აჩრდილწაღებული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 35:
{{სიუჟეტი}}
 
ათი წლის გოგონა ჩიჰირო ოგინო მშობლებთან ერთად მიემგზავრება ახალი სახლისკენ, მაგრამ მამა არასწორი გზით მიდის. ისინი, ძალაუნებურად, მოხვდებიან ჯადოსნურ სამყაროში. სანამ მისი მშობლები ქუჩაში გამოფენილ კერძებს ღორებივით შეექცევიან, ჩიჰირო პატარა დასახლებას ათვალიერებს და ხვდება ბიჭუნა ჰაკუს, რომელიც მას სთხოვს ქალაქის დაღამებამდე დატოვება, მაგრამ უკვე გვიანია - უკან მობრუნებული, გოგონა აღმოაჩენს, რომ მშობლები ნამდვილ ღორებად იქცნენ. იგი გამომწყვდეულია სულების სამყაროში.
ფილმი იწყება მთავარი გმირის, გოგონა ჩიჰიროს მოგზაურობით. მშობლებთან ერთად იგი გადადის საცხოვრებლად ახალ სახლში, მაგრამ გზად ისინი გეზს იცვლიან და შედიან იდუმალ ცარიელ ქალაქში. მოულოდნელად დედ-მამა აღმოაჩენენ უამრავ საჭმელს და, შიმშილის გრძნობის გამო, გემრიელად შეექცევიან მას - თუმცა ეს პროცესი რამდენიმე წამში ამაზრზენ სანახაობად იქცევა. მოულოდნელად ორივე იქცევა ღორებად. ჩიჰირო შეშინებულია, მაგრამ ამასობაში ღამდება და იგი გაიცნობს ბიჭუნა ჰაკუს. ქალაქი იღვიძებს და ივსება საოცარი აჩრდილებით. ჰაკუ ეუბნება ჩიჰიროს, რომ მას შეუძლია მშობლების გადარჩენა, თუკი მისტიური აბანოს მეპატრონეს, იუბაბას მოინახულებს და აბანოში სამუშაოს დაიწყებს. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ ჰაკუს საიდანღაც ახსოვს ჩიჰირო, მაგრამ ”ჰაკუ” მისი ნამდვილი სახელი არ არის და მას არ ახსოვს ნამდვილი სახელი.
 
ქალაქის პატრონია ალქაჯი იუბაბა, სწორედ იგი მართავს აბანოებს და ადგილობივ რესტორნებს, რომლებშიც ისვენებენ ღვთაებები, სულები და სხვა ზებუნებრივი არსებები. ყველა უცხოს იუბაბა ცხოველად აქცევს. მშობლების გადარჩენის იმედით, ჩიჰირო იუბაბას სამუშაოს სთხოვს. ბაბუა კამაძის და აბანოს კიდევ ერთი მუშაკის, რინის დახმარებით, ჩიჰირო იუბაბამდე აღწევს და ხელს აწერს ხელშეკრულებას, რომელთან ერთად ქრება მისი ძველი სახელიც - ამიერიდან სენი ჰქვია.
იუბაბასთან შეთანხმების შემდეგ, ჩიჰირო თავის ნამდვილ სახელს ტოვებს და მას ამიერიდან ”სენს” უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ჩიჰიროც დაივიწყებს საკუთარ სახელს.
 
ჩიჰირო იწყება აბანოებში მუშაობს და ცდილობს, იპოვოს საშუალება, რათა მშობლებს ძველი სახე დაუბრუნოს და ქალაქი დატოვოს. ერთხელ, როდესაც იუბაბა ქალაქიდან წასულია, საიდანღაც ჩნდება ჰაკუ, დრაკონის სახით, რომელსაც მისდევს ათასობით ქაღალდის ჩიტი. ჩიჰირო აღმოაჩენს, რომ ჰაკუ იუბაბას ბრძანებით ამ უკანასკნელის დას, ძენიბას, მოპარა დაწყევლილი ბეჭედი და ამიტომ სიკვდილის პირას არის. კამაძის და „მწარე ღვეზელის“ მეშვეობით, რომელიც მანამდე ერთ-ერთმა კლიენტმა, მდინარეთა სულმა აჩუქა, ჩიჰირო ანადგურებს წყევლას და ჰაკუს გადაარჩენს. ამის შემდეგ იგი მიემგზავრება ძენიბასთან, რათა დაუბრუნოს მოპარული ბეჭედი და ჰაკუს განკურნება სთხოვოს. ჰაკუ ამასობაში გონს მოდის და იუბაბას სთხოვს, მისცეს ჩიჰიროს საშუალება, რათა მან მშობლები დაიბრუნოს - თუკი იუბაბას დაუბრუნდება შვილი, რომელიც მისმა დამ ფრინველად გადააქცია. ჰაკუ ძენიბასთან მიემგზავრება. ძენიბა მას პატიობს. ჩიჰირო და ჰაკუ, იუბაბას შვილთან ერთად, სულების ქალაქში ბრუნდებიან. ამ მოგზაურობისას ჩიჰირო ჰაკუს ეხმარება უკანასკნელის ნამდვილი სახელის გახსენებაში. იბრუნებს რა ყველა მოგონებას, ჰაკუ იუბაბას მსახურობისგან თავისუფლდება.
აბანოში მუშაობის მძიმე პირობებში, ჩიჰირო შემთხვევით შემოუშვებს უსახო სულს. აბანოს ამასობაში ეწვევა მყრალი სული, რომელსაც სინამდვილეში ”მდინარის ღვთაება” ჰქვია. იგი ნაგვით და ჭუჭყით არის სავსე. მისი დაბანა არც ისე ადვილია, მაგრამ უსახო ჩიჰიროს ჩუქნის სპეციალურ დაფას, დასაბანი წყლის კონცენტრაციის რეცეპტით. ამ დაფების მოპოვება არ არის ადვილი. საჭიროა მათი ჩაშვება აბანოს სარდაფში, ბაბუა კამაძისთან, რომელიც პასუხისმგებელია ამ კონცენტრაციებზე.
 
სულების ქალაქში ჩიჰირო გადის უკანასკნელ გამოცდას - ღორებს შორის საკუთარი მშობლების ამოცნობას. მას შემდეგ, რაც ამბობს, რომ მისი მშობლები იქ არ არიან, იუბაბასთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალას კარგავს. იუბაბა მას ათავისუფლებს. ჰაკუ ჩიჰიროს აცილებს და აფრთხილებს, უკან არავითარ შემთხვევაში მოიხედოს. დამშვიდობებისას იგი გოგონას ჰპირდება, რომ რეალურ სამყაროში შეხვდება.
 
ჩიჰირო ბრუნდება სადგურის მსგავს შენობაში, სადაც მშობლებს პოულობს. მათ არაფერი ახსოვთ და დარწმუნებულები არიან, რომ უბრალოდ გაისეირნეს. ოჯახი ბრუნდება ავტომობილთან, რომელიც აღმოჩნდება მტვრით და ფოთლებით დაფარული. მშობლები გაოცებულები არიან, მაგრამ ყოველივე ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ და იქაურობას ჩიჰიროსთან ერთად ტოვებენ.
 
== მუსიკა ==