პლატონ იოსელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: საქართელ → საქართველ using AWB
ხაზი 39:
მალე პლატონ იოსელიანი აირჩიეს საქართველოს სინოდალური სამმართველოს წარმომადგენლად. 1846-1856 წლებში რედაქტორობდა რუსულ პერიოდულ გაზეთს [[ზაკავკაზსკი ვესტნიკ|„ზაკავკაზსკი ვესტნიკს“]], რომელიც [[თბილისი|თბილისში]] გამოდიოდა. ამ გაზეთში გამოაქვეყნა იოსელიანმა თავისი გამოკვლევები. 1849 წელს იმოგზაურა საბერძნეთში, მოინახულა [[ათონის ივერთა მონასტერი]], შეისწავლა ქართული კულტურის ძეგლები.
{{ციტატა|პლატონ იოსელიანს თავის საეკლესიო წერილების წერით და ქადაგებით საქმე ისე ბრწყინვალედ წაუვიდა, რომ მთავრობამ მასში დიდი ნიჭი და ძალა დაინახა, ამას აკუთვნეს ისტორიკოსის სახელი, დიდ პატივს სცემდნენ ეგზარხოსები და სამღვდელონი, ქართველნი უფრო. ამის მეოხებიტ მან მთავრობას დახმარება სთხოვა და ამის საშვალებით გაემგზავრა ათონის მთის ივერიის მონასტრის წიგნთ საცავში ქართული წიგნების გასაცნობათ. მგზავრობის დროს ეს იყო ტრაპიზონში, აქ ამან ერთ ეკლესიაზე ქართული წარწერებიანი ქვა ჰპოვა. მალე სტამბოლში მივიდა, ეს მიიღო რუსის კონსულმა, დიდის პატივით. აქ ამან ნახა სუთლანი. იქიდამ წავიდა ივერიის მონასტერში, იქ გაშინჯა ყველაფერი, წიგნების კატალოგი შეადგინა და მალე დაბრუნდა საქართველოში, თან წამოიღო სრული თარგმანი ძველის „დაბადებისა“ რომელზედაც შესწორებულ იქმნა 1744 წ. დაბეჭდილ მოსკოვში. ეს ხელნაწერი XI საუკუნის არის და ბევრ ნაირის მხრით არას საყურადღებო.}}
იოსელიანი იყო ათენის არქეოლოგთა საზოგადოების ნამდვილი წევრი. აქტიურად თანამშრომლობდა და კორესპონდენციებს გზავნიდა [[რუსეთი]]ს მეცნიერებათა აკადემიაში. მჭიდროდ იყო დაკავშირებული აკადემიკოს [[მარი ბროსე|მარი ბროსესთან]].
 
1850 წელს თბილისში დაბრუნებულმა პლატონ იოსელიანმა თავისი მოგზაურობა საბერძნეთში გაზეთში დაწერა. მალე მან დაიწყო საქართელოშისაქართველოში მოგზაურობა, მოიარა ეკლესია მონასტრები, ბიბლიოთეკები, თავადიშვილთა ოჯახები და მოიკითხა იქ შემორჩენილი ხელნაწერები.
{{ციტატა|ამ დროებში და წინეთაც ამან ბევრი შესანიშნავი მასალები იპოვნა, სხვათა შორის მეტად იშვიათად საშოვნელი წიგნი „სავანე გმირთა“, რომელიც ერთ მწიგნობარ ბერს დაუწერია XVII საუკუნეში ქებათა და დიდებათ იმ ქართველ გმირების, რომელნიც კი ოდესმე ომებში დახოცილან და საქართველოსთვის თავი დაუდვიათ. ეს წიგნი ისტორიულის ცნობების გარდა ხელოვნების მხრითაც ძვირფასია ჩვენს მწერლობაში, მაგრამ იგი დღეს ჩვენში სახსენებელათაც არ არის, დაიკარგა. ამან მოიპოვა ეს წიგნი 1836 წელს.}}
1857 წელს მიიღო საქართველოში მთავარმართებლის „ოსობი პორუჩენიის ჩინოვნიკობა“. მალე გაზეთ „კავკაზსი ვესტნიკის“ გამოცემას თავი დაანება და გაზეთ „კავკაზში“ დაიწყო წერა, სადაც გამოაქვეყნა „მოგზაურობა თბილისიდან მცხეთამდე“, „ალევის ტაძრის აღწერა“, „პოკრონოს ტაძრის აღწერა“. 1859 წელს „კავკაზის კალენდარში“ დაბეჭდა მამადავითის აღწერა, კაბენის მონასტრის აღწერა. ქართულ სასულიერო მახარებელში იერუსალიმს დოსითეოს პატრიარქის მოგზაურობა საქართველოში. აქვე დაბეჭდა რამდენიმე ქრთული წარწერისა რომლებიც მოიპოვა იერუსალიმში და სხვა ქალაქებში ქართულ ტაძრებზე. ამავე დროს დაიბეჭდა დაღესტანის აღწერაც, რომელშიც დარესტანში მეფისდროინდელ მქადაგებლებს განიხილავს. ამას მოჰყვა „ჩოლოყაანთ გვარის აღწერა“, სადაც ბევრი ისტორიული ცნობებია თავმოყრილი ზოგადად კახეთზე და მის მმართველებზე. 1860 წელს დაწერა დუშეთის აღწერა. 1866 წელს დაწერა „თბილისის აღწერა“. „გიორგი მეფის ცხოვრება“ პლატონ იოსელიანის ნაწერებში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რომელიც აგებულია ძველ წყაროებზე დაყრნობით.