მარიამობის მარხვა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''მარიამობის მარხვა''' — ორკვირიანი მარხვა ქრისტიანულ ეკლეს...)
 
'''მარიამობის მარხვა''' — ორკვირიანი მარხვა ქრისტიანულ ეკლესიაში, რომელიც [[1(14) აგვისტოდან იწყება დააგვისტო]]დან [[15(28) აგვისტოსაგვისტო]]მდე მთავრდებაგრძელდება.
 
==ისტორია==
ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, უცნობია აგრეთვე, როდის დაწესდა [[ღვთისმშობლის მიძინება|ღვთისმშობლის მიძინების]] დღესასწაული.
 
წმინდა მამათა ნაშრომები, სადაც ღვთისმშობლის მიძინებაზეა საუბარი, [[IV საუკუნე|IV საუკუნის]] ბოლოს არ სცილდება. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთი [[ნეტარი იერონიმე|ნეტარ იერონიმესიერონიმე]]ს მიეწერება. სხვა ცნობა, რომელიც [[VII საუკუნე|VII საუკუნით]] თარიღდება, იერუსალიმის ეპისკოპოს მოდესტის ეკუთვნის. მიძინების დღესასწაულისადმია მიძღვნილი საეკლესიო საგალობლები, რომლებიც [[კოზმა მაიუმელი|კოზმა მაიუმელსა]] (VII ს.) ადდა [[იოანე დამასკელი|იოანე დამასკელს]] (VIII ს.) მიეკუთვნება. შემორჩენილია [[V საუკნეშისაუკუნე]]ში მოღვაწე ანატოლი პატრიარქის ერთი საგალობელიც.
 
საეკლესიო მოღვაწე [[ნიკიფორე კალისტასკალისტა]]ს ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის მეფობის დროს დაწესებულა (უნდა ვიგულისხმოთ, რომ იმ დროს უკვე არსებული დღესასწაულის აღნიშვნა დაკანონდა).
 
როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები გვაუწყებენ, საუკუნეების მანძილზე მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის ტრადიცაის არ წარმოადგენდა. მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა [[1060]] წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.
 
ჯერ კიდევ მე-12[[XII საუკუნეშისაუკუნე]]ში კონსტანტინოპოლის ცნობილი პატრიარქი ბალსამონი სამწყსოსადმი მიძღვნილ ეპისტოლეში მიძინების მარხვის შენახვის აუცილებლობის შესახებ წერდა.
 
[[ანასტასი კესარიელისკესარიელი]]ს ცნობით კი, მარიამობის მარხვა საყოველთაო მას შემდეგ გამხდარა, რაც საყოველთაოდ იქცა მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა (ეს დაახლოებით [[VI საუკუნეშისაუკუნე]]ში, [[ლეონ ფილოსოფოსისფილოსოფოსი]]ს მეფობის დროს მომხდარა), ე.ი. რაც ამ დღესასწაულმა საეკლესიო კალენდრებში კუთვნილი ადგილი დაიკავა.
 
უფრო ადრე ქრისტიანულ ეკლესიაში, მათ შორის ანტიოქიაშიც[[ანტიოქია]]შიც, ამ მარხვას კი ინახავდნენ, მაგრამ იგი სავალდებულო არ იყო, ამასთან, ხშირად განსაზღვრული არც მარხვის აღნიშვნის ზუსტი კალენდარული დრო გახლდათ — იგი ინდივიდუალურად, მწყემსმთავართა ლოცვა-კურთხევით აღესრულებოდა. იერუსალიმის კანონში მარიამობის მარხვა რვადღითრვა დღით შემოიფარგლება, სტუდიის მონასტრის ტიპიკონით კი ოთხი დღე გრძელდებოდა.
 
რაც შეეხება დღეისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულ მარხვას, იგი [[1166]] წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე „ძველ განწესებათა თანახმად“ დაკანონდა. კრების თავმჯდომარე პატრიარქი ლუკა იყო. ამ კრების შესახებ ბალსამონი წერს: „იმ დროისათვის ორჭოფობდნენ, თუ რამდენი დღე უნდა გაგრძელებულიყო მიძინებისა და შობის მარხვები, რაზეც წმიდა პატრიარქმა დაამოწმა: „მართალია, წერილობით არსადაა დაფიქსირებული ამ მარხვების ხანგრძლივობა, მაგრამ გადმოცემის საფუძველზე ერთი — პირველ (15) აგვისტოს, მეორე კი თხუთმეტ (28) ნოემბერს უნდა დაიწყოს“.
 
==ლიტერატურა==