მორგოთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ტოლკინის პერსონაჟი
[[File:Morgoth by SpentaMainyu.jpg|thumb|'''მელკორი'''/'''მორგოთი''']]
|სურათი = Morgoth by SpentaMainyu.jpg
'''მელკორი''', იგივე '''მორგოთი''' — გამოგონილი პერსონაჟი [[ჯ.რ.რ. ტოლკინი]]ს [[ლეგენდარიუმი|ლეგენდარიუმში]]. მელკორი - მეამბოხე ვალას სახელი ქუენიაზე (უძველესი ენა საერთო ყოველი ელფისათვის) საწყისი ავისა, წარმოშობით აინურთაგან უძლიერესი( მორგოთი შავბნელ მტერს ნიშნავს) მისი [[სინდარული]] ფორმა იყო ბელეგური (ბელეგურთი-დიდი სიკვდილი) მას ყველაზე მეტად მიენიჭა ძალა და ცოდნა. იგი ერთ-ერთი უმაღლესი აინუ იყო. მელკორი სხვა აინურებთან ერთად ჩამოვიდა მიწაზე, მაგრამ ისურვა ყველაფერზე ბატონობა და ვალართა მიერ განდევნილი იქნა. პასუხად ვალარებთან პირველი ომი დაიწყო და ამ ომში ლიდერობდა. გამარჯვება მოიპოვეს მხოლოდ ტულკასის დახმარებით. მაგრამ მელკორის მხარეს ბევრი მაია გადავიდა.
|სურ_წარწერა = მორგოთი, ილუსტრაიცა
|გმირის_სახელი = მორგოთი
|სხვა_სახელები = მელკორი/ბელეგური (სინდარული ეკვივალენტი, არ გამოიყენებოდა) / არუნი (ნუმენორელების თქმულებებში) / მელკო,
მორინგოტო / მორგოთი (შავი მტერი),
ბაუგლირი / ბელეგურთი,
მტერი/ მთავარი ბნელი მბრძანებელი
|გმირის_წოდება = მაირონი, ტარ-მაირონი, მორდორის ბნელი მბრძანებელი
|გმირის_რასა = [[აინურები (შუახმელეთი)|აინუ]]
|გმირის_კულტურა = [[ვალა (შუახმელეთი)|ვალა]]
|გმირის_დაბადება = სამყაროს შექმნამდე
|გმირის_სიკვდილი = უკვდავი, მაგრამ განადგურდა მზის წლების 590 წელს.
|ამანში_წასვლა =
|გმირის_წარმოშობა =
|გმირი_წიგნებში = ''[[სილმარილიონი]]''
''[[ჰურინის შვილები]]''
''[[მორგოთის ბეჭედი]]''

'''მორგოთ ბაუგლირი''', თავდაპირველად '''მელკორი'''— გამოგონილი პერსონაჟი [[ჯ.რ.რ. ტოლკინი]]ს [[ლეგენდარიუმი|ლეგენდარიუმში]].
მელკორმა საიდუმლოდ ააშენა უტუმნოს ციტადელი, შუახმელეთის აღმოსავლეთით. ჩრდილო-დასავლეთში მან სხვა ციხესიმაგრე, ანგბანდი ააგო, სადაც მოურავად საურონი დატოვა.

==ისტორია==

მელკორი სხვებთან ერთად ჩამოვიდა მიწაზე, მაგრამ ისურვა ყველაფერზე ბატონობა და [[ვალა (შუახმელეთი)|ვალართა]] მიერ განდევნილი იქნა. პასუხად ვალარებთან პირველი ომი დაიწყო და ამ ომში ლიდერობდა. გამარჯვება მოიპოვეს მხოლოდ [[ტულკასი]]ს დახმარებით. მაგრამ მელკორის მხარეს ბევრი [[მაია (შუახმელეთი)|მაია]] გადავიდა.

მელკორმა საიდუმლოდ ააშენა [[მეორეხარისხოვანი ადგილები შუახმელეთში#უტუმნო|უტუმნოს]] ციტადელიციხესიმაგრე, შუახმელეთის[[შუახმელეთი]]ს აღმოსავლეთით. ჩრდილო-დასავლეთში მან სხვა ციხესიმაგრე, [[ანგბანდი]] ააგო, სადაც მოურავად საურონი დატოვა.

ელფთა გამოღვიძების მოლოდინში ვალარებმა შექმნეს მნათობები და გადაწყვიტეს მელკორის დამარცხება. მაგრამ იგი პირველი გამოჩნდა, დაამსხვრია მნათობები და ამით [[შუახმელეთი]]ს ფორმებიც შეცვალა. ვალარებმა დატოვეს შუახმელეთი და დასახლდნენ შორს მდებარე კონტინენტზე, რომელსაც [[ამანი (ტოლკინი)|ამანი]] ერქვა. ქუენდის (ელფთა) გამოჩენის შემდეგ მელკორი ყოველთვის მზად იყო და მათ თვალს ადევნებდა, თავისი ბოროტი მსახურების დახმარებით. სწორედ მან გარყვნა მათი ნაწილი და [[ორკი (შუახმელეთი)|ორკებად]] აქცია.

ელფთა გამოღვიძების შემდეგ ვალარები მელკორის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ომის შედეგად მისი ჯარები დამარცხდა, ხოლო თავად მელკორს ბორკილი ანგაინორი დაადეს ([[აულე]]ს მიერ გამოჭედილი) და ვალინორში გადაიყვანეს. მისი ციხესიმაგრე, უტუმნო, მიწასთან გაასწორეს. საურონი მათ ვერ იპოვეს. სამსჯავროზე მელკორი [[მანუე]]ს პატიებას სთხოვდა, მაგრამ იგი [[მანდოსი]]ს საპყრობილეში იქნა გადასროლილი, სადაც სამი საუკუნე უნდა დარჩენილიყო.

ვალინორში ვალარებმა დადგეს [[ვალინორის ორი ხე|ორი ხე]]. სამი საუკუნის შემდეგ მელკორი გაათავისუფლეს. თავდაპირველად იგი ეხმარებოდა ელფებს, განსაკუთრებით - [[ნოლდორები|ნოლდორებს]]. ამ პერიოდში ელფები მეტად დაოსტატდნენ. [[ფეანორი|ფეანორმა]], რათა ვალართა ხეების ნათება შეენარჩუნებინა, შექმნა [[სილმარილები]], ძვირფასი ქვები, რომლებშიც ხეების ნათება ინახებოდა. მელკორს კი ამ ქვების მითვისება სურდა.

ფეანორთან კამათის შემდეგ მელკორი ვალინორიდან გაიქცა. ვალარებმა იფიქრეს, რომ იგი შუახმელეთში გადავიდა, მაგრამ მელკორი იქ ვერ მოძებნეს. მან იცოდა, თუ სად შეეცდებოდნენ მის პოვნა და ამანის სამხრეთით გადავიდა. მას ამ პერიოდში ჯერ შეეძლო, როგორც სხვა ვალარებს, გარეგნობის შეცვლა, ამიტომ მელკორი ვერავინ შეამჩნია.

შორეულ გამოქვაბულებში მან იხილა [[უნგოლიანტი]], რომელიც საზარელი გიგანტური ობობის ფორმას ატარებდა. იგი მარად მშიერი იყო და მელკორმა გადაწყვიტა არსების გამოყენება. უნგოლიანტს აღუთქვა დიდი ნადიმი. ერთხელ, როდესაც ვალარები და ელფები ზეიმობდნენ, მელკორი უნგოლიანტთან ერთად ვალინორში შეიპარა. უნგოლიანტმა გაანადგურა ორი ხე და გამოწოვა ვარდას მანათობელი წყაროები. მელკორმა მოკლა ფეანორის მამა [[ფინუე]] და გაიტაცა სილმარილები.

ვალინორი დაბნელდა. მელკორი და უნგოლიანტი ადვილად დაიმალნენ და შუახმელეთში გადავიდნენ. მარჯვენა ხელში მელკორს ეკავა სილმარილები, რომლებმაც ხელი დაუწვეს, მაგრამ იგი მაინც არ შლიდა ხელებს. უნგოლიანტი გაუმაძღარი იყო, მაგრამ მან ბევრი იგემა და ზომებში გაიზარდა. მან ისურვა ის, რაც მელკორს ჰქონდა. მელკორმა მას უარი უთხრა. უნგოლიანტი თავს დაესხა, მაგრამ მელკორის განმგმირავ კივილზე (რომელმაც ყველაფერი შეძრა) მოვარდნენ [[ბალროგები]], რომლებმაც ობობა უკუაქციეს. მელკორმა აღადგინა ანგბანდი და დაუბრუნდა ბნელ ცხოვრებას.

ფეანორი ვალარებზე განრისხებული იყო იმის გამო, რაც მათ დაუშვეს. ფინუეს შემდეგ იგი ნოლდორთა უმაღლესი მმართველი გახდა, ააჯანყა ხალხი და გადავიდა შუახმელეთში. მანუეს წინაშე ფეანორმა დასწყევლა მელკორი და ''მორგოთი'', სამყაროს ბნელი მტერი უწოდა. ასე უწოდებდნენ მას შემდგომშიც. დამწუხრებული ვალარები ნოლდორთა გადასვლას არ ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ამ გადასვლას ახლდა ელფთა შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა, როდესაც ფეანორის ბრძანებით ნოლდორებმა [[არდის ომები და ბრძოლები#ჟლეტა ალქუალონდეში|ტელერები გაანადგურეს]] (რომლებმაც უარი უთხრეს გემების გადაცემაზე). მაშინ მანდოსმა წარმოთქვა წყევლა - „უთვალავ ცრემლებს დაღვრით და ვალარები თქვენგან ვალინორს დამალავენ. სისხლზე სისხლით უპასუხებთ და სიკვდილის წყვიადის ქვეშ ამანისგან შორს იცხოვრებთ“.

ამანიდან წასვლის შემდეგ მელკორსა და ელფებს შორის [[პირველი ეპოქა|პირველ ეპოქაში]] დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლებისა და ომების პერიოდი. თავდაპირველად ელფები მომგებიან პოზიციაში იმყოფებოდნენ და ანგბანდიც კი აიღეს. მაგრამ [[დაგორ ბრაგოლახი]]ს ბრძოლაში ადამიანთა და ელფთა გაერთიანება დამარცხდა. მელკორმა დაიმორჩილა [[ბელერიანდი]]ს დიდი ნაწილი, გაანადგურა ნოლდორთა დიდი ლაშქარი ([[ფინგოლფინი|ფინგოლფინთან]] და [[ფინარფინი]]ს ვაჟებთან ერთად). ბელერიანდში მისი ბატონობა [[რისხვის ომი|რისხვის ომმა]] დაასრულა, რომელზეც დიდი გავლენა იქონია [[ეარენდილი|ეარენდილმა]]. მან, თავის ცოლ [[ელვინგი|ელვინგთან]] ერთად დიდი გმირობა ჩაიდინა - გაცურა [[ამანი (ტოლკინი)|ამანისკენ]] და ვალარებს მიტევება და დახმარება სთხოვა. შედეგად ამანისა და შუახმელეთის ხალხებმა დაიწყეს უკანასკნელი ბრძოლა მელკორთან. მისი ჯარები განადგურდა, ანგბანდი და [[მეორეხარისხოვანი ადგილები შუახმელეთში#თანგოროდრიმი|თანგოროდრიმის]] ციხესიმაგრეები დაემხო. მელკორი შეიპყრეს და მოისროლეს არდის ზღვარს მიღმა, ბელერიანდი კი ჩაძირული იქნა.

==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორგოთი“-დან