ვიტორიო ემანუელე III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ერთერთი → ერთ-ერთი using AWB
ხაზი 26:
}}
 
'''ვიტორიო ემანუელე III''' ([[იტალ.]] Vittorio Emanuele III) ([[11 ნოემბერი]] [[1869]] - [[28 დეკემბერი]] [[1947]]) [[სავოის დინასტია|სავოის დინასტიიდან]]. [[იტალია|იტალიის]] მეფე [[1900]] - [[1946]] წლებში, [[ეთიოპია|ეთიოპიის]] იმპერატორი [[1936]] - [[1943]] წლებში და [[ალბანეთის იტალიური ოკუპაცია|ალბანეთის]] მეფე [[1939]] - 1943 წლებში. [[უმბერტო I (იტალია)|უმბერტო I]]-სა და [[მარგარიტა გენუეზიელი]]ს ვაჟი. იქორწინა [[1896]] წელს ელენაზე, ალბანეთის მეფის [[ნიკოლოზ I (ალბანეთი)|ნიკოლოზ I]]-ის ასულზე.
 
== ბიოგრაფია ==
ვიტორიო ემანუელე გამეფდა ანარქისტების მიერ მისი მამის მკვლელობის შემდეგ. იგი ჩაკეტილი და ჩუმი ადამიანი იყო. წინამორბედებთან შედარებით მას კარგი განათლება ჰქონდა მიღებული: ორიგინალში კითხულობდა ძველ რომაელ პოეტებს, კარგად იცოდა [[გეოგრაფია]], [[ისტორია]], უკრავდა [[ფორტეპიანო]]ზე. იგი გატაცებული იყო ნადირობით, თევზაობით, ფოტოგრაფიით და ნუმიზმატიკით. მას ჰქონდა მონეტების მსოფლიოში ერთერთიერთ-ერთი უდიდესი კოლექცია.
 
ვიტორიო ემანუელემ სახელმწიფო საქმიანობაში, თავი ფრთხილ პოლიტიკოსად გამოავლინა. მან შეასუსტა რადიკალების წინააღმდეგ რეპრესიები, ზრუნავდა სანალოგო და სასამართლო სისტემების დახვეწაზე. კოლონიზაციისგან იგი ჯერ თავს იკავებდა. [[1911]] წელს, ნაციონალისტების გავლენით, მან [[თურქეთი]]ს წინააღმდეგ დაიწყო ომი, რაც [[ტრიპოლი]]სა და [[კირენაიკი]]ს ოკუპაციით დამთავრდა. საგარეო პოლიტიკაში მეფე თანდათან შორდებოდა [[გერმანია]]ს და [[ავსტრო-უნგრეთის იმპერია|ავსტრო-უნგრეთს]] და უახლოვდებოდა [[ანტანტა]]ს. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დაწყების შემდეგ, იგი დიდხანს ვაჭრობდა ორივე მხარესთან, თუ ვინ მეტ ტერიტორიებს დაპირდებოდა. საბოლოოდ იგი იმ დასკვნამდე მივიდა რომ [[საფრანგეთი]] და [[დიდი ბრიტანეთი]] გაიმარჯვებდნენ და [[1915]] წლის მაისში ჩაება ომში ანტანტის მხარეს.
 
შემდეგ წლებში იტალიის არმია რამდენიმეჯერ მძიმედ დამარცხდა, და მხოლოდ მოკავშირეთა დახმარებამ გადაარჩინა იტალიის ფრონტი. ამის გამო [[პარიზის კონფერენცია]]ზე იტალიის როლი უმნიშვნელო იყო, და მიიღო ნაკლები ვიდრე ელოდა, მხოლოდ [[ტრენტინო]], [[ალტო ადიჯე]], [[ისტრია]] და [[ტრიესტი]], [[დალმაცია]]ზე და [[ფიუმე]]ზე მოკავშირეებმა უარი უთხრეს. ისევე როგორც იტალიელი ნაციონალისტები, ვიტორიო ემანუელეც გაბრაზებული იყო და მიიჩნევდა რომ ”იტალიას მოპარეს გამარჯვება”.
ხაზი 37:
ომის შემდეგ ქვეყანა მოიცვა სოციალისტურმა და ეროვნულმა მოძრაობებმა. ვიტორიო ემანუელე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სერიოზულად განიცდიდა იტალიის მონარქიის ბედს. ხანგძლივი ორჭოფობის შემდეგ, მან გადაწყვიტა ცუდსა და უარესს შორის ცუდი აერჩია და [[ბენიტო მუსოლინი]]ს დაუკავშირდა. [[1922]] წელს [[ფაშიზმი|ფაშისტებმა]] [[რომი]] აიღეს. მეფემ გადატრიალებას ხელი არაფრით არ შეუშალა, თუმცა არმია მის მხარეზე იყო და მზად იყო პუტჩი შეეჩერებინა. ოქტომბერსი მეფემ მუსოლინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა და საგანგებო უფლბები მიანიჭა.
 
