ტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 102:
 
1990-90 წლების სეზონი „ტოტენჰემმა“ მესამე ადგილზე დაასრულა, [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპულისა“]] და [[ასტონ ვილა (საფეხბურთო კლუბი)|„ასტონ ვილას“]] შემდეგ, ხოლო მეოთხე ადგილი [[არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)|„არსენალმა“]] დაიკავა. 1990 წელს გუნდში კიდევ ერთხელ დაიწყო კრიზისი. თანამდებობიდან გადადგა გაკოტრებული შოლერი.
1990 - 1991 წლების სეზონში უეფამ ინგლისურ კლუბებს სასჯელი გაუუქმა, თუმცა მხოლოდ ერთი ადგილი გამოყო უეფა-ს თასზე ინგლისის ლიგიდან - ეს ადგილი დაისაკუთრა მეორეადგილოსანმა „ასტონ ვილამ“, „ტოტენჰემი“ კი ევროასპარეზის გარეშე დარჩა.
შოლერის წასვლის შემდეგ ვენიბლზმა ბიზნესმენ ალან შუგართან ეთად შამოაყალიბა „Tottenham Hotspur PLC" (ღია საზოგადოება), მასში 20 მილიონი ფუნტის ინვესტიცია ჩაიდო .
1990-1991 წლების სეზონი იყო ერთ-ერთი ყველაზე მოვლენებით დატვირთული წელი კლუბის ისტორიაში. მათ დაიწყეს ლიგა შესანიშნავი ფორმით, ოქტომბრის ბოლოსთვის ჩატარებული 10 მატჩიდან არც ერთი არ ჰქონდათ წაგებული და იმყოფებოდნენ მესამე ადგილზე, „ლივერპულისა“ და „არსენალის“ შემდეგ. ზამთარში გუნდი ფორმიდან ამოვარდა, 15 მატჩიდან 7 წააგო და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. საბოლოოდ მათ ვერ მოახერხეს რეაბილიტაცია და სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულეს. მიუხედავად ამისა „ტოტენჰემმა“ შეძლო ასოციაციის თასის ფინალშფინალში გასვლა, სადაც [[ნოტინგემ ფორესტი (საფეხბურთო კლუბი)|„ნოტინგემ ფორესტთან“]] დრამატულ ბრძოლაში (ამ მატჩში მძიმედ დაშავდა [[პოლ გასკოინი|გასკოინი]], ხოლო „ნოტინგემის“ მცველმა, [[დეს ვოლკერი|დეს ვოლკერმა]] დამატებით ტაიმში ავტოგოლი გაიტანა.) მოახერხეს გამარჯვება. ამ ჯილდოს წყალობით „ტოტენჰემი“ ასოციაციის თასის რეკორდსმენი გახდა. მოგვიანებით, 1994 წელს [[მანჩესტერ იუნაიტედი|„მანჩესტერ იუნაიტედმა“]] მისი შედეგი გაიმეორა, ხოლო 1996 წელს გააუმჯობესა.
 
1991-92 წლების სეზონში ვენიბლზი გახდა გუნდის აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო მწვრთნელად მოიწვიეს „ტოტენჰემისთვის“ უკვე კარგად ნაცნობი უელსელი [[პიტერ შრივზი]]. ამ სეზონში „ტოტენჰემი“ მონაწილეობას იღებდა [[უეფა-ს თასების მფლობელთა თასი|თასების მფლობელთა თასის]] გათამაშებაში, მეოთხედფინალში [[ფეიენორდი (საფეხბურთო კლუბი)|„ფეიენორდთან“]] დამარცხდა. ამ სეზონში, [[გარი ლინეკერი|გარი ლინეკერმა]], რომელმაც ნოემბერში განაცხადა რომ ის სეზონის ბოლოს აპირებდა „სპურზის“ დატოვებას და კარიერის იაპონიაში გაგრძელებას, გაიტანა 28 გოლი და დასახელდა ინგლისის წლის საუკეთესო მოთამაშედ. თუმცა ლინეკერის გოლებმა ვერ უშველა „ტოტენჰემს“, გუნდმა 38-დან 20 მატჩის წაგების შემდეგ სეზონი ცხრილის ქვედა ნაწილში - მე15მე-15 ადგილზე დაასრულა.
გასკოინი ასოციაციის თასის ფინალიდან 5 თვის თავზე კვლავ დაშავდა, ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის გამო. 1991-92 წლების სეზონი გასკოინმა გამოტოვა, 1992 წელს კი 5.5 მილიონ ფუნტად [[ლაციო (საფეხბურთო კლუბი)|„ლაციოში“]] გადავიდა.
 
1992-93 წლის სეზონში პიტერ შრივზი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, გუნდს სათავეში ჩაუდგა დუგ ლივერმოულისა და რეი კლემენის მწვრთნელთა დუეტი. ამ პერიოდში პირველი ლიგის ნაცვლად ჩამოყალიბდა [[ინგლისის პრემიერლიგა|პრემიერლიგა]]. ახალ ლიგაში გუნდი გაძლიერებული შემადგენლობით წარსდგა, მათ გადაიხადეს სარეკორდო თანხა, 2.1 მილიონი ფუნტი „ნოტინგემ ფორესტის“ თავდამსხმელ [[ტედი შერინგემი|ტედი შერინგემისთვის]]. ასევე „ტოტენჰემმა“ 750 000 ფუნტად „საუთჰემპტონიდან“ გადმოიბირა [[ნილი რუდოკი]] და 19 წლის „პორტსმუთელი“ გარემარბი [[დარენ ანდერტონი]] 1.75 მილიონ ფუნტად. ის სეზონი გუნდმა მე-8 ადგილზე დაასრულა, ხოლო ახლადშეძენილი ტედი შერინგემი 22 გოლით პრემიერლიგის ბომბარდირი გახდა. იმავე სეზონში „ტოტენჰემი“ ახლოს იყო ასოციაციის თასის მოგებასთან, თუმცა ნახევარფინალში „არსენალთან“ დამარცხდა (1:0).
1993 წელს გუნდს გადაიბარა „დეზების“ ყოფილმა მოთამაშემ, ,[[ოსვალდო არდილესი|ოსვალდო არდილესმა]], რომელსაც სამწვრთნელო კარიერა 4 წლის დაწყებული ჰქონდა. მანამდე არდილსიარდილესი წვრთნიდა „სვინდონ თაუნს“, [[ნიუკასლ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„ნიუკასლ იუნაიტედს“]] და [[ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (საფეხბურთო კლუბი)|„ვესტ ბრომვიჩ ალბიონს“]]. „ტოტენჰემში“ არდილესის მწვრთნელობა არცთუ ისე წარმატებული გამოდგა, გუნდმაჩემპიონატიგუნდმა ჩემპიონატი მე-15 ადგილზე დაასრულა. ამას ზედ დაერთო ისიც, რომ „ტოტენჰემი“ დასჯილ იქნა უეფა-ს მიერ, ფეხბურთელებისთვის წესების დარღვევით კონტრაქტების გაფორმებაში და დაეკისრა ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც იმ დრომდე ინგლისურ კლუბს დაკისრებია. კლუბმა გადაიხადა 600 000 ფუნტი ჯარიმის სახით, ასევე 1994-95 წლების სეზონს გუნდი დაიწყებდა მინუს 12 ქულით, და ამავე სეზონის ასოციაციის თასის გათამაშებაზე გამოსვლაც აეკრძალა, მოგვიანებით უკანასკნელი სანქცია გაუქმდა, -12 ქულა -6 ამდე შემცირდა, მაგრამ ჯარიმა გაიზარდა 1.5 მილიონ ფუნტამდე.
 
არდილესმა ამ სანქციების ფონზე გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა და სეზონის დაწყებამდე „ტოტენჰემმა“ [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიო ჩემპიონატის]] მონაწილე ორი ფეხბურთელი - გერმნაელიგერმანელი თავდამსხმელი [[იურგენ კლინსმანი]] და რუმინელი გარემარბი [[ილიე დuმიტრესკუდუმიტრესკუ]] გადაიბირა, გუნდში ასევე თამაშობდნენ ცნობილი ფეხბურთელები: [[ტედი შერინგემი]], [[დარენ ანდერტონი]] და [[ნიკ ბარმბი]]. მიუხედავად ამისა გუნდმა 1994-95 წლების სეზონიც წარუმატებლად დაიწყო და 1994 წლის 1 ნოემბერს არდილესი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ დროისთვის „ტოტენჰემი“ იმყოფებოდა მე-17 ადგილზე 6 ქულით(დაუსჯელობის შემთხვევაში იქნებოდა მე-11 ადგილზე 12 ქულით).
 
ახალ მწვრთნელად დაინიშნა [[გარი ფრენსისი]], რომელმაც გუნდი კრიზისიდან გამოიყვანა და სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულებინა. ასოციაციის თასზე „ტოტენჰემმა“ ნახევარფინალამდე გააღწია, შემდეგ კი [[ევერტონი (საფეხბურთო კლუბი)|„ევერტონთან“]] 4-1 განადგურდა. [[იურგენ კლინსმანი|კლისმანი]] გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი, მან ყველა ტურნირზე ჯამში 29 გოლი გაიტანა. „დეზების“ ევროტურნირზე ვერგასვლის გამო კლინმანმა გუნდი დატოვა და [[ბაიერნი (საფეხბურთო კლუბი)|მიუნხენის „ბაიერნში“]] გადაბარგდა. ფრენსისმა „ტოტენჰემში“ მუშაობის განმავლობაში რამდენიმე მნიშიველოვანი ფეხბურთელი დაიმატა: [[რულ ფოქსი]], [[კრის ამსტრონგი]], [[ლეს ფერდინანდი]] და [[დევიდ ჟინოლა]]. თუმცა მისი მწვრთნელობის პერიოდში კლუბს მნიშვნლოვანი ჯილდო არ მოუპოვებია. საბოლოოდ, 1997 წელს „ლივერპულთან“ 4-0 წაგებული მატჩის შემდეგ ფრენსისმა თანამდებობა დატოვა. (ამ მარცხმა „ტოტენჰემი“ მე-16 პოზიციამდე დააქვეითთა). ფრენსისის ნაცვლად გუნდში მოვიდა [[კრისტიან გროსი]], შვეიცარიის ჩემპიონ [[გრასჰოპერი (საფეხბურთო კლუბი)|„გრასჰოპერის“]] მწვრთნელი. იმავე სეზონში ნახევარწლიანი არენდით „დეზებს“ დაუბრუნდა [[იურგენ კლინსმანი]]. იმ სეზონში გუნდმა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ერთი ჯილდო - ლიგის თასი მოიპოვა.
 
=== 1999 წლიდან დღემდე ===