რომის დაარსება: განსხვავება გადახედვებს შორის

ერთერთი → ერთ-ერთი
(ერთერთი → ერთ-ერთი)
{{რჩეული}}
[[ფაილი:La lupa a campidoglio.JPG|thumb|250px|მგელი, რომელმაც ჩვილი რომულუსი და რემუსი გამოკვება]]
'''[[რომი]]ს დაარსების''' შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. მიუხედავად ამისა, მისი დაარსების ბევრი საკითხი მაინც გამოცანად რჩება. რომი მდებარეობს [[ტიბრი|ტიბრის]] ნაპირებზე, შვიდ ბორცვზე, [[ლაციუმი]]ს დაბლობში. ეს ადგილი არ გამოირჩევა ჯანსაღი ჰავით — ტიბროსის (ტიბრი) ყოველწლიური წყალდიდობის შედეგად მიმდებარე ველები იტბორებოდა და ჭაობდებოდა, რაც სხვადასხვა დააბადების გავრცელებას უწყობდა ხელს. მიუხედავად ამ ნაკლისა, აქ მსოფლიოში ერთერთიერთ-ერთი ადრეული ზესახელმწიფოს დედაქალაქი დაარსდა.
 
== ლეგენდები ==
ზემოთ მოთხრობილი ლეგენდა რომაელ ისტორიკოსს [[ტიტუს ლივიუსი|ტიტუს ლივიუსს]] აქვს გადმოცემული. იგი წერს რომ ვინაიდან ეს მოვლენები ძალიან დიდი ხნით ადრე მოხდა, მას არ შეუძლია მათ სანდოობაზე საუბარი. მან მხოლოდ თავი მოუყარა გავრცელებულ ლეგენდას. [[პლუტარქე]] რომულუსის ბიოგრაფიაში წერს კიდევ სხვა ლეგენდებზეც. მათ საერთო ის აქვთ, რომ რომი ტროადან ჩამოსულმა ხალხმა, ან მათმა ჩამომავლებმა დააარსეს.
 
ერთერთიერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ტროადან ჩამოსულები შემთხვევით აღმოჩდნენ ლაციუმის ნაპირებთან. ქალები მგზავრობას ცუდად იტანდნენ, ამიტომ კაცების არყოფნაში ვინმე რომას შეგულიანებით გადაწვეს გემები. როდესაც კაცები დაბრუნდნენ, ჯერ განრისხდნენ, შემდეგ კი მოუწიათ ამ ადგილას დასახლება. ახალ ქალაქში ტროელებს საქმეები კარგად წაუვიდათ, და ამიტომ ქალაქს უწოდეს რომი, რომას პატივსაცემად.
 
სხვა ლეგენდით კი სახელი რომს დაარქვა რომამ, ენეასის ცოლმა. კიდევ ერთი ვერსიით რომი დააარსა [[რომანუსი|რომანუსმა]], [[ოდისევსი]]ს ვაჟმა.
 
რომულუსის წარმოშობაზეც ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობს პლუტარქე, ერთერთიერთ-ერთი ლეგენდის თანახმად რომულუსი ენეასის ვაჟი იყო და ის და რემუსი მცირეწლოვანები იყვნენ როდესაც იტალიაში მოხვდნენ. სხვა ლეგენდით კი რომულუსი რომას ვაჟია, ვინც გადაწვა გემები. პლუტარქეს კიდევ სხვა ვერსიებიც აქვს მოყვანილი, მაგრამ ეს ალბათ არაა რომის დაარსების შესახებ არსებული ლეგენდების სრული ჩამონათვალი.
 
== თანამედროვე ისტორიკოსების მოსაზრებები ==
თანამედროვე ისტორიკოსები ნდობის გარეშე უყურებენ რომის დაარსების შესახებ ლეგენდებს. ისინი ამ ლეგენდებს მხოლოდ ერთ რამეში ეთანხმებიან, ქალაქრ არ წამოშობილა სპონტანურად, ბუნებრივი დასახლების შედეგად. ამის ერთერთიერთ-ერთი მიზეზი ცუდი ჰავაა. [[მომზენი, თეოდორ|თეოდორ მომზენი]] მიიჩნევს რომ რომი თავის წარმოშობაში უნდა უმადლოდეს სტრატეგიულ განლაგებას. ტიბროსი იყო ლათინებისა და ეტრუსკებს შორის ბუნებრივი საზღვარი, და რომი, რომელით თავდაპირველად [[პალატინის ბორცვი|პალატინის ბორცვზე]] ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, ასრულებდა ავანპოსტის ფუნქციებს. იგი ასევე მდებარეობდა ლათინების სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე, რამაც უზრუნველყო მისი მნიშვნელობა ვაჭრობაში. კიდევ ერთი, იგი მოხერხებული პორტი იყო როგორც საზღვაო გემებისთვის, ასევე მდინარეზე მოცურავე ნავებისთვის. ამრიგად ვისაც არ უნდა დაეარსებინა რომი, იგი დააარსეს როგორც თავდაცვის და სავაჭრო პუნქტი.
 
მომზენის მიხედვით<ref>დასაზუსტებელია მომზენის მიერ გამოყენებული წყაროები. ტიტუს ლივიუსს რამნებზე ლუცერიებზე და ტიციებზე არაფერი არ უწერია.</ref> რომის პირველი მოსახლეები სამი ტომის წარმომადგნლები იყვნენ, ორნი აქედან [[რამნები]] და [[ლუცერები]] ლათინური წარმოშვების იყვნენ, ხოლო [[ტიციები]] კი [[საბინები]] იყვნენ. ასეთი კავშირის სასარგებლოდ მეტყველებს ლეგენდა რომის დაარსების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რომაელთა და საბინთა ომის<ref>საბინებთან ომის და მათთან კავშირის შესახებ იხილეთ [[რომულუსი]]ს ბიოგრაფია.</ref> შედეგად საბინები გადმოსახლდნენ რომში და შეიქმნა სამი [[ტრიბი]], ორი ლათინური მესამე კი საბინური. იმავეს ადასტურებს ლინგვისტური ანალიზიც, [[ლათინური ენა|ლათინურ ენაში]] გაყოფა და ნაწილი არის '''tribuere''' (გასამება) და '''tribus''' (მესამედი).