არდის ქრონოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
შემდეგ ნოლდორთა ნაწილი [[ნისლიანი მთები]]ს დასავლეთით, [[ერეგიონი|ერეგიონში]], [[მორია (შუახმელეთი)|მორიის]] დასავლეთ კარიბჭესთან დასახლდა. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ მორიაში [[მითრილი]]ს საბადოების აღმოჩენის შესახებ შეიტყვეს. ნოლდორები დიდი ოსტატები და ჯუჯების მიმართ ნაკლებად მტრულად განწყობილნი იყვნენ, განსხვავებით სინდარებისგან. [[შუახმელეთის ჯუჯების სია#დურინ უკვდავი|დურინი]]ს ხალხსა და ელფ მჭედლებს შორის დამყარებული მეგობრობა ამ ორი მოდგმისთვის სამაგალითო იყო. ოსტატთა შორის ყველაზე დიდი და ერეგიონის მმართველი იყო [[კელებრიმბორი]], ფეანორის შთამომავალი.
 
*1 - რუსი ნავსაყუდლებისა და ლინდონის დაარსება.
*32 - [[ედაინები]] ნუმენორში ჩადიან.
*40 - მრავალი ჯუჯა ტოვებს ერედ ლეინის ძველ ქალაქებს და მორიაშიგადადის, სადაც მრავლდებიან.
*442 - ელროს ტარ-მინიატური კვდება.
*500 - [[საურონი]] ისევ იღვიძებს შუახმელეთში.
*548 - სილმარიენის დაბადება ნუმენორში.
*600 - პირველი ნუმენორული ხომალდები შუახმელეთის ნაპირებს უახლოვდება
*750 - [[ნოლდორები]] ერეგიონს აარსებენ.
*1000 - ნუმენორელთა გაძლიერებით შეშფოთებული საურონი, მორდორის მიწას ირჩევს გასამაგრებლად. იწყება ბარად–დურის მშენებლობა.
*1075 - ტარ-ანკალიმე ნუმენორის პირველი მმართველი დედოფალი ხდება
*1200 - საურონი ელდარებთან დამეგობრებას ცდილობს. გილ–გალადი უარს ამბობს მასთან კავშირზე, მაგრამ ერეგიონელი მჭედლების ნდობა მოპოვებულია. ნუმენორელები შუახმელეთის ნაპირებთან ნავსადგურებს აშენებენ.
*1500 - ელფი მჭედლები საურონის მითითებებითა და ხელშეწყობით ოსტატობის უმაღლეს დონეს აღწევენ. ისინი ძალაუფლების ბეჭდების გამოჭედვას იწყებენ.
*1590 - ერეგიონში სამი ბეჭდის გამოჭედვა სრულდება.
*1600 - საურონი ოროდრუინში მმართველ ბეჭედს ქმნის. ბარად-დურის მშენებლობა სრულდება. კელებრიმბორი საურონის ვერაგულ ჩანაფიქრს ხვდება.
*1693 - ელფებსა და საურონს შორის ომი იწყება. სამ ბეჭედს მალავენ.
*1695 - საურონის ლაშქარი ერიადორში იჭრება. გილ–გალადი ელრონდს ერეგიონში გზავნის.
*1697 - ერეგიონი უდაბურდება. კელბრიმბორი კვდება. მორიის კარიბჭეები იკეტება. ელრონდი გადარჩენილ ნოლდორებთან ერთად უკან იხევს და იმლადრისს აფარებს თავს.
*1699 - საურონი ერიადორს აოხრებს.
*1700 - ტარ-მინასტირი ნუმენორიდან ლინდონში დიდ ფლოტს გზავნის. საურონს ამარცხებენ.
*1701 - საურონს ერიადორიდან აძევებენ. დასავლეთის მიწებზე ხანგრძლივი მშვიდობა ისადგურებს.
*1800 - ამ დროიდან მოყოლებული ნუმენორელები სანაპიროებზე ბატონდებიან. საურონი აღმოსავლეთით ავრცელებს ყთავის ძალაუფლებას. ნუმეზირს წყვდიადის აჩრდილი ეფინება.
*2251 - ტარ-ატანამირი ტახტზე ადის. ნუმენორში აჯანყებები და განხეთქილებები იწყება. ცხრა ბეჭდის მონები, ნაზგულები, ანუ ბეჭდის აჩრდილები, პირველად ჩნდებიან.
*2280 - უმბარი ნუმენორელთა დიდი ციხესიმაგრე ხდება.
*2350 - პელარგირს აშენებენ. ის ერთგული ნუმენორელების მთავარი ნავსადგური ხდება.
*2899 - არ-ადუნახორი ტახტზე ადის.
*3175 - ტარ-პალანტირის მონანიება. სამოქალაქო ომი ნუმენორში.
*3255 - არ-ფარაზონ ბრწყინვალე ტახტს ძალით ეპატრონება.
*3261 - არ-ფარაზონის ფლოტი უმბარში შედის.
*3262 - საურონს ატყვევებენ და ნუმენორში მიჰყავთ; 3262–3310 წლებში საურონი მეფეს აცდუნებს და ნუმენორელებს წყმედს.
*3310 - არ-ფარაზონი დიდი არმადის შენებას იწყებს.
*3319 - არ-ფარაზონი ვალინორს უტევს. ნუმენორის დაცემა. ელენდილი და მისი შვილებიჩაძირული კუნძულიდან გარბიან.
*3320 - დევნილთა სამეფოების, არნორისა და გონდორის დაარსება. პალანტირებს ანაწილებენ. საურონი მორდორში ბრუნდება.
*3429 - საურონი გონდორს უტევს. მინას ითილს იპყრობს და თეთრ ხეს წვავს. ისილდური ანდუინით გარბის და ჩრდილოეთში ელენდილთან ჩადის. ანარიონი მინას ანორს და ოსგილიათს იცავს.
*3430 - ელფთა და ადამიანთა უკანასკნელი კავშირი იკვრება.
*3431 - გილ-გალადი და ელენდილი იმლადრისიდან აღმოსავლეთში მიემართებიან.
*3434 - გაერთიანებული ლაშქარი ნისლიან მთებზე გადადის. დაგორლადის ველზე ბრძოლა იმართება და საურონს ამარცხებენ. ბათდ–დუნოს ალყა იწყება.
*3440 - ანარიონს კლავენ.
*3441 - გილ-გალადი და ელენდილი საურონის ძალაუფლებას ამხობენ. თავად ბრძოლაში იღუპებიან. ისილდური ძალაუფლების ბეჭედს ისაკუთრებს. საურონი ხანგრძლივი დროით უჩინარდება და ბეჭდის-აჩრდილები წყვდიადში ბრუნდებიან მეორე ეპოქა მთავრდება
 
==მესამე ეპოქა==