აბდუ დიუფი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ერთერთი → ერთ-ერთი using AWB
(+ დიდი ტირე)
(clean up, replaced: ერთერთი → ერთ-ერთი using AWB)
== ბიოგრაფია ==
 
დაიბადა ქალაქ [[ლუგა]]ში, [[სერერი]]ს ტომის წევრის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო სენტ-ლუის კოლეჯში, ხოლო შემდეგ სწავლობდა სამართალს დაკარის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგაც გაემგზავრა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] და სწავლა გააგრძელა [[სორბონის უნივერსიტეტი|სორბონის უნივერსიტეტში]]. დაამთავრა [[1959]] წელს.
 
== პოლიტიკური კარიერა ==
 
სორბონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სენეგალში. [[1960]] წელს ხდება მთავრობის გენერალური მდივნის თანაშემწე, ხოლი [[1961]] წელს თავდაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი. ამავე წელს გაწევრიანდა [[სენეგალის პროგრესული კავშირი|სენეგალის პროგრესულ კავშირში]], რომელსაც შემდეგ ეწოდა [[სენეგალის სოციალისტური პარტია]]. 1961 წელს გახდა ერთერთიერთ-ერთი რეგიონის [[გუბერნატორი]] და ამ პოსტზე დარჩა [[1962]] წლის დეკემბრამდე, როდესაც დაიკავა მაღალი თანამდებობა საგარეო საქმეთა სამინისტროში. [[1963]]-[[1965]] წლებში კი ეკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა. [[1968]]-[[1970]] წლებში იყო დაგეგმარებისა და ინდუსტრიის მინისტრი. [[1970]] წელს კი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. სენგორი ძალზედ ენდობოდა დიუფს და მის სასარგებლოდ [[1980]] წლის [[31 დეკემბერი|31 დეკემბერს]] გადადგა თანამდებობიდან.
 
== პრეზიდენტი ==
 
დიუფი აგრძელებდა სენგორის მიერ დაწყებული პოლიტიკური ლიბერალიზაციის კურსს. 1983 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ჩამოყალიბდა 14 ოპოზიციური პარტია, მაგრამ არჩევნები მოიგო დიუფმა 83,5 %-ით. ოპოზიციამ [[1985]] წელს შექმნა დიდი კოალიცია. დიუფმა კი საპასუხოდ არასანქცირებული დემონსტრაციის გამართვისათვის დააპატიმრა, მუდმივი პოლიტიკური კონკურენტი, [[აბდულაი ვადე]]. 1988 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დიუფმა მიიღო ხმების 72,3 %, ხოლო ვადემ 25,8 %. ოპოზიცია არ დაეთანხმა სჰედეგებს და დაიწყო აქციები, ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო ამავე წლის მაისში აბდულაი ვადე კვლავ დააპატიმრეს. 1993 წელს დიუფი კვლავ პრეზიდენტად აირჩიეს 58 %-ით, მაგრამ ახლა უყკვე 7 წლის საპრეზიდენტო ვადით (საპრეზიდენტო ვადა გაზარდა [[1991]] წელს 2 წლით). [[2000]] წლის საპრეზიდენტო არჩევნების I ტურში მიიღო ხმების 41,3 %, ხოლო ვადემ 30,1 %. [[19 მარტი]]ს II ტურის რეზულტატით აბდუ დიუფიმ მიიღო ხმების 41,5 %, ხოლო აბდულაი ვადემ - 58,5 %. თანამდებობაზე დარჩა 1 აპრილამდე და მმართველობა ჩააბარა მუდმივ კონკურენტს აბდუალი ვადეს.
 
=== სენეგამბია ===
* {{fr}} Mar Fall, ''Sénégal : l'État Abdou Diouf ou le temps des incertitudes'',L'Harmattan, Paris, 1986, 87 p.
* {{fr}} Babacar Ndiaye et Waly Ndiaye, ''Présidents et ministres de la République du Sénégal'', Dakar, 2006
* {{fr}} Lamine Tirera, ''Abdou Diouf : biographie politique et style de gouvernement'', L'Harmattan, 2006, 312 p.
 
{{დაიწყე ყუთი}}
{{მემკვიდრეობის ყუთი | წინამორბედი= [[ლეოპოლდ სედარ სენგორი]] | ტიტული=[[სენეგალის პრეზიდენტი]]<br /> | წლები=[[1981]] – [[2000]] <br />| შემდეგი=[[აბდულაი ვადი]]}}
{{დაასრულე ყუთი}}
{{სენეგალის პრეზიდენტები}}
 
{{DEFAULTSORT:დიუფი, აბდუ}}
[[კატეგორია:სენეგალის პრეზიდენტები]]