იტალიამ რამდენიმე წლით დაისვენა სოციალისტებისგან, მონარქია გადარჩა, მაგრამ მეფეს აღარ დარჩა ძალაუფლება. 30-ანი წლების დასაწყისისთვის მეფე უკვე აღარ მონაწილეობდა ქვეყნის არც პოლიტიკურ არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვიტორიო ემანუელე დაკავებული იყო ნადირობით, თევზაობით და წიგნების კითხვით. იგი მხარს უჭერდა მუსოლინის პოლიტიკას, მათ შორის ანტიკომინტერნის პაქტის ხელმოწერას და [[მმო|მეორე მსოფლიო ომში]] გერმანიის მხარეზე ჩართვას.
 
მეფის და დუჩეს შორის განხეთქილება მხოლოდ [[1943]] წელს მოხდა. ამ დროს ვიტორიო ემანუელემ, [[რომის პაპი]]ს შუამავლობით დაიწყო [[დიდი ბრიტანეთი|ინგლისთან]] და [[აშშ|ამერიკასთან]] მოლაპარაკებები. მათ დაპირდნენ იტალიაში მონარქიის შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი იგი დაიწყებდა ახალ ომს გერმანიის წინააღმდეგ. ივლისში მეფემ მუსოლინის მოსთხოვა დიდი ფაშისტური კრების მოწვევა, რომელზეც დუჩემ ვერ მიიღო პარტიის მხარდაჭერა და უნდა გადამდგარიყო. ვიტორიო ემანუელემ იგი დაითხვა, მაგრამ ფაშისტური რეჟიმი არ შეუცვლია, შენარჩუნდა ცენზურა და სხვა პარტიების აკრძალვა და არ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
 
[[3 სექტემბერი|3 საქტემბერს]] ხელი მოეწერა ინგლისთან და აშშსთან ზავს, რამდენიმე დღეში კი გერმანულმა არმიამ მოახდინა იტალიის ოკუპაცია. მეფე ოჯახთან ერთად რომიდან [[ბრინდიზი]]ში გაიქცა, სადაც მას ამერიკის ჯარი იცავდა. რომში იგი მხოლოდ [[1944]] წელს მოკავსირეთა არმიასთან ერთად დაბრუნდა.
 
ამ დროისთვის ვიტორიო ემანუელეს სახელი ფაშისტებთან თანამშრომლობით იმდენად კომპრომენტირებული იყო, რომ მის მიერ ქვეყნის მმართვაზე საუბარიც ზედმეტი იყო. მეფემ ქვეყნის მართვა ვაჟს [[უმბერტო II (იტალია)|უმბერტო]]ს გადასცა და ჩამოშორდა საქმეებს. 1946 წლის [[9 მაისი|9 მაისს]] კი ოფიციალურად უარი თქვა ტახტზე შვილის სასარგებლოდ. თუმცა ამ ნაბიჯმა ვერ გადაარჩინა მონარქია და [[2 ივნისი]]ს [[რეფერენდუმი|რეფერენდუმზე]] უმეტესობამ ხმა [[რესპუბლიკა|რესპუბლიკის]] გამოცხადებას მისცა. ვიტორ ემანუელე გარდაიცვალა შემდეგ წელს [[ეგვიპტე]]ში.