ქართლოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ინფოდაფა მითიური → ინფოდაფა მითური using AWB
No edit summary
(clean up, replaced: ინფოდაფა მითიური → ინფოდაფა მითური using AWB)
{{ინფოდაფა მითიურიმითური არსება
|სახელი = ქართლოსი
|სურათი =Thargamosids.JPG
|ნახსენებია = [[ბიბლია]]ში
}}
'''ქართლოსი''' — ქართველთა ლეგენდარული წინაპარი, ბიბლიური [[ნოე]]ს ძის [[იაფეთი]] შთამომავალი, [[თარგამოსი]]ს ძე, ჰაოსის გარდა, ძმათა შორის უხუცესი და მთავარი.
 
== ისტორია==
 
==ქართლის ცხოვრება==
[[ლეონტი მროველი]] წერს:
 
{{ციტირება|და უჩინა ქართლოსს საზღვარი - აღმოსავლით [[ჰერეთი]] და [[მდინარე ბერდუჯი]]სი; დასავლით [[პონტოს ზღვა|ზღუა პონტოსი]]; სამხრით მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძოდა მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და [[ტაო]]ს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი [[ლიხის ქედი|ღადო]], მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქჳან [[ლიხის ქედი|ლიხი]]. და ამათსა ზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს...
... და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების
[[არმაზი]]. და პირველადშექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამოეწოდა ყოველსა ქართლსა [[ქართლი]], ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა. შემდგომადამისსა ამან-ვე ქართლოს აღაშენა [[ორბის ციხე|ციხე ორბისა]], რომელსა აწ ჰქჳან [[სამშვილდე]]. და კუალად აღაშენა [[ხუნანი|მტუერის-ციხე]], რომელსა აწ ჰქჳან [[ხუნანი_ხუნანი (ქალაქი)|ხუნანი]]. ცხოვნდა იგი მრავალთა წელთადა განმრავლდა ნათესავი მისი. ხოლოშვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა [[მცხეთოსი]], მეორესა [[გარდაბოსი]], მესამესა [[კახოსი]], მეოთხესა [[კუხოსი]], მეხუთესა [[გაჩიოსი]]. ესე ხუთნივე იყვნეს გმირნი. არამედმცხეთოს უგმირე იყოსხუათა მათ. მოკუდა ქართლოსდა დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების [[არმაზი]]. და შემდგომადამისსა ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე. და მანვე აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქჳან [[რუსთავი]], და განყვნა ცოლმან ქართლოსისმან ხუთნი-ვე იგი გმირნი, შვილნი მისნი.}}
 
== მემატიანის ცნობები ==
მემატიანის ცნობით, ”მას ჟამსა (მცხეთის მამასახლისობის დროს) დაივიწყეს დამბადებელი ღმერთი და ექმნეს მსახურ მზისა, მთოვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა, ხოლო მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა”, რომელიც არმაზში (ქართლში) დაკრძალეს. ამრიგად, ასტრალური კულტის, კერპთაყვანისცემის შორეულ ჟამს ქართველთა დიდ მითიურ წინაპარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ჰეროსს და ღვთაებას.
 
==ქართლოსი პროზაში==
შეიქმნა მითები, რომელთაგან ერთი [[ვაჟა-ფშაველა]]მ დაამუშავა პოემაში „ჰაოს და ქართლოს“. ამ თქმულებით, ”თვალცრემლიანი ჰაოსი ქართლოსს მოადგა კარზედა”, შესჩივლა მტერმა დამჩაგრა, საბრძაბენელი დავკარგე და შემივრდომეო. ქართლოსი ძმას ძმურად ეხვევა. ხარს უკლავს, სახლს და ქონებას უნაწილებს. ეუბნება: ”ერთად ვიცხოვროთ ძმურადა, მტერს შევუთვალოთ მუქარა”. სიტყვით ჰაოსი ეთანხმება, ფიცს აძლევს : ” ღმერთმა ჰქნას ჩვენი ერთობა ბოლომდე იყოს მტკიცეთა”. მაგრამ მერე ქართლოსს ომში იწვევენ. იქ საარაკო საგმირო საქმეებით იხვეჭს სახელს, ჩამოდის და ჰაოსი შინ არ უშვებს. სახლ-კარი და ქონება მიუთვისებია, ქართლოსი სიზმარშიც იტანჯება, მაგრამ ელანდება არა ძმის მუხანათობა, არამედ მტერთან შეხლა და ხმალთა ტრიალი.
 
==ლიტერატურა==