არდის ქრონოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
==მეორე ეპოქა==
 
{{მთავარი|მეორე ეპოქის ქრონოლოგია}}
 
მეორე ეპოქა იყო ბნელი ხანა შუახმელეთელი ადამიანებისთვის, მაგრამ დიდების ხანა — ნუმენორელთათვის. შუახმელეთის ამდროინდელი მოვლენების თარიღები არც ისე ბევრი და ხშირად გაურკვეველია.
 
ამ ეპოქის დასაწყისში მრავალი უზენაესი მოდგმის ელფი კვლავაც შუახმელეთში რჩებოდა. უმეტესობა [[მეორეხარისხოვანი ადგილები შუახმელეთში#ერედ ლუინი|ერედ ლუინი]]ს დასავლეთით, ლინდონში ცხოვრობდა, ხოლო [[სინდარები]] [[ბარად-დური]]ს აშენებამდე აღმოსავლეთის ტყეებში დასახლდნენ. დიდი მწვანე ტყის მეფე [[თრანდუილი]] ერთ-ერთი ასეთთაგანი იყო ლინდონში, [[შუახმელეთის მდინარეების სია#ლუნი|ლუნის]] მთების ჩრდილოეთით, სახლობდა გილ-გალადი, დევნილობაში მყოფი [[ნოლდორები|ნოლდორთა]] ხელმწიფეების უკანასკნელი მემკვიდრე. ის დასავლეთის ელფების დიდ მეფედ იწოდებოდა. ლინდონში, ლუნის მთების სამხრეთით, დროებით ცხოვრობდა [[კელებორნი]], ნათესავი [[თინგოლი]]სა; მისი ცოლი იყო [[გალადრიელი]], წარჩინებული ელფი ქალბატონი. ის იყო და [[ფინროდ ფელაგუნდი]]სა, ადამიანთა მეგობრისა, [[ნარგოთრონდი]]ს ყოფილი მეფის, რომელმაც სიცოცხლე [[ბერენი|ბერენ ბარაჰირის ძის]] გადასარჩენად გაიღო.
 
შემდეგ ნოლდორთა ნაწილი [[ნისლიანი მთები]]ს დასავლეთით, [[ერეგიონი|ერეგიონში]], [[მორია (შუახმელეთი)|მორიის]] დასავლეთ კარიბჭესთან დასახლდა. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ მორიაში [[მითრილი]]ს საბადოების აღმოჩენის შესახებ შეიტყვეს. ნოლდორები დიდი ოსტატები და ჯუჯების მიმართ ნაკლებად მტრულად განწყობილნი იყვნენ, განსხვავებით სინდარებისგან. [[შუახმელეთის ჯუჯების სია#დურინ უკვდავი|დურინი]]ს ხალხსა და ელფ მჭედლებს შორის დამყარებული მეგობრობა ამ ორი მოდგმისთვის სამაგალითო იყო. ოსტატთა შორის ყველაზე დიდი და ერეგიონის მმართველი იყო [[კელებრიმბორი]], ფეანორის შთამომავალი.
 
*1 - რუსი ნავსაყუდლებისა და ლინდონის დაარსება.