ოშკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
-სამწუხაროდ
დაეტა მონასტრის სახელწოდება შესავალში, თავად სტატიის საფუძველზე
ხაზი 57:
}}
 
'''ოშკი''' — წმ. იოანე ნათლიმცემლის სახლობის X საუკუნის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული [[მონასტერი|სამონასტრო]] ცენტრი ისტორიულ [[ტაო]]ში, [[თორთუმისწყალი|თორთუმისწყლის]] მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ [[ჩემლიამაჩი|ჩემლიამაჩში]], ამჟამინდელ [[თურქეთი]]ს [[პროვინცია]] [[ერზერუმი (პროვინცია)|ერზერუმში]]. ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი (იხ. [[სვეტიცხოველი]], [[ბაგრატის ტაძარი]], [[ალავერდი (მონასტერი)|ალავერდი]]). ტაძარი ერთიანდება სამონასტრო კომპლექსში, შემორჩენილი სემინარია-სატრაპეზოთი და მცირე ეკლესიებით.
 
კომპლექსის მშენებლები ყოფილან ტაოს [[ბაგრატიონები]], [[ადარნასე III]] [[კურაპალატი]]ს შვილები — [[ბაგრატ ერისთავთერისთავი]] და დავით მაგისტროსი (იგივე [[დავით III|დავით III დიდი კურაპალატი]]). ტაძრის არქიტექტურა იმეორებს მისი წინამორბედების სახასიათო მოტივებს და უფრო გამდიდრებული და გართულებული სახით წარმოგვიდგენს მას. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძარი წარმოადგენს [[ტეტრაკონქი|ტეტრაკონქს]], თავისუფალი [[გუმბათი]]თ. ტაძრის [[ჯვარი|ჯვრისებრი]] მოხაზულობა შენარჩუნებულია გარესახეშიც, თუმცა [[აფსიდა|აფსიდების]] სიმრგვალე არ ვლინდება, მოქცეულია რა სწორკუთხა მკლავებში. ოშკი უხვად იყო შემკული [[რელიეფი|რელიეფებითა]] და [[ჩუქურთმა|ჩუქურთმებით]]. [[ფრესკა|მოხატულობიდან]] მცირედია შემონახული.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოშკი“-დან