედი დაჯაბნის ყველას,
:: ერთი ბეჭედი მოძებნის ყველას,
:: ერთი ბეჭედი შეკრებს წყვდიადში,
:: და ერთ ჯაჭვად შეკრავს.
ბეჭდის ძალა ამ სიტყვების წარმოთქმისას იმდენად ძლიერდებოდა, რომ იმ ადგილზე მზე ყოველთვის ბნელდებოდა, ელფები კი თავს უძლურად გრძნობდნენ.
==რესურსები ინტერნეტში==
* {{Tgw|The One Ring}}
{{შუახმელეთი}}
[[Category:მაგიური ობიექტები]]
[[Category:შუახმელეთის ბეჭდები და ძვირფასი ქვები]]
[[de:Gegenstände in Tolkiens Welt#Der Eine Ring]]
|