წმინდა სოფრონ ახტალელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
'''წმინდა სოფრონ ახტალელი''' (საერო სახელი სვიმეონი; დ. [[1738]], [[დაბა ლოციონი]], [[დერენის რაიონი]], [[პონტოს პროვინცია]] — გ. [[1803]]) — საქართველოს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოთა მღვდელმთავრის, ბერძნული ეკლესიის მიერ კანონიზირებული წმინდანი. [[ახტალის საეპიკოპოსო]] კათედრა ეკავა [[1777]]-[[1794]] წლებში.
 
==ცხოვრება და მოღვაწეობა==
დაიბადა მღვდლის ოჯახში. მამას გიორგი სურტარიდისი ერქვა, დედას — ბარბარე. მას ჰყავდა ოთხი და და ხუთი ძმა. ძმა დიმიტრი, რომელიც სოფრონის შემდეგ დაიბადა, ასევე მღვდელი იყო.
 
ახალგაზრდობიდანვე სვიმეონი ღვთისადმი მხურვალე სიყვარულით აენთო, განსაკუთრებით ბერული ცხოვრებისადმი. ადრეული ასაკიდანვე იგი მორჩილის ხარისხში მოღვაწეობდა ხუტურის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში. სამი თვის შემდეგ ის გადავიდა [[სუმელა]]ს მონასტერში. სამი წლის მორჩილებითი მსახურების შემდეგ კი [[ვაზელონის მონასტერი|ვაზელონის მონასტერში]], სადაც მორჩილებაში დაუდგა თავის ნათესავს, იქაურ მოღვაწე მელეტიოსს.
 
ამ სამ მონასტერში ცხოვრების შემდეგ, სვიმეონი აღიკვეცა ბერად სოფრონის სახელით. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ის აკურთხეს მღვდლად. ამის შემდეგ, სოფრონი უფრო მეტი მოშურნეობით შეუდგა ბერულ ცხოვრებას. [[1776]] წელს მონასტერში შვიდწლიანი გამოცდილი მოღვაწეობის შემდეგ, იღუმენმა ეგნატემ იგი ივერიაში ახტალის მაღაროთა დასახლებაში წარგზავნა. იქ ივერიის მეფის მოპატიჟებით, ხალდიიდან დასახლდა 500-ზე მეტი მეტალურგის ოჯახი.
 
ივერიაში ცხოვრებისას სოფრონიმ თავისი პატიოსნებით და რაც მთავარია სათნო ცხოვრებით, სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, არა მარტო თავისი თანამემამულეებისაგან, არამედ ადგილობრივი მმართველისაგანაც. მმართველი მას დაჟინებით სთხოვდა, რომ ეპისკოპოსობის ხარისხი მიეღო ბერძენი მეტალურგებისათვის. სოფრონი უარობდა მიეღო ასეთი მაღალი სასულიერო წოდება, ერთის მხრივ იმიტომ, რომ თავს უღირსად მიიჩნევდა და მეორეს მხრივ, კი მას არ ჰქონდა მონასტრიდან საამისო კურთხევა. მაშინ მმართველმა და ადგილობრივმა ბერძნებმა გაგზავნეს მონასტერში ელჩები რომ მიეღოთ დასტური ამ საქმისთვის. მონასტერში მამებმა მოითათბირეს, რის შემდეგაც თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. ასე, რომ 1777 წ. 29 ოქტომბერს წმ. სოფრონი ხელდასხმულ იქნა ახტალის ეპისკოპოსად, მის საეპისკოპოსო მმართველობაში შევიდა ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ტაძარი.