დავით სარაჯიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 185.168.227.254 ცვლილებების გაუქმება (№3262286)
ხაზი 1:
{{მმ*|სარაჯიშვილი}}
[[ფაილი:Davit Sarajishvili Foto Gankevichi recto.jpg|მინიატიურა|დავით სარაჯიშვილი]]
'''დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი''' (დ. [[ 28 ოქტომბერი]], [[1848]], [[თბილისი]] — გ. [[20 ივნისი]], [[1911]], იქვე) — ქართული [[კონიაკი]]ს წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, მეცენატი. ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა.
 
== ბიოგრაფია ==
[[სურათი:Davit Da Ekaterine Sarajishvilebi.jpg|მინი|left|დავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილისა (1861―1911)]]
[[1866]] წელს დაამთავრა [[თბილისის გიმნაზია]], შემდეგ სწავლა გააგრძელა [[პეტერბურგი |პეტერბურგის]] [[უნივერსიტეტი |უნივერსიტეტის]] საბუნისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთი წელი სწავლობდა [[მიუნხენის უნივერსიტეტი|მიუნხენის უნივერსიტეტში]], შემდეგ კი — [[ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი|ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში]], რომელიც [[1871]] დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. [[1872]]-[[1878]] ჰოენჰაიმისა და [[ჰალეს უნივერსიტეტი|ჰალეს უნივერსიტეტებში]] სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას. [[1878|1878-1880]] გაემგზავრა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად.განსაკუთრებით ღრმად კი, კონიაკისა და მაგარი სასმელების დამზადების ტექნოლოგია. სამშობლოში ის ცოდნითა და ენერგიით აღსავსე დაბრუნდა და აქტიურად შეუდგა საქმეს.
დავით სარაჯიშვილი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მიზანსწრაფულობითა და დამოუკიდებელი ხასიათით. მისმა წინაპრებმა ტფილისის საპატიო მოქალაქის წოდება [[1710]] წელს მიიღეს. იმ დროს ისინი აქტიურად ვაჭრობნენ: [[რუსეთი|რუსეთთან]], [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთთან]], [[სპარსეთის იმპერია|სპარსეთთან.]]..
 
დავითის მამა, ზაქარია, იმ დროისთვის განათლებული, გონებამახვილი და საკმაოდ შეძლებული ვაჭარი იყო. დავითის დედამ ელისაბედ სავანელმა დიდი როლი შეასრულა თავისი შვილის სულიერ-ზნეობრივ განვითარებაში. დავითმა დაწყებითი განათლება სახლში მიიღო. ანბანის სწავლისა და სათანადოდ აღზრდის შემდეგ ფრანგი გაკეს კერძო პანსიონში მიაბარეს.
 
[[1866]] წელს დაამთავრა [[თბილისის გიმნაზია]], შემდეგ სწავლა გააგრძელა [[პეტერბურგი |პეტერბურგის]] [[უნივერსიტეტი |უნივერსიტეტის]] საბუნისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთი წელი სწავლობდა [[მიუნხენის უნივერსიტეტი|მიუნხენის უნივერსიტეტში]], შემდეგ კი — [[ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი|ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში]], რომელიც [[1871]] დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. [[1872]]-[[1878]] ჰოენჰაიმისა და [[ჰალეს უნივერსიტეტი|ჰალეს უნივერსიტეტებში]] სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას. [[1878|1878-1880]] გაემგზავრა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად.განსაკუთრებით ღრმად კი, კონიაკისა და მაგარი სასმელების დამზადების ტექნოლოგია. სამშობლოში ის ცოდნითა და ენერგიით აღსავსე დაბრუნდა და აქტიურად შეუდგა საქმეს.
 
[[1880]] წელს დავით სარაჯიშვილმა, შეიძინა სასახლის ქუჩაზე ძველი ბინის ნაწილი, დაანგრია და მის ადგილზე ახალი, სამსართულიანი სახლი ააშენა. დავითის სახლი, სასახლის ქუჩაზე, ქართველი ინტელიგენციის საყვარელი ადგილი იყო. იქ კვირაში ერთხელ თავს იყრიდნენ ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, იონა მეუნარგია, გრიგოლ ყიფშიძე, პეტრე უმიკაშვილი, არტურ ლაისტი, იაკობ ნიკოლაძე დამრავალი სხვა. კითხულობდნენ ამა თუ იმ მწერლის ნაწარმოებებს, იმართებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომელიც მთავრდებოდა ვახშმით, ქეიფით. დღეს აქ ფუნქციონირებს მწერალთა სახლი.
[[სურათი:Davit Sarajishvilis koniakis pavilioni (1889).jpg|მარჯვნივ|მინი|დავით სარაჯიშვილის კონიაკის პავილიონი (1889 წ.).]]
 
სამშობლოში დაბრუნებიდან ორი წლის შემდეგ შეირთო ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი. ფორაქიშვილისმათი ოჯახიცოლ-ქმრობა, ისევეთუმცა როგორცუშვილო სარაჯიშვილებისა,მაგრამ თავისიმშვიდობიანი ტრადიციებითადა დაშეძლებულობით ტფილისში ცნობილიბედნიერი იყო. დავითმა და ეკატერინემ ქორწილი მაშინ უკვე საკურორტო ქალაქ ბორჯომში გადაიხადეს. სამწუხაროდ, სიკეთით სავსე წყვილს, შვილი არ ჰყავდა.
 
საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა [[კონიაკი]]ს წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ [[საქართველო]] ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის. დავითი ოცდატქევსმეტი წლის იყო როცა ხელი მიჰყო მრეწველობას და [[კავკავი|კავკავში]] არყის ქარხანა შეიძინა. არყის ხდას მოჰყვა ჯერ [[ლიქიორი]]ს ხოლო შემდეგ [[კონიაკი]]ს დაყენება. კონიაკის დაყენება მეფის რუსეთში პირველად დავით სარაჯიშვილმა დაიწყო და გაუკვალა გზა ამ ახალ მრეწველობას. [[1885]] სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. [[1888]] თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, [[მოსკოვი | მოსკოვში]], პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. [[1900]]-თვის სარაჯიშვილის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. [[1889]]-[[1913]] სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით „ძველისძველმა“) და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს (9), ვერცხლის (5) და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა.
Line 32 ⟶ 26:
* [http://www.youtube.com/watch?v=SBbaHJPZIlc სარაჯიშვილის მარანი – მეცენატის სასახლე და ღვინის მარანი გაპარტახებულია] (ვიდეო)
* [http://www.kvirispalitra.ge/history/10337-cnobili-qarthvelebi-romantikosi-biznesmeni.html მარინა ბაბუნაშვილი, რომანტიკოსი ბიზნესმენი // გაზეთი კვირის პალიტრა]
* http://www.ambioni.ge/davit-sarajisvili
 
==სქოლიო==