კალიფსო (თანამგზავრი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 92:
'''კალიფსო''' ({{lang-el|''Καλυψώ''}}) — [[სატურნი]]ს ერთ-ერთი [[ბუნებრივი თანამგზავრი|მთვარე]]. აღმოაჩინეს 1980 წელს და აღნიშნეს სახელით '''S/1980 S 25''' (სატურნის 25-ე მთვარე, აღმოჩენილი 1980 წელს). 1983 წელს მას ოფიციალურად უწოდეს [[კალიფსო]] — [[ძველბერძნული მითოლოგია|ძველბერძნული მითოლოგიური]] ფერიის პატივსაცემად. ასევე ეწოდება სატურნი XIV და თეტისი C.
 
კალიფსო თანაორბიტალურია სხვა მთვარესთან, [[თეტისი|თეტისთან]] და მდებარეობს მისი მოძრაობის ლაგრანჟის წერტილთან, თეტისიდან 60 გრადუსით უკან. მათი ასეთი ურთიერთობა პირველად 1981 წელს შენიშნეს. თეტისის ლაგრაჟის სხვა წერტილში, მისგან 60 გრადუსით სხვა მიმართულებით მდებარეობს კიდევ ერთი მთვარე — [[ტელესტო (თანამგზავრი)|ტელესტო]]. კალიფსოს და ტელესტოს „თეტისის ტროელებს“ უწოდებენ, ტროელი ასტეორიდების მსგავსად და მიეკუთვნებიან იუპიტერის ე. წ. „ტროელ მთვარეებს“.
 
სატურნის სხვა მრავალი პატარა მთვარისა და [[ასტეორიდი]]ს მსგავსად, კალიფსოს უსწორმასწორო ფორმა აქვს, გამოირჩევა დიდი კრატერებით და როგორც ჩანს, ზედაპირზე აქვს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც კრატერების გარეგან სახეს ათანაბრებენ. მისი ზედაპირი ერთ-ერთი ყველაზე ამრეკლავია მზის სისტემაში, 1,34 ვიზუალური გეომეტრიული ალბედოთი. ასეთი ძალიან მაღალი ალბედო განპირობებულია [[სატურნი]]ს E რგოლიდან მომდინარე მტვრის ნაწილაკთან ნაკადით. პლანეტის ეს თხელი რგოლი შედგება წყლის ყინულის ნაწილაკებისგან, რომლებიც სატურნის კიდევ ერთი მთვარის — [[ენცელადი]]ს სამხრეთ პოლუსზე არსებული გეიზერებისგანაა წარმოქმნილი.