არდის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
[[ჯ. რ. რ. ტოლკინი]]ს [[ლეგენდარიუმი|ლეგენდარიუმში]] [[შუახმელეთის კოსმოლოგია#ეა|ეა]]ს გამოგონილი სამყაროს ისტორია დაიწყო, როდესაც აინურები არდაში შევიდნენ, აინულინდალეში აღწერილი მოვლენებისა და მისი მრავალსაუკუნოვანი შექმნის შემდეგ. ამ პერიოდიდან წლების აღრიცხვა მიმდინარეობდა ვალიანური წლებით, თუმცა შემდგომში არდის ისტორია დაიყო სამ პერიოდად, სხვადასხვა წლების გამოყენებით. ამ წლებს ეწოდებოდა [[ლამპართა წლები]], [[ხეების წლები]] და [[მზის წლები]]. ცალკე, დეტალური ქრონოლოგია ისტორიას ყოფს „ილუვატარის შვილთა ეპოქებად“. პირველი ასეთი ეპოქა დაიწყო ელფთა გამოღვიძებით (ხეების წლები) და ექვსი საუკუნის მანძილზე, მზის წლებში გაგრძელდა. შემდგომ ეპოქებს ადგილი ჰქონდა მზის წლებში. შუახმელეთის ამბების უმეტესობას ადგილი ჰქონდა ილუვატარის შვილთა პირველ სამ ეპოქაში.
 
==მეორე ეპოქა==
 
===ელფების სამეფოები===
 
[[ლინდონი (შუახმელეთი)|ლინდონი]] [[ელფი (შუახმელეთი)|ელფთა]] სამეფო იყო, [[გილ-გალადი]]ს მმართველობით. მდებარეობდა [[ბელერიანდი]]სგან დარჩენილ ტერიტორიაზე, [[ერედ ლუინი|ერედ ლუინს]] და დიდი ზღვის შორის. მისი რუსი ნავსაყუდლიდან ელფთა გემები დასავლეთისკენ მიემართებოდნენ. იმლადრისი, ანუ [[რივენდელი]], ამ ეპოქის შუა წლებში, [[ელრონდი]]ს მიერ დაარსდა.
 
მეორე ეპოქის ადრეულ პერიოდში [[ნოლდორები]] ერედ ლუინის აღმოსავლეთით გადავიდნენ და [[ნისლიანი მთები]]ს მახლობლად დააარსეს [[ერეგიონი]]ს სამეფო. ეს ელფები, [[კელებრიმბორი]]ს, [[კურუფინი]]ს ძის მეთაურობით, დაუმეგობრდნენ [[კჰაზად-დუმი]]ს ჯუჯებს. [[საურონი|საურონმა]] ელფები მოატყუა და მისი ხელშეწყობით, შეიქმნა ძალაუფლების ბეჭდები. როდესაც აღმოჩნდა, რომ მას სინამდვილეში ხალხების დამონება სურდა, საურონს წინააღმდეგობა გაუწიეს. ბნელმა მბრძანებელმა. მათ წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომლის დროსაც კელებრიმბორი მოკლეს, ხოლო ერეგიონი განადგურდა.
 
===ადამიანების სამეფოები===
 
{{მთავარი|ნუმენორი}}
 
მეორე ეპოქა იყო [[ნუმენორი]]ს, კუნძულზე გაშლილი დიდი სამეფოს ეპოქა. იგი [[ედაინები]]ს შთამომავლებისთვის ეპოქის პირველ წლებში შეიქმნა. წლების შემდეგ მათი ძალაუფლება იმდენად გაიზარდა, რომ ადამიანების ნებისმიერ სამეფოსთან შედარებით ყველაზე მასშტაბური იყო. ამასთან, ნუმენორი განვითარებული იყო მეცნიერების, კულტურის და სხვა დარგების მხრივ. ნუმენორელები მოგზაურობდნენ აღმოსავლეთით, შეისწავლიდნენ შუახმელეთს, სადაც დიდი ქალაქები დააარსეს. მაგრამ საბოლოოდ, [[საურონი]]სგან წახალისებული ნუმენორელების დიდი ნაწილი [[ვალარები]]ს წინააღმდეგ გაემართა, რის გამოც, ვალარებმა, გემებთან ერთად, გაანადგურეს.
 
შუახმელეთში მცხოვრები სხვა ადამიანები ან მცირე ტომებს აყალიბებდნენ, ან საურონის მიერ იდევნებოდნენ. ადამიანები, რომლებმაც საურონის ქვეშევრდომები გახნდნენ, მას ღმერთად თვლიდნენ და ეშინოდათ. მეორე ეპოქის დასაწყისსში [[დუნედაინები|დუნედაინებმა]] სცადეს ადამიანების დახმარება, მაგრამ საბოლოოდ, თავად ისურვეს მათი მართვა.
 
მეორე ეპოქა ნუმენორის დანგრევით არ დასრულებულა. დარჩენილი [[ნუმენორელები]]ს მცირე ნაწილი [[ელენდილი]]ს მეთაურობით ვალარების წინააღმდეგ წასულ ლაშქრებს არ შეუერთდა. ისინი შუახმელეთში დასახლდნენ და ორი სამეფო ჩამოაყალიბეს - [[არნორი]] ჩრდილოეთში და [[გონდორი]] — სამხრეთში. გილ-გალადის და ელენდილის კავშირი ძლიერი იყო. მათ მიერ ჩამოყალიბდა ადამიანების და ელფების უკანასკნელი კავშირი, რომელიც საურონს დაუპირისპირდა. ბრძოლისას მას ძალაუფლების ბეჭდიანი თითი მოჰკვეთეს და საურონმა ფიზიკური ფორმა დროებით დაკარგა. ამ დამარცხებით დასრულდა მეორე ეპოქა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არდის_ისტორია“-დან