ოსმალეთის იმპერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Flag_of_the_Sovereign_Military_Order_of_Malta.svg შეიცვალა Flag_of_the_Order_of_St._John_(various).svg-ით)
ხაზი 153:
 
== სახელი ==
სიტყვა „ოსმალეთი”„ოსმალეთი“ მომდინარეობს იმპერიისა და მისი მმართველი [[ოსმანები]]ს (ოსმალების) დინასტიის დამფუძნებლის, [[ოსმან I]]-ის სახელიდან, რომელიც არაბული წარმოშობის სახელის სპარსული ფორმიდან, უტმანიდან ( عثمان) წარმოსდგება. [[ოსმალური ენა|ოსმალურ ენაში]] იმპერიას უწოდებდნენ دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّه-ს (Devlet-i ʿAliyye-yi ʿOsmâniyye)<ref name="twareekh.com">{{cite web|url=http://www.twareekh.com/images/upload/aboutus/ottmani10liras1334F-.jpg |title=Ottoman banknote with Arabic script |accessdate=26 August 2010}}</ref> ან ოსმანლი დევლეთი-ს („ოსმალეთის სახელმწიფო”)<ref group="კ">XIX საუკუნიდან დაწყებული, სახელი ოსმანლი დევლეთი („ოსმალეთის სახელმწიფო”) პოპულარული გახდა ოსმალეთის მოქალაქეებსა და ოფიციალურ პირებს შორის. 1800 წლამდე სახელი ოფიციალურად არ გამოიყენებოდა, თუმცა ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მას არაფორმალურად იყენებდნენ მოქალაქეები.</ref> [[თურქული ენა|თანამედროვე თურქულში]] სახელმწიფოს მოიხსენიებენ, როგორც ოსმანლი იმპარატორლუღუ (Osmanlı İmparatorluğu; „ოსმალეთის იმპერია”) ან ოსმანლი დევლეთი (Osmanlı Devleti; „ოსმალეთის სახელმწიფო”).
 
დასავლეთში გამოიყენებოდა როგორც „ოსმალეთის იმპერია”, ისე „თურქეთი”, თუმცა „თურქეთი” ფორმალურთან ერთად არაფორმალურ სიტუაციებშიც გამოიყენებოდა<ref>For instance, in the Treaty of Bern of October 1874 establishing the General Postal Union (soon to become the Universal Postal Union), only the term ''Turquie'' (Turkey) is used.</ref> და შესაბამისად, უფრო ფართო გამოყენება ჰქონდა. ეს საკითხი საბოლოოდ 1920-1923 წლებში გადაიჭრა, როცა ანკარაში ახლადჩამოყალიბებულმა მთავრობამ თურქეთი სახელმწიფოს ერთადერთ ოფიციალურ სახელწოდებად დაამტკიცა